12 May 2013

10 May 2013

Lil' Kim- Thug Luv (High Quality)




You can't fuck with us; do it like a hustler
Gotta keep it gangsta, can't no one collide with us
All my true thugs and all my real bitches
Won'tcha come and ride with us
Do it like a hustler
Gotta keep it gangsta, can't no one collide with us
All my true thugs and all my real bitches
Won'tcha come and ride with us

Anny)) says:


Anny)) says:


08 May 2013

რა გააკეთოს აბიტურიენტმა გამოცდის წარმატებულად ჩასაბარებლად


გამოცდებისათვის მომზადების პროცესში აბიტურიენტს უწევს ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა. ხშირად რომელიმე ავიწყდება, ხოლო სხვა საქმის დასრულებას ვერ ასწრებს. სწორედ ამგვარი ჩავარდნიდან თავის დასაღწევად საჭიროა მაქსიმალური მობილიზება და თვითორგანიზება. ამისათვის შემოგთავაზებთ დროს ეფექტური მართვის წესებსა და ტექნიკას, ანუ თავისებურ time-მენეჯმენტს. პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ საქმე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და ნაკლებმნიშვნელოვანი და ორთავე შესაძლებელია, რომ იყოს სასწრაფო და არა სასწრაფო. მნიშვნელოვან სასწრაფო საქმეებს მიეკუთვნება ის კატეგორია, რომელიც ითხოვს გადაუდებელ შესრულებას. მნიშვნელოვანი არა სასწრაფო საქმეები - ეს იმ საქმეთა ნუსხაა, რომელთა შესრულების დრო ითმენს, მაგრამ თუ მათ არ მიაქცევთ სათანადო ყურადღებას, ისინი რაღაც მომენტში უცბად გადაინაცვლებენ პირველ კატეგორიაში. არა მნიშვნელოვან სასწრაფო საქმეებს ახასიათებს ის, რომ მათი შესრულება შესაძლებელია მეორე რიგში, მაგალითად, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია უმაღლესში ჩაბარება, ეს ნიშნავს, რომ ამჯერად ფეხბურთს უთქვენოდ ითამაშებენ. არა მნიშვნელოვანი და არა სასწრაფო საქმეებისათვის დრო შეგიძლიათ გამოყოთ ნარჩენი პრინციპით. ყოველთვის გახსოვდეთ ძირითადი საქმეები, ხოლო თუ დაგრჩებათ დრო, მაშინ შეგიძლიათ მიუჯდეთ კომპიუტერს და ჩაერთოთ მეგობრების დისკუსიაში რომელიმე ფორუმზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ იგივე ფორუმზე არა უმაღლესში წარმატებული ჩაბარების თაობაზე ”ტრაბახი”, არამედ გამოცდაზე მარცხის შესახებ მოყოლა.
მიდგომა პირველი: ყოველთვის დაისახეთ რეალური მიზნები., ამოცანებიდან გამომდინარე, განსხვავებული ფერის ფლომასტერებით ქაღალდზე მოინიშნეთ გასაკეთებელი საქმეები ან ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც მოგიწევთ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ არ გამოგრჩეთ არც ერთი განსახორციელებელი საქმე და ის შეასრულოთ დადგენილ ვადებში. 
მიდგომა მეორე: ისწავლეთ ყურადღების გააზრებულად კონცენტრირება და მისი გადართვა. დაგეგმილი საქმეები დაიყავით შემადგენელ ქვენაწილებად და მათი თანმიმდევრობა ააგეთ იმნაირად, რომ წერითი სამუშაო ენაცვლებოდეს ურთიერთობებს, გონებრივი დატვირთვა - ფიზიკურს და ა.შ.. მაგალითად, თუ ”გაიჭედეთ” მათემატიკური ამოცანის ამოხსნაში, გადაერთეთ თქვენს მიერ გაწერილი გეგმის განსხვავებული ხასიათის პუნქტზე, რომელიც არ ითხოვს ძლიერ ინტელექტუალურ დაძაბვას. ან, სხვა მაგალითი, სამი საათი თუ მოახმარეთ მათემატიკას, მაშინ ერთი საათი დახარჯეთ ბიბლიოთეკაში მისვლას, თუ ორი საათი - კურსებზე დასწრებას, მაშინ ერთი საათი - მოანდომეთ გასეირნებას.
მიდგომა მესამე: ნუ დააგროვებთ მცირე საქმეებს. ეცადეთ გააერთიანოთ ისინი ერთ თემატურ ბლოკში - თუ თქვენ სხვა და სხვა სახელმძღვანელოდან უნდა გააკეთოთ რამდენიმე პარაგრაფის კონსპექტი და იმავე დროს უნდა დარეკოთ სამ მეგობართან, უმჯობესია თვითოეულ ამ საქმეს ცალკე გამოუყოთ დრო, იმის ნაცვლად, რომ სპონტანურად უბრუნდებოდეთ თვითოეულს. გვერწმუნეთ, ასეთი მიდგომით თქვენ დროულად დაასრულებთ ყველა საქმეს.
მიდგომა მეოთხე: როგორც წესია, ყველა აბიტურიენტს რომელიმე გამოცდის ”ჩაგდება” ეშინია და ეს შიში მას ხელს უშლის. იმისათვის რომ დაძლიოთ შიში წარმოიდგინეთ ყველაზე ცუდი შედეგი, რომ თქვენ ვერ ჩააბარეთ პირველივე გამოცდა, არ ჩაერიცხეთ უმაღლესში, საერთოდ ”ჩააგდეთ” ეს წელიწადი. ჩახედეთ შიშს თვალებში, გაამძაფრეთ ამგვარი შეგრძნება და შეეგუეთ იმას, რომ ასეც შეიძლება მოხდეს. ამის შემდეგ თქვენ თუ დაძლევთ ამგვარ შიშს, არ დახარჯავთ დროს და ენერგიას ასეთ განცდაზე, საღად გააანალიზებთ მოვლენის განვითარების შესაძლო ვარიანტებს და იფიქრებთ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მიაღწიოთ უკეთეს შედეგს ძალიან მოინდომეთ და თქვენ მიაღწევთ წარმატებას.
ავტორი: ოლეგ ეჯიბაძე

გრიგოლ ხანძთელი


გრიგოლ ხანძთელი (დ. 5 ოქტომბერი, 759 — გ. 861) — ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი მერჩულემ. გრიგოლ ხანძთელი დაიბადა ქართლში წარჩინებულ ოჯახში, 759 წელს. აღიზარდა ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე (ნერსეს მეუღლის ძმისწული და შვილობილი იყო). თავისი დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღო. აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა ნებით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როცა მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ტაო–კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა. ჯერ ოპიზაში ცხოვრობდა, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი. გრიგოლ ხანძთელმა იცხოვრა 102 წელი და გარდაიცვალა 861 წელს.
გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში — დედათა სავანეები. დასავლეთ საქართველოში დააარსა უბისის მონასტერი. გრიგოლ ხანძთელის წაბაძვით მისმა მოწაფეებმა იწყეს მონასტრების მშენებლობაიშხანში, ბარეთელთაში, ნეძვში, წყაროსთავში და სხვა. გრიგოლ ხანძთელი ცხოველ მონაწილეობას იღებდა კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. IX საუკუნის 30-იან წლებში იგი ტაო–კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს. მისი ენერგიული ჩარევით გადააყენეს თბილისის ამირა, საჰაკის აგენტი — ანჩის ეპისკოპოსი „ცქირი“.
გრიგოლ ხანძთელმა დიდი როლი შეასრულა IX საუკუნის 50-იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელმაც არსენ I-ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაარჩია. მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათოლიკოსად.
გრიგოლ ხანძთელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ხანძთა (აქედანაა მისი ზედწოდება) ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად იქცა. გრიგოლ ხანძთელი იყო მის მიერ დაარსებულ მონასტრებში გაჩაღებული მრავალმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სულისჩამდგმელი.

Anny)) says:


05 May 2013

Anny)) says:


ფოტოები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო

ფოტოები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო

ჩვენ ყველა ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ, თუმცა ნაკლებად ვიცით თუ
სინამდვილეში რა ხდება ჩვენს დედამიწაზე. ამ ნიუში გაერთიანებულია
ის ფოტოები, რომლებმაც თავისი სისასტიკით, საზარელი სანახაობით და
მაშტაბურობით მსოფლიო შეძრა. 



ეს ფოტო ნამდვილად შემზარავია, იგი ფარდას ხდის 1993 წელს სუდანში
შიმშილობის პერიოდის საზარელ ფაქტებს. ფოტოგრაფია კევინ კარტერი, 
იგი 20 წუთის განმავლობაში ელოდებოდა მოშიებული სვავის გამოჩენას,
მინდორზე კი ამდ დროს შიმშილისგან დაუძლურებული გოგონა ეგდო,
რომელსაც თავის წამოწევის საშუალებაც არ ქონდა. კევინმა ამ ფოტოსთვის 
პრემიაც აიღო, თუმცა კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა, მან ამ კრიტიკას ვერ 
გაუძლო და 1994 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ფოტოები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო
1945 წლის 6 აგვისტოს ატომური ბომბის აფეთქების დროს გადაღებული სურათი.
დანარჩენი რეად მორში

03 May 2013

პაწუკ


Game of Thrones

ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში''ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში''
● საჭიროა მხოლოდ გაახილო თვალები, რადგან გულს შეუძლია მოგატყუოს, თავმა-გაგასულელოს, მაგრამ თვალები სიმართლეს ხედავენ. 

● მშიშარას შეუძლია აღმოაჩინოს თავისი გამბედაობა, როცა მას საფრთხე არ ემუქრება.



● - ისინი ვერ მიტანენ მე, რადგან მათ შორის საუკეთესო ვარ.


- არა! ისინი ვერ გიტანენ, რადგან ისე იქცევი თითქოს მათ შორის საუკეთესო იყო.

ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში''ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში''
● შიში სირცხვილი არ არის. მთავარია, როგორ ვხვდებით მას.

● სიყვარული-ტკბილი რამაა, ჩემო ძვირფასო ნედ, მაგრამ მას არ შეუძლია ადამიანის ბუნების შეცვლა.

● არასოდეს არ დაივიწყო, ვინ ხარ შენ! რადგან ქვეყანა ამას არ დაივიწყებს. შექმენი წარმოშობა შენს ძალად. არ დაუშვა, რომ იგი სისუსტედ გადაიქცეს. ამის შემდეგ ვერავინ ვერ შეძლებს შენს აბუჩად აგდებას.

ეფექტები

ოლის ეფექტი _ თუ ერი დიდია ის სწარაფადაც მრავლდება. პოპულაციის რიცხობრივი სიდიდე მისი ზრდის სიხშირესა და ტემპეც მოქმედებს. ასე მაგალითად მოსახლეობის მხრივ უდიდესი ქვეყნების _ ჩინეთისა და ინდოეთის პოპულაცია უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე სხვა ქვეყნებისა, რომელთა მოსახლეობაც გაცილებით ნაკლებია. ამ ეფექტს ამერიკელი მეცნიერის საპატივცემულოდ ოლის ეფექტი ეწოდა. ამ ეფექტის ლოგიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო დიდია ერთი მით უფრო მეტი პოტენციური წყვილის შექმნის ალბათობა არსებობს და შესაბამისად პოპულაციის გაზრდისაც. თუმცა უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ მრავალრიცხოვან ერებში მრავალშვილიანობაც უფრო ჭარბია ვიდრე სხვა ქვეყნებში. ქალები ყველა ფაქტორიდან დამოუკიდებლად უფრო მეტ შვილს აჩენენ ქვეყნებში რომელთა მოსახლეობაც დიდია.
აუდიტორიის ეფერტი _ აუდიტორიის ეფექტის არსი მდგომარეობს, იმაში რომ ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი არასდროს აჩვენებს იმ შედეგს მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე როცა ის აუდიტორიის წინაშეა. ეს ნიშნავს, იმას, რომ ,,გამომსვლელების'' შედეგები იზრდება ან უარესდება სხვადასხვა ფაქტროიდან გამომდინარე. მაგალითად, როცა ათლეტი გამოდის ხალხის წინაშე მას შეუძლია უფრო მეტ ფიზიკურ დატვირთვას გაუძლოს ვიდრე იგი ამას ჩვეულებრივ ახერხებს. თუმცა ამ ეფექტის უარყოფითი მხარე ის არის რომ ხშირად ადამიანები პირიქით, აუარესებენ თავიანთ შედეგს.

ბრბოს ეფექტი _ ბრბოს ეფექტის არსი ამრტივია, როცა ერთი კონკრეტული ინდივიდი აკეთებს იმას რასაც დანარჩენები. მხოლოდ იმიტომ რომ იგი ექცევა გავლენის ქვეშ და რეალურად შეიძლება არც სურდეს ამის გაკეთება.
წარმოიდგინეთბ სიტუაცია როცა მთელი კლასი გადაწყვეტს გაკვეთილიდან გაპარვას და იმისდა მიუხედავად რომ შენ არ გინდა წასვლა დგები და დანარჩენებს უერთდები.
ეს ეფექტი გამოწვეულია პიროვნული სისუსტითა და აუდსაიდერად ყოფნის შიშით.

მევასებიიიი


02 May 2013

რა ხელცქვიტაა ;))))


აუ ტიპი რა მოცლილი იყო :დდდდ
ყველაზე მაგარი 3.22-ზე ნოუ ნოუ ნოუ ნოუ :დდ აუ ცუდად ვარ ნოოოოოოოოუ :დდ

საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ

ადოლფ ჰიტლერი - დიქტატორი, რომლის წამოწყებულმა ომმა 60 მლნ კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა...

არავინ დავობს, რომ მოუშუშებელია ის ტკივილი, რომელსაც ადოლფ ჰიტლერი მსოფლიო მოსახლეობას 7 წლის განმავლობაში აყენებდა... იგი იყო ადამიანი, რომელმაც წამოიწყო მსოფლიოში ყველაზე სისხლისმღვრელი და მასშტაბური კონფლიქტი და შეუერთდა ბენიტო მუსოლინის მიერ დაფუძნებულ ფაშისტურ იდეოლოგიას. ჰიტლერი თავის წიგნში "ჩემი ბრძოლა" წერდა: "გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არაფერი". და სწორედ ამ ბატონობის სურვილით იგი ყოველდღიურად აძლიერებდა ძარცვასა და ექსპანსიას დაპყრობილი ქვეყნების მიმართ, ნერგავდა ფაშისტურ და რასისტულ იდეოლოგიებს, უტევდა ნეიტრალურ ქვეყნებს, რაც საბოლოოდ გენოციდში გადაიზარდა...
ზემოთნახსენები ფაქტები კიდევ მცირედია იმ ტკივილისა, რომელიც ჰიტლერმა ხალხს, განსაკუთრებით კი ებრაელებს მიაყენა... ამას გარდა, არსებობს სხვა საყოველთაოდ ნაცნობი ფაქტები მის შესახებ და ახლა მათზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, წარმოგიდგენთ ისეთ საინტერესო ისტორიებს და ფაქტებს მსოფლიო დიქტატორის შესახებ, რომელიც შესაძლებელია არ იცოდეთ.

საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ


ჰიტლერი და მხატვრობა
რომ არ იცოდეთ, ოდესმე იფიქრებდით, რომ ეს ნაზი და ჰარმონიული ფერებით გაჟღენთილი ნახატები ისეთი სასტიკი ადამიანის მიერ არის დახატული, როგორიც ადოლფ ჰიტლერია? რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ეს ასეა. წიგნში "ჩემი ბრძოლა" ჰიტლერი აგვიღწერს თუ როგორ უნდოდა ახალგაზრდობაში გამხდარიყო მხატვარი, მაგრამ მისი ოცნებები დაიმსხვრა, როდესაც ვენის სამხატვრო აკადემიის მისაღებ გამოცდაში ჩაიჭრა. იგი ორჯერ გაისტუმრა უარით ვენის აკადემიამ 1907 და 1908 წლებში, რადგან ინსტიტუტის კოლექტივი თვლიდა, რომ ჰიტლერი უფრო ნიჭიერი იყო არქიტექტურაში, ვიდრე მხატვრობაში. ჰიტლერისთვის ხატვა მხოლოდ ჰობი არ ყოფილა. იგი ყიდდა საფოსტო ბარათებსა და ნახატებს, რომ საარსებო ფული გამოემუშავა ვენაში ცხოვრების პერიოდში (1908-1913), თუმცა კომერციული თვალსაზრისით დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია. მხატვრობაზე გულაცრუებული ადოლფ ჰიტლერი 25 წლის ასაკში პოლიტიკით დაინტერესდა...


ჰიტლერი და სიყვარული

ეს მომხიბლავი ქალბატონი მარია რეიტერია. როგორც უამრავი ისტორიკოსი და მეცნიერი მიიჩნევს, მარია იყო ადოლფის ერთადერთი სიყვარული, თუმცა ამ ფაქტს უფრო სარწმუნოს ხდის ჰიტლერის უმცროსი დის, პაულას სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ მარია იყო ერთადერთი ქალი, რომელსაც შეეძლო ადოლფის განადგურებისა და დანგრევისკენ მიმართული სურვილების აღმოფხვრა. როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა?

მარიამ ადოლფი გაიცნო, როდესაც ის ბავარიის ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა. რეიტერის განცხადებებზე დაყრდნობით, 37 წლის ადოლფი მოხიბლა 16 წლის გოგონამ და აუხსნა მას სიყვარული. ამ საღამოსვე ჰიტლერს ჰქონდა მარიასთან უხეში სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობა, რაზეც გოგონა არ დათანხმდა, თუმცა ერთმანეთს მაინც აკოცეს. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ და ადოლფს სულ უფრო უძლიერდებოდა ვნება მარიას მიმართ. ერთ-ერთი სტატიის თანახმად, ჰიტლერმა უთხრა რეიტერს, რომ უნდოდა მასთან ოჯახის შექმნა, შვილების ყოლა, მაგრამ იმ დროისთვის ამაზე ფიქრი არ შეეძლო, რადგან რაღაც მისია ჰქონდა შესასრულებელი... ადოლფმა უთხრა შეყვარებულს, რომ დაეცადა მისთვის და ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში აიგნორებდა, რამაც მარია დეპრესიაში ჩააგდო და თავის ჩამოხრჩობისკენაც უბიძგა.


დიდი ლოდინის შემდეგ, რეიტერმა ხელი აიღო ჰიტლერზე და დაქორწინდა გერმანელ სასტუმროს მფლობელზე. ეს ქორწინება წარმატებული არ გამოდგა და 1931 წელს მარიამ ოჯახი დატოვა და ადოლფის სანახავად მიუნხენში გაემგზავრა. რეიტერი ამტკიცებს, რომ სწორედ მიუნხენში გამგზავრების შემდეგ ღამე გაატარა ჰიტლერთან. ადოლფმა მარიას საყვარლობა შესთავაზა, თუმცა მარიას ქორწინება სურდა. ჰიტლერმა მიიჩნია, რომ იმ ქალზე დაქორწინება, რომელიც ქმარს იყო გაშორებული პოლიტიკურ ზიანს მიაყენებდა მას, ამიტომაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

1934 წელს, მარია და ადოლფი შეხვდნენ ერთმანეთს და ადოლფმა კვლავ შესთავაზა მას საყვარლობა, რაზეც კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგ, მარია კვლავ გათხოვდა. მათი უკანასკნელი შეხვედრა შედგა 1938 წელს, რომლის დროსაც ერთ-ერთ სტატიაზე დაყრდნობით, ჰიტლერს უკმაყოფილება გამოუხატავს მისი და ევა ბრაუნის (ცოლის, რომელზეც იგი 1945 წელს დაქორწინდა) ურთიერთობის გამო. მე-2 ქმარი მარიას 1940 წელს გარდაეცვალა, რის შემდეგაც ადოლფმა მას 100 წითელი ვარდი გაუგზავნა.

ჰიტლერი და ებრაელები
ბევრ ადამიანს აინტერესებს თუ რატომ გააჩნდა ადოლფ ჰიტლერს განსაკუთრებული სიძულვილი ებრაელების მიმართ. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს და მე შევეცდები თითოეულ მათგანზე ამომწურავად ვისაუბრო.(არსებობს ჭორი, რომ ჰიტლერი თავად იყო ებრაელი, რაც მცდარია. იგი წარმოშობით არც გერმანელი ყოფილა და არც ებრაელი. ჰიტლერი დაიბადა ავსტრიაში).

1) ჰიტლერი ძალიან ამბიციური იყო. მას სურდა, რომ გერმანია ყოფილიყო მსოფლიოს ერთპიროვნული ბატონი. მისი ამბიციები I მსოფლიო ომის შემდეგ უფრო გაიზარდა. იგი ადანაშაულებდა ებრაელებს გერმანელების ტანჯვისა და იმედგაცრუების გამო და აკისრებდა I მსოფლიო ომში განცდილი მარცხის პასუხისმგებლობას. იგი ამბობდა, რომ ებრაელებს ყოველთვის ეკავათ მაღალი თანამდებობები და იყვნენ ძალიან მდიდრები.

2) ებრალების მიმართ სიძულვილი, ჰიტლერის ერთ-ერთი ხერხი იყო, გერმანელების ნდობის მოსაპოვებლად. ის ხალხს არწმუნებდა, რომ იცოდა მათი ეკონომიკური პრობლემების მიზეზი და ის იყო ადამიანი, რომელიც ამას გამოასწორებდა. მან გამოიყენა ანტისემიტიზმი (მკვეთრად აგრესიული დამოკიდებულება ებრაელი ხალხის მიმართ), გერმანელი ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

3) კიდევ ერთი ვერსია, თუ რატომ სძულდა ჰიტლერს ებრაელები ვენის სამხატვრო აკადემიას უკავშირდება. როგორც ამბობენ იმაში, რომ ჰიტლერი 2-ჯერ ჩაიჭრა მისაღებ გამოცდაში ისევ და ისევ ებრალეებს ადანაშაულებდა.

4) ჰიტლერი ებრაელ მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მთავარ მიზეზად მიიჩნევდა. მას სწამდა, რომ ებრაული ოჯახები იყვნენ ყველაზე ანჩხლები და საზოგადოების კეთილდღეობის კონტროლს, საზოგადოების სხვადასხვა წევრის შევიწროვებით ახერხებდნენ. ამას გარდა, ჰიტლერი ამბობდა, რომებრაელები არ იყვნენ გერმანიის მკვიდრი მაცხოვრებლები, ამიტომაც მოქალაქეობრივი სარგებელი არ უნდა ენახათ.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ჰიტლერის ცხოვრებიდან

● ევა ბრაუნი და ადოლფ ჰიტლერი 1945 წელს დაქორწინდნენ და ქორწინებიდან ზუსტად 36 საათის შემდეგ ორივემ ერთად თავი მოიკლა. ევა 33 წლის იყო, ადოლფი კი 56-ის. მანამდე, ევას 2-ჯერ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა ადოლფის ყურადღების მოპოვების მიზნით.

● ჰიტლერი დაიბადა 1889 წლის 20 აპრილს ავსტრიაში შაბათს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა დღეს. 

● ჰიტლერს ღრმად სწამდა, რომ გერმანია I მსოფლიო ომში მარქსისტების ღალატის გამო დამარცხდა.

● მიუხედავად იმისა, რომ "ფოლკსვაგენის" ფირმის განვითარებაში ჰიტლერს უდიდესი წვლილი მიუძღვის, თავად მანქანის ტარება არასდროს სცოდნია...

● ჰიტლერის დედ-მამა კათოლიკეები იყვნენ. თავად ადოლფი ღრმად რელიგიური ყოფილა, თუმცა ხედვა ანტი-ქრისტიანული ჰქონდა. იგი ჩინელებისა და მუსულმანების რელიგიას ქრისტიანობაზე მაღლა აყენებდა, რადგან თვლიდა, რომ ქრისტიანობა ზედმეტად თავმდაბლური იყო.

● 1939 წლის 20 აპრილს, როდესაც ჰიტლერს 50 წელი შეუსრულდა, მან უთხრა თავის გენერლებს, რომ სანამ ძლიერი იყო, ბრძოლის დაწყება სურდა. 5 თვეზე ნაკლებ დროში, 1-ელ სექტემბერს მან დაბომბა პოლონეთი და წამოიწყო II მსოფლიო ომი. იმ დროისთვის, რუზველტი 57, ხოლო ჩერჩილი 65 წლის იყო.

● ერთხელ ჰიტლერს თავისმა თანამოაზრემ (მან, ვისაც ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: "Sieg Heil"), უთხრა, რომ მოკლე ულვაში ძალიან არამოდური იყო. ადოლფმა მას უპასუხა: "თუ ის ახლა არამოდურია, ის გახდება, რადგან მე ვატარებ".

● სახელი ადოლფი (Adolph) იშიფრება, როგორც კეთილშობილი მგელი, ხოლო ჰიტლერი (Hitler), როგორც პატარა მფლობელი.

● ჰიტლერის მამის ნამდვილი გვარი იყო შიკლგრუბერი. მან გვარი ჰიტლერად გადაიკეთა 13 წლით ადრე, სანამ ადოლფი დაიბადებოდა. ადოლფმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მამამისისგან არაფერი გახარებია ისე, როგორც გვარის შეცვლა.

● ჰიტლერს სძულდა სკოლა. მას უყვარდა მხოლოდ ისტორიის მასწავლებელი, რომელსაც მოგვიანებით დიდ მადლობებს უხდიდა გერმანული სულისკვეთების ჩამოყალიბებისთვის.