05 February 2013

Anny)) says:



   რა მესლავიკება ამხელა აბიტურიენტ გოგოს?
სახელი შევუცვალე ბლოგს)) memorializes.blogspot.com.. აჯობებს მგონი..

   პირადობა ავიღე ახალი დღეს :დ )) სულ "ვზროსლი" მგონია თავი უკვე.. არადა არ მინდა გაზრდა.. სულ 17-ის ვიყო რა ^_^ რა მესრულწლოვანდება ნეტა )) სად მეჩქარება.. ვაცადო სხვებს გაზრდა არ ჯობია :დ  ))

   ისე დავიღალე ამ სწავლით უკვე რომ აღარ შემიძლია.. ცოტაც და აი გადავიწვებიი.. ერთი დღე არ მაქ დასვენება.. შაბათ-კვირასაც ადრე მიწევს ადგომა რაც ყველაზე ძალიან მძულს.. ვერ მძინავს წესიერად და ისეთი სახის გამომეტყველებით დავდივარ მაგის გამო, რომ ქალაქში ხალხი მერიდება ))




   კიდევ რა არის სათქმელი.. სწავლის, განათლებისა და მეცადინეობის თემას რომ არ შევეხოთ.. ყველაფერი ძალიან კარგადაა..) ყველა კამათისა და უთანხმოების მიუხედავად ! რადგან შერიგების მერე უკარგესი გრძნობა მეუფლება.. გამიჰარმონიუმდა ცხოვრება ამ დროის განმავლობაში ))) დაწყნარებულად ვგრძნობ თავს.. მშვიდად.. სხვა მუსიკის მოსმენა დავიწყე .. სულ გამომაქლიავა ნაზმა გრძნობებმა :დდ არც მეცანცარება.. სულ შევიცვალე))

P.S.  6 თვე ))))) 

Anny)) says:


04 February 2013

Anny )) says:


     ჰოდა)) რაოდენ რთული უნდა იყოს ადამიანისათვის მისი წარსულის გაშვება?? მგონი საკმაოდ რთული )) მე კი ხვალ ვაპირებ ამის გაკეთებას ! წლების განმავლობაში დღიურის წარმოების შედეგად ხელში შემრჩა 5 ასეთი მოგონებებითა და გრძნობებით სავსე "წიგნი" )) ყდიდან ყდამდე გავსებული..
     ამ "წიგნებში" მოთხრობილია აფსოლიტურად ყველაფერი! როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ამის დაჯერება)) სრულიად ყველაფერი 2009 წლიდან დღემდე მოყოლებული..
არა მხოლოდ ნაწერები არამედ ფოტომასალაც და ათასი წვრილმანი რამ..
     რა თქმა უნდა ძალიან მენანება .. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.. იმის და მიუხედავად რომ ეს ჩვევა-წერისა, ხასიათში მაქვს ჩამჯდარი, მე ის უნდა მოვიშორო.. არც ასაკია შესაფერისი, არც დროა საკმარისი ამ საქმიანობისათვის და რაც მთავარია... ძალიან დიდ ტვირთად მადევს ჩემი დღიურები მხრებზე)) მათშია ჩემი ყველა საიდუმლო, სისულელე, ქმედება, აზრი თუ ოცნება.. და როგორც მოგეხსენებათ არსებობენ ისეთი ადამიანები ვისსაც ერთი სული აქვთ სხვა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაძვრნენ და ჭუჭყიანი ხელები მათ სულში აფათურონ .. მითუმეტეს არც ისე მისასალმებელი იქნება ერთ-ერთი ჩემი "შედევრი" რომელიმე ოჯახის წევრის ხელში მოხვდეს)))
     მოკლედ ხვალ ვიშორებ ყველა ჩემს დღიურს და წერასაც ვწყვეტ.. ბედნიერად მეყოლეთ ))))

P.S.  ასანთი დამჭირდება ენ რაოდენობით ^_^

MACKLEMORE & RYAN LEWIS - THRIFT SHOP FEAT. WANZ (OFFICIAL VIDEO)

03 February 2013

Swizz Beatz - Money In The Bank



Mirah - Special Death



^^ მაგიჟებს ეს სიმღერა )) 

American horror Story

American horror Story .. აი ძალიან მაგარი რამეა.. ყველას გირჩევთ!













Anny )) says:



გაუთავებელი წინადაბები:

წითელად მოგახსენებთ ჩემს მიერ წინადადების დამთავრების ვარიანტს )))))


მე მომწონს ... სტაბილურობა
ჩემი საყვარელი საქმიანობაა ... წერა და კითხვა
მე მიხარია როცა ... ჩემსას ვიტან 
ჩემი საყვარელი ფერია ... შავი
თუ რაღაც კარგად გამომივიდა ... ავღნიშნავ
თუ მოწყენილი ვარ ... ვიძინებ
თუ ჩემით ვინმე აღფრთოვანდა ... ვამაყობ
თუ არ მაქვს რაიმის გაკეთების სურვილი ... არ ვაკეთებ 
თუ რაღაცის მეშინია ... გავურბივარ
10 წლის შემდეგ ... დავჭკვიანდები
მე ვაპირებ ... შევიცვალო 
ყველაზე მეტად მინდა რომ ... არ ვიყო ზარმაცი
ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი ... ხელოვნებაა
ხშირად ვბრაზობ როცა ... მეწინაამღდეგებიან
ჩემთვის ყველაზე ძნელია ... ლოდინი
ძალიან მწყინს როცა ... არ მისმენნენ 
როცა წვიმს ... გრილა
ზაფხულში მე ... ოცნებას ავიხდენ 

თქვენი შედგენილი ვარიანტი კი თქვენს პიროვნებაზე მეტყველებს )))) 

კითხვები რომლის პასუხებიც უნდა იცოდეს ყოველმა ადეკვატურმა ადამიანმა )

სასურველია გამოცადოთ თქვენი თავი.. ჯერ თქვენით უპასუხეთ შემდეგ კითხვებს და მხოლოდ შემგედ შეადარეთ სწორ პასუხებს )))

კითხვები :
1. რა სჭირდება ყველაფერს? ( სულიერსა თუ უსულოს )
2. რომელი თვეა ყველაზე მოკლე ? ( გაითვალისწინეთ რომ კიხვა არის ნათარგმნი რუსულიდან )
3. მე და შენ და ჩვენ ერთად სულ რამდენია?
4. რა არ ეზარება არც ერთ ადამიანს მსოფლიოში ?
5. რომელ თვეში ჩამს ადამიანი ყველაზე ნაკლებს?
6. როგორი ქვები არ არის ზღვაში ?
7. კალათში სამი ვაშლია.. როგორ უნდა გავანაწილოთ ისინი სამ ადამიანზე ისე რომ ერთი ვაშლი კალათში დარჩეს?
8. სად მდებარეობს ქალაქები სადაც არავინ ცხოვრობს? მდინარეები რომლებშიც არ არის წყალი და ტყეები ხეების გარეშე?
9. რომელი სიტყვა იწერება ყოველთვის არასწორად?
10. შენ ხარ თვითმფრინავის პილოტი რომელიც მოფრინავს მოსკოვიდან პარიზამდე და ჩერდება ბერლინში. რამდენი წლისაა პილოტი?
11. ორ ხელზე ათი თითია, რამდენი თითია ათ ხელზე?
12. რომელ თვეშია 28 რიცხვი ?
13. შედიხარ უცნობ და ბნელ ოთახში რომელშიდაც არის გაზის ქურა და სანთელი რას აანთებ პირველ რიცვხში ?
14. ვის წინაშე ყველა იხდიან ადამიანები ( ყველა უკლებლივ, ყველა შემთხვევაში ) ქუდს?




პასუხები :

1. სახელი 2. მაისი 3. ორი 4. სინთქვა 5. თებერვალში 6. მშრალი 7. მესამე ადამიანს ვაშლი კალათიანად უნდა მივცეთ 8. რუკაზე 9. არასწორი 10. სწორი პასუხია თქვენივე ასაკი 11. ორმოცდაათი 12. თორმეტივე თვეში 13. ასანთს 14. პარეკმახერის ( სტილისტის )



P.S. პირადად მე თოთხმეტიდან ათ კითხვას სწორად გავეცი პასუხი.. ფრიან დალაგებული ვყოფილვარ როგორც ჩემმა ფსიქოლოგიის მასწავლებელმა თქვა.. გამოცადეთ თქვენი თავი თქვენც.. წარმატებები )))))

თვითშეფასების ასამაღლებელი და დასადაბლებელი ფრაზები

თვითშეფასების ასამაღლებელი ფრაზები: 

1. გთხოვ მირჩიე რამე...
2. შენ მე ყოველთვის სწორად მიგებ...
3. მირჩიე რამე, შენ ხომ ასე კარგად ერკვევი ამ საკითხში...
4. როგორი მადლიერი ვარ შენი
5. მე ამის გაკეთებას ვერასდროს შევძლებდი ისე როგორც შენ ..
6. როგორი არაჩვეულებრივიი მეგობრები გყავს
7. შენთან ურთიერთო ბისას ბევრი რამის სწავლა შეიძლება
8. შენ გასაოცარი დაკვირვებულობით გამოირჩევი
9. ყოველთვის მინდა მყავდეს შენნაირი პარტნიორი
10. შენ ნამდვილად ოქროს ხელები გაქვს

თვითშეფასების დასადაბლებელი ფრაზები: 

1. მე შენ ათასჯერ გითხარი რომ ...
2. გამაგებინე ერთი რაზე ფიქრობ
3. ნუთუ შენთვის ძნელი დასამახსოვრებელია რომ ...
4. ნუთუ შენ არ გესმის რომ...
5. რამდენჯერ უნდა გაგიმეორო...
6. ნუთუ შენ ვერ ხედავ რომ ...
7. ყველა ადამიანი ასეთია და ყველა ასე აკეთებს. შენ რა დაგემართა?
8. შენ გახდი ისეთი მოსაწყენი, უხეში, უყურადღებო
9. ნუ რა მეგობრები გყავს..
10. ბოლოს და ბოლოს ვის გავხარ
11. რას გადამეკიდე
12. შენ ზუსტად ისეთი ხარ როგორიც შენი მშობლები არიან.

P.S.  ფსიქოლოგიის გაკვეთილები ძაააან ))))) 

02 February 2013

Anny)) says:






Anny)) says :

გაუსაძლისად, უკიდეგანოდ, უსაზღვროდ, ლამაზად, გულწრფელად, ნაზად,  ძლიერ, უანგაროდ, უმიზეზოდ... უბრალოდ იმიტომ რომ არსებობს! ცამდე და იმის იქით.. რომ გეამაყება ისე..

ოპტიმისტერად )))))))

მცვლის.. მასერიოზულებს.. მარომანტიკოსებს.. მაგიჟებს )))

და რომ რამეე... განა გაქრება ეს ზედსართავი სახელები.. არ ჩაბარდება წარსულს!

მიყვარს განა რამეა კიდევ სათქმელი.. 7ბგერაა მეტი ხომ არა.. მაგრამ ჩამოუთვლელსა და აუხსნელს გამოხატავს ! ცხოვრების აზრს უტოლდება კიდეც გარკვეულწილად..

ჩემი მეორე ნახევარი !

ჩემს გრძნობებს გიძღვნი.. გაუფრთხილდი!