30 April 2013

Anny)) says:




კინაღამ ის მაფიქრებინა თითქოს ლანას ჯობია )))
ძალიან მაგრად იმღერა <3

21 April 2013

შენ ვიცი კარგი მამა იქნები )))


Anny)) says:


Anny)) says:







Anny)) says:


     ცოტა არ იყოს გაძნელდა ყველაფერი.. აღარ არის ისე როგორც ვფიქრობდი რომ იქნებოდა, იმას არ ნიშნავს რომ ეხლა ცუდია, უბრალოდ გართულდა. სიმართლე რომ ვთქვა ბევრი არც მიფიქრია იმაზე - თუ როგორი იქნებოდა ეხლა... რომ დავიწყებდი ხოლმე, შევწყვეტდი და სხვა რამეზე ვიწყებდი ფიქრს, ( ისევე როგორც ეხლა ვწყვეტ ფიქრს იმაზე თუ როგორი იქნება როცა მეორედ მომიწევს მისი გაშვება ) იმიტომ რომ წარმოდგენაც მიძნელდებოდა და არც მინდოდა წარმომედგინა - ჩემი ესეე ნელ-ნელა უზომოდ შეყვარებული ადამიანის გარეშე როგორ მომიწევდა ახლა ყოფნა.. მითუმეტეს ამდენი ხანი. გადავლახეთ ეს.. თითქოს ყველაფერი კარგადაა , მაგრამ < ყოველთვის არსებობს ეს "მაგრამ"! და მაგრამ ღამე როცა უკვე მოვრჩებით ლაპარაკს, რომლის დროს უზომო სიახლოვეს ვგრძნობ.. ეს სიახლოვის გრძნობაც ქრება და ვრჩები მარტო - მარტო! ჩემს ლოგინში იმ ფიქრებთან პირისპირ რომლების გარეშეც მინდა ვიცხოვრო, მაგრამ არ გამოდის..


     სურვილიც გიქრება ყველაფრის რადგან გგონია რომ საყვარელი ადამიანის ახლოს ყოფნის გარდა აღარაფერი გაგაბედნიერებს.. მაგრამ ისევ პოულობ შენში ძალას და აღარ უყურებ ამ სიტუაციას მაგ რაკურსით, თითქოს და ივიწყებ, ოღონდ არა შემთხვევით რომ დაგავიწყდება ისე, არამედ განძრახ ავიწყებ თავს.. თორემ რომ არა იცი ესე რომ გააგრძელო გული გაგისკდება!

     ნეტავ არის კიდევ ვინმე ვინც ასე გრძნობს? არადა არის! და ძალიან ბევრი! ისინი ვინც თავიანთ ქმრებს, შვილებს ან მამებს ელიან ომიდან, ან ჯარიდან! მათთვის უფრო ძნელია, ისინნი დღეებს არ ითვლიან რადგან უბრალოდ არც კი იციან როდის ნახავენ მონატრებულ ადამიანებს! არ ვეცილები არავის გრძნობებში, მაგრამ მე ხომ ადრე მაგდაგვარი არაფერი მიგრძვნია, არავის ველოდებოდი. მაგიტომაა ალბათ ეს გრძნობები  ასე რომ მტანჯავენ... მე კი ვიწყნარებ თავს, ჩემზე უარესს მდგომარებაშიც ხომ ბევრი არის .. ისინი ბევრად უფრო ძლიერ განიცდიან.. მე გამიმართლა, ვიცი რომ ცოტაც უნდა მოვიცადო და ყველაფერი კარგად იქნება.. რაღაც დღეებიღა დარჩა მხოლოდ და მხოლოდ, და სულ არაუშავს რომ ეს ციფრი სამნიშნაა! ისიც არაუშავს რომ რაც უფრო დრო გადის მით უფრო ძნელია. მთავარი ისაა რომ მთელი ეს ნაფიქრი საშინელებები გაქრება, იმ დღეს როცა ამდენი დროის მერე პირველად ჩავეხუტები <3



P.S : ერთხელაც არ ვახსენე თუ როგორ მენატრები ან მიყვარხარ, მაგრამ შენ  ეს იცი! ეგაა მთავარი!

20 April 2013

Anny)) says:

თვითმფრინავში ვიჯექი და მოუთმენლად ველოდი როდის დავდგამდი ფეხს საქართველოს მიწაზე, რომელიც 3 წელი თვალით არ მქონდა ნანახი. მარტო ვიჯექი და როდესაც უკვე საქართველოს ჰაერში დავფრინავდი თითქოს მთელმა ჩემმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა.

არც კი ვიცი საიდან დავიწყო... დაწყება ყოველთვის ძნელია, გაგრძელება კი ძალიან ადვილი. მოდით, იქიდან დავიწყებ საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ცოტას ჩემს ოჯახზე მოგიყვებით, და შემდეგ კი საკუთარი ისტორიასაც გაგაცნობთ.

არც ისე შეძლებულ ოჯახში დავიბადე. დედისერთა ვიყავი, თუმცა ეხლაც ვარ, მაგრამ ეგოისტი არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი მშობლები ძალიან მიყვარდა, და რადგანაც მათთვის ერთადერთი იმედი ვიყავი ძალიან მანებივრებდნენ, მაგრამ თავში არასოდეს ამვარდნია. დედაჩემი - მაკა, არ მუშაობდა, მამაჩემი - მამუკა კი ერთერთ წარმატებულ კომპანიაში იყო კარგ თანამდებობაზე. ჩემს მშობლებს ძალიან ბევრი კარგი მეგობარი ყავდათ, მაგალითად ბატონი ზურა, რომელიც მათი უახლოესი მეგობარი იყო. ძალიან სასიამოვნო და კარგი ადამიანი იყო, მეც არაფერს მაკლებდა.
მყავდა არაჩვეულებრივი დეიდა - ნინო, და დეიდაშვილები ლაშა და კესო. კესო ჩემი ხნის იყო, ლაშა კი ჩვენზე სამი წლით დიდი, ანუ 18. და არ შემიძლია არ ვახსენო ჩემთვის ყველაზე ახლო, ყველაზე მოსიყვარულე და უბრალოდ ჩემი გამგები ბებია - ნინა. არც კი ვიცი მის გარეშე რა მეშველებოდა.

მე... მე ვიყავი ერთი გოგო, რომელიც სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა. ჩემს ასაკთან შედარებით არ ვიყავი ძალიან მაღალი, არც გამხდარი, მაგრამ არც მსუქანი. მქონდა ქერა თმა და ღია თაფლისფერი თვალები. ვიყავი ამაყი, ძალიან მიჭირდა პატიება, წყენას დიდი ხნით ვიტოვებდი. ასევე ყველაზე დამახასიათებელი რაც მჭირდა იყო რომ ვიყავი ძალიან ემოციური, მცირე წყენაზეც ვტიროდი. ბევრი მეგობარი მყავდათქო მოგატყუებთ. მაგრამ ბევრ ცუდ მეგობარს ცოტა კარგი მირჩევნია.
მყავდა ორი უსაყვარლესი მეგობარი სალომე და ნუცა. ჩემი ცხოვრების უმეტეს მაწილს მათთან ვატარებდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მოხდა ისე რომ ყველა ჩემს ახლობელს და მეგობარს დიდი ხნით ჩამოვშორდი და წავედი საქართველოდან შორს, ამერიკაში.
ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, ჩემს ოთახში ვიჯექი და ვმეცადინეობდი. რომ მოვრჩი სამზარეულოში გავედი და ამ დროს მამაც მოვიდა სამსახურიდან. შევატყვე აღელვებული იყო და ვკითხე:
-მა, რა მოხდა?
ერთი ამოიხვნეშა, დედას დაუძახა და დაიწყო:
-იცით, რაღაც უნდა გითხრათ, სამსახურში დამაწინაურეს და შემომთავაზეს მუშაობა ამერიკაში გამეგრძელებინა, ხომ იცით ეს კომპანია ამერიკულია და იქ უფრო კარგი ხელფასი მექნება, აბა რას იტყვითი
ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ რამდენიმე წამი ხმას ვერ ვიღებდი.
-ესეიგი ამერიკაში? - მშვიდად იკითხა მაკამ.
-თქვენ თუ არ გინდათ არ წავიდეთ, მე უბრალოდ შემომთავაზეს.
-არ ვიცი, ეს ადვილი გადასაწყვეტი არაა, მაგრამ ცუდი არ იქნება, თან ქეთასთვისაც კარგი იქნება იქ სწავლა - თქვა მაკამ და მე გადმომხედა, და მანიშნა რამე თქვიო.
-ხო, იქ ვისწავლი, წავიდეთ.
მოკლედ გადავწყვიტეთ საქართველოდან წავსულიყავით. ჩემები ვიზების ამბებზე დარბოდნენ. ძალიან მიხაროდა, რომ ამერიკაში ვიცხოვრებდი, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ ასე გამიჭირდებოდა იქ ცხოვრება.
აქ უნდა დამეტოვებინა ჩემი საყვარელი ადამიანები. არც ის ვიცოდი როდის ჩამოვიდოდი საქართველოში. ეს რომ გავაცნობიერე თითქოს აღარ მომინდა იქ წასვლა, მაგრამ ეხლა რაღა დროს იყო.

12 ივნის მივფრინავდით ღამის 2 საათზე. ვერ აღვწერ იმ ტკივილს, რომელიც აეროპორტში ჩემებთან დამშვიდობებისას განვიცადე. მთელი ჩემი გული და სული აქ დავტოვე და მარტო სხეული წავიდა ამერიკაში.
იქ სწავლა კარგად დავამთავრე, ვეღარ გავუძელი იქაურ ცხოვრებას, ავიღე ჩემოდნები და 15 წლის გოგომ მარტო გადავწყვიტე იქიდან წამოსვლა. იმდენი ვიწუწუნე და ვიტირე მაკა და ზურა როგორც იქნა დავითანხმე საქართველოში დაბრუნებაზე. ისინი ვერ მოდიოდნენ ჯერ, მაკამაც იშოვნა სამსახური და დარჩენა გადაწყვიტა.

თვითმფრინავი საქართველოს მიწაზე დაეშვა. გული ამოვარდნას მქონდა. აეროპორტში ნინა, ნინო და ჩემი დეიდაშვილები მელოდნენ. მიწას ფეხი დავადგი და მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა და მეტირა. მაგრამ ცრემლებმა მაინც დატოვეს თავიანთი ადგილი და ჩემს ლოყებზე იწყეს დენა.
შორიდან მოვკარი თვალი ჩემებს, სამწუხაროდ მარტო დეიდაჩემი, ბებიაჩემი და ზურა ბიძია იყვენ. შურდულივით გავექანე მათკენ და მთელი ძალით ავტირდი.

***

მაშინვე მომეხვივნენ და მთელი სახე დამიკოცნეს.
–ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო, – შენ რომ არ იცი როგორ მოგვენატრე. – მითხრა ბებიამ და შუბლზე მაკოცა.
–რამხელა გაზრდილხარ ქეთა უკვე? – მზრუნველი ხმით მითხრა ზურამ და თავზე ხელი გადამისვა.
–მე კი თქვენ, ერთი სული მქონდა როდის გნახავდით, – ვთქვი მე სლუკუნით და ცრემლები მოვიწმინდე, – მოიცა, ლაშა და კესო სად არიან?
–თავიანთ სახლში არიან, დღეისთვის შენთვის საღამოს აწყობენ, – სიცილით მითხრა ნინომ.
–მართლაა? ესეიგი დღეს ვერთობით, – მეც სიცილით ვუპასუხე.
სახლში ზურამ ტაქსით გაგვიშვა, თვითონ კი დამპრდა მალე გამოგივლითო. უზომოდ დაღლილი ვიყავი, არაფრის თავი არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა და ყველაფერი საოცრად მენატრებოდა და უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ნინამ თვითონვე მითხრა დაღლილი იქნები და დაიძინეო.
მართლაც თავი ბალიშზე დავდე თუ არა დამეძინა. საუცხოო სიზმრებს ვნახულობდი. იქაც დიდ ბედნიერებას განვიცდიდი, და გაღვიძება აღარ მინდოდა... არ მახსოვს რამდენი ხანი მეძინა. ნინოს ხმამ გამომაღვიძა:
–ქეთა, ადეე შვილო, კესო და ლაშა გელოდებიან სახლში, – მხიარულად მითხრა ნინომ და შუბლზე მაკოცა.
მეც სიხარულით წამოვხტი. უკვე საღამოს 7 საათი იყო. ჩავიცვი და სასტუმრო ოთახში გავედი. ბებიაჩემმა ცრემლიანი თვალბით გადმომხედა და მაგრად მიმიკრა გულზე.
–ეხლა აქედან არსად არ გაგიშვებ.
–არც მე ვაპირებ არსად წასვლას, – ვუთხარი სიცილით და ლოყაზე ნაზად ვაკოცე.
–ქეთა დედამ დარეკა, როგორ იმგზავრაო დ 15 წუთი ველაპარაკე.
–კაია, ეხლა მე უნდა დამერეკა.
10 წუთში მზად ვიყავი და კესოს და ლაშას სახლისკენ წავედი. ისინი ზუსტად ჩემი სახლის უკან ცხოვრობდნენ. მარტო წავედი. ნინომ ბავშვები იქნებით და ჩემს გარეშე უფრო კარგად გაერთობითო. სადარბაზოს რომ მივუახლოვდი ფეხებს ავუჩქარე. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი მათ. კიბეებზე ორჯერ წავბორძიკდი. კარებს გიჟივით მივვარდი და რამდენჯემე დავაკაკუნე. კარები ლაშამ გამიღო.
ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა და გადარეულივით მომვარდა.
–ვაიმე, ეს ვინ ჩამოვიდა, – იყვირა ბოლო ხმაზე, სტუმრებმა ჩვენსკენ გამოიხედეს. – ჩემი პატარა, როგორ მომენატრე.
რამდენიმე წამი ხმას ვერ ვიღებდი. ისევ და ისევ ცრემლები მახრჩობდა. ბოლოს კი ძლივს ვთქვი:
–მეც, მეც, საოცრად მომენატრეთ.
ხმაურზე კესოც გამოვიდა. მოკლედ რომ გითხრათ 5 წუთის განმავლობაში არცერთი არ მშორდებოდა. მეხვეოდნენ და ათას ტკბილ სიტყვას მეუბნებოდნენ. ბოლოს სასტუმრო ოთახში შემიყვანეს და თავიანთი მეგობრები გამაცნეს. ისეთ ეიფორიაში ვიყავი ვერცერთის სახელი ვერ დავიმახსოვრე. ბოლოს კესომ ერთ ბიჭთან მიმიყვანა, რომელიც შორიდან მაკვირდებოდა.
–ქეთა ეს ლაშას ძმაკაცია, გიოა, ეს ქეთაა, იცი ვინც, – უთხრა კესომ და ცალყბად გაუღიმა.
–ძალიან სასიამოვნოა, ქეთა, – სასიამოვნო ღიმილით მითხრა გიორგიმ და ხელი ჩამომართვა. იმ წუთასვე მივხვდი, როგორი ბაბნიკიც იყო.
ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ძირითადად ჩემზე და ჩემს ამერიკულ ცხოვრებაზე ვლაპარაკობდით, რაც ცოტა მოსაწყენი იყო, მაგრამ იმდენად აინტერესებდათ იქაური ამბები თავს არ მანებედნენ. გიორგის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. საშინლად დამაკომპლექსა და უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდი, მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი.
სტუმრები გვიან ღამით წავიდნენ. ჩვენთან მხოლოდ გიორგი დარჩა. ლაშამაც მთხოვა არ წახვიდეო. მეც დავთანხმდი და მათთან დავრჩი. ყველა დაწვა... მე კი არ მეძნებოდა, ან რა დამაძინებდა, დღეები არეული მქონდა. ფუნჯები და ფურცელი ავიღე, აივანზე გავედი და გადავწყვიტე იქაური ულამაზესი ხედი დამეხატა. კესო და ლაშაი მეცხე სართულზე ცხოვრობდნენ და იქიდან მართლა არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა. ღრმად ჩავისუნთქე და ხატვა დავიწყე... ისე გავერთე გარე სამყაროს მოვწყდი. ხელს ზანტად ვუსვამდი ფურცელს და ისიც მრავალი ფერებით იღებებოდა. ამ დროს ვიგრძენი აივანზე ვიღაც რომ შემოვიდა. თავი ავწიე და გიორგი დავინახე.
–გიორგი? – ვკითხე შეშფოთებულმა.

***

-გიორგი? - ვკითხე გაკვირვებულმა.
-ხო რა იყო, არ შეიძლება? - თქვა სიცილით და გვერდით დამიჯდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ავღელდი, არც ვიცოდი რა უნდა მექნა ან მეთქვა, და ისევ ხატვა გავაგრძელე.
-რას ხატავი - მკითხა და თავისი მწვანე თვალები შემომანათა.
-თბილისის ხედს - ისე ვუპასუხე არც ამიწევია თავი.
-მაგრა ხატავ. - შემაქო.
-მადლობა - გავუღიმე და ხატვა განვაგრძე.
-ისე რატომ არ გძინავსი
-არ მეძინებოდა.
-აა, შენ დღეები გექნება არეული - თქვა და სიგარეტს მოუკიდა.
ვხატავდი და ვგრძნობდი მის მზერას, რომელიც ჩემზკენ იყო მიმართული, ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებიდა, მაგრამ არ ვიცოდი რამდენად გამომდიოდა.
-რა ლამაზი ხარ - მითხრა მან და გამიღიმა.
ეს იმდენად მოულოდნელი იყო რომ ვერაფერი ვთქვი, ენა ჩამივარდა, სახეზე სიმხურვალე ვიგრძენი. ”რა ლამაზი ხარ” ეს ფრაზა ჩემთვის არავის გაუმეტებია, ამას ახლა დავუკვირდი და გული ძალიან დამწყდა.
-მადლობა - ძლივს ამოვილუღლუღე.
მან კვლავ გამიცინა და სიგარეტის მოწევა განაგრძო.
-მეძინება, მე წავედი - ვთქვი მშოდად და ადგომა დავაპირე მან რომ ხელი დამიჭიდა.
-ქეთა, რამე ხომ არ გაწყენინე?
-არა, არა - ვთქვი და წამოვედი.
დავწექი მაგრამ ძილი არ მეკარებოდა. ”რა ლამაზი ხარ” სულ ეს ფრაზა და ამ ფრაზასთა გიორგსიზე ვფიქრობი. რატომ მითხრა მან ესი ჩემნაირ გოგოს, მასზე 4 წლით უმცროსი ვიყავი, რაში ვჭირდებოდი ისეთ ბიჭს, რომელსაც უამრავი ლამაზი გოგო კისერზე ეკიდებოდა.
უეცრად მომინდა მისი სახე დამეხატა. სწრაფად ავდექი, შუქი ავანთე და ხატვა დავიწყე.
დაახლოებით ნახევარი საათი ვხატავდი. სულ ვცდილობდი მისი ლამაზი ნაკვთები არ დამემახინჯებინდა.
ჩემს ნამუშევარს რომ შევხედე, საკუთარი თავი ვაქე და ვადიდე, ისეთი კარგი ნახატი გამომივიდა და გავიფიქრე, როცა გიორგის ვერ ვნხავდი ამ სურათს დავხდავდი და ყოველგვარ მონატრებას გავიქარვებდი.

მეორე დღეს კესოს ყვირილმა გამაღვიძა, თვალები გავახილე და დავინახე როგორ მედგა კესო და მანჯღრევდა.
-ადე გოგო, 2 საათია, რამ გადაგრია, თან მარტო ვარ, ლაშა და გიორგი წავიდნენ და მალე მოვლენ.
-გიორგი კიდე აქ მოვაი - ვკითხე მე, მაგრამ არ შევიმჩნიე, რომ ძალიან გამიხარდა.
-ხოო, და სანამ მოვლენ ადექი.
-კაი ხო.
15 წუთში ლაშა და გიორგიც მოვიდნენ. გიორგი ღიმილით მომესალმა და აივანზე გავიდა. მე კესოსთან და ლაშასთან ერთად ჭამა დავიწყე, მალე გიორგიც შემოგვიერთდა. არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, არ იქნებ მე მინოდოდა რომ ასე ყოფილიყო მაგრამ გიორგის სულ მე მიყურებდა, ამის გამო დავკომპლექსდი. ვცდილობდი მისკენ თვალი არ გამეპარებინდა მაგრამ ამაოდ, ჩვენი თვალები ბევრჯერ შეეჩეხა ერთმანეთს. გიორგი ისე არ მექცეოდა და არ მელაპარაკებოდა, როგორც ბაბნიკი ექცევა ტავის ერთერთ ნაშას. მეც სულ ვცდილობდი მისთვის კარგი ვყოფილიყავი და მეც კარგად მოვქცეოდი.

ერთ დღეს გადავწყვიტეთ პიკნიკზე წასვლა. რადგანაც გიორგი ლაშაი უახლოესი ძმაკაცი იყო ისიც ჩვენთანე ერთად წამოვიდა. იმ დღეს ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, რადგან ორი დღით გვინდოდა წასვლა და გიორგიც ამ 2 დღის განმავლობაში უფრო დავუახლოვდებოდი.
4 საათე გიოს მანქანით გავედით. გზაში ბევრი ვიმხიარულეთ. მალე მივედით, კარვები გავშალეთ, ვჭამეთ, ვიმღერეთ და მოკლედ დავიმხეთ იქაური ბუნება.
ყველა დაიღალა და დასაძინებლად კარავში შევიდა. ბოლოს მეც გადავწყვიტე დაძინება და სიბნელეში კარვისკენ წავედი, ამ დროს გიორგი გამოვიდა და თქვა თავისი სასიამოვნო ხმით:
-აუუ ქეთა, ეხლა არაფერი თქვა, უბრალოდ წამომყევი, ნუ გეშინია, უბრალოდ წამომყევი და მომისმინე, გთხოვ.
სიბნელეში ჩემს ხელს მიუახლოვდა და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანა...

***

15 წუთი ჩუმად ვიარეთ, ისე რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია. ბოლოს მე დავარღვიე მდუმარება:
-გიო, სად მივდივართ - ვკითხე ისე თითქოს მეშინოდა, არადა მასთან ერთად არსად და არავისთან შემეშინდებოდა.
-ცოტაც მოითმინე და მითმინე და მივალთ. - მითხრა და გამიღიმა
რამდენიმე წუთში თავი ულამაზეს ადგილას ამოვყავი. გარშემო სულ მწვანე ბალახი და მინდვრის ყვავილები იყო, პატარა მდინარეც მოდიოდა. ცოტა ხანი ამ სილამაზის ყურებით ვტკბებოდი და თავი ლამაზ სიზმარში მეგონა, სიზმარში, სადაც ყველა ოცნება ხდებოდა. უცებ გიორგის ხმამ გამომაფხიზლა:
-რა იყო, ძალიან მოგეწონა? - მკითხა სიცილით.
-კი, გიო, მართლა ლამაზი ადგილია და აქ რატომ მომიყვანე?
გიორგი ნელნელა მომიახლოვდა, სახე დაუსერიოზულდა და დაიწყო:
-იცი, ყოველი ადამიანის გულში არის იმ ადამიანის გრძნობის ყულაბა, რომელსაც უფრთხილდები, არ ატკინო, არ აწყენინო, ყოველი სიტყვა მოზომო, გამუდმებით მასზე ფიქრობ და ლოცულობ ”ღმერთო, მაღალო, დიდხანს მიმყოფე ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, გამახარე მისი ბედნიერებით და წინსვლით” აი ასეთი საფიქრალი ხარ შენ ჩემთვის, და ამიტომაც მესამყაროები, მიყვარხარ და მეყვარები სანამ მე ვიარსებებ, ქეთა მიყვარხარ.
წესიერად არც მახსოვს რა დამემართა, ერთ ადგილას გავშეშდი, ხმა ჩამივარდა, მხოლოდ გიორგის სიტყვები ჩამესმოდა ყურებში და უცბად უდიდესი სითბო ჩამეღვარა, ვიგრძენი რაღაც დიდი ცვლილება ჩემს სულში, და აი აქ კი საბოლოოდ გამოვუტყდი ჩემს თავს როგორ მიყვარდა გიორგი.
-გიო... აარც... არც ვიცი... - სიტყვებს ძლივს ვაბავდი ერთმანეთს. - ამას მე...
-ხო, შენ, შენ ხარ ჩემი სამყარო - გამაწყვეტინა გიორგიმ.
-მეც ძალიან მიყვარხარ - ეს ვთქვი და ჩამეხუტა. გულთან ახლოს მიმიკრა, ისე რომ მესმოდა მისი გულის ფეთქვა.
არც ერთ არ გვეძინებოდა. მთელი ღამე ვსაუბრობდით. მოვუყევი ყველაფერი, ჩემი ცხოვრება, ჩემი ოცნებები და ბოლოს ვკითხე:
-გიო, შენ არ გქონია ოცნება?
-კი, და ახლა ისე ჩემს გვერდით ზის და ცხოვრებას მილამაზებს.
ხელი დაგამხვია და მაგრად ჩამიკრა გულში.
გამთენიისას კარვებში დავბრუნდით, გამოვიძინეთ და თბილისიკენ წამოვედით.
ლაშას და კესოს ძალიან გაუხარდათ ჩვენი ამბავი და მოგვილოცეს.
მალე მივედით, გიოს გამოვემშვიდობე და ჩემს სახლში ავედი. მარტო ვიყავი, ბებიაჩემი დეიდაჩემის სახლში ცხოვრობდა და ასე რომ არავინ არ მაწუხებდა.
ნახევარი საათი ჩემებს ველაპარაკებოდი სკაიპით, სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ ახერხებდნენ ჩამოსვლას, მაგრამ უამრავ რაღაცეებს მიგზავნიდნენ და მოკლედ ყველა ზედ მყვებოდა.
მეორე დღეს გიომ დამირეკა:
-რას შვები ლამაზო?
-რავიი გიო არაფერს შენ?
-ძაან მომენატრე, დღეს ჩემი ძმაკაცის დაბადებისდღეზე წამომყვები?
-რაა? საად? მე რამინდა - დავიწყე წუწუნი.
-აუუ კაი რა, ყველას გაგაცნობ, წამო რაა.
-კაი ხოო, ჯანდაბა
-მიყვარხარ ყველაზე მეტად, საღამოს გამოგივლი
-კაი, მეც.
საღამოსთვის მზადება დავიწყე. სარაფანი და ბალეტკები ავირჩიე.
6საათზე გიომ მომწერა ჩამოდიო. მალევე ჩავედი, გიოს ვაკოცე და წავედით.
-ბევრი ხალხი იქნება? - ვკითხე მე და გიოს ავხედე.
-არც ისე - მითხრა მან და თავზე მაკოცა.
მის მეგობარს დათო ერქვა. მალევე მივედით და მაშინვე ნაცნობ ადამიანს მოვკარი თვალი.

***

სახლში შევედით და ნაცნობ ადამიანს მოვკარი თვალი.
-ქეთა, აქ რა გინდა? - მკითხა გახარებული ხმით ზურამ.
-ზურა ბიძია - სიხარულით ჩავეხუტე მე. - იცით მე...
-ზურა გამარჯობა - ხელი ჩამოართვა გიომ - ქეთა ჩემი შეყვარებულია და დათოს დაბადებისდღეზე მოვიყვანე. ხო ისე ზურა დათოს ბიძაა მარა როგორც მივხვდი თქვენ ისედაც იცნობთ ერთმანეთს - სიცილით თქვა გიომ.
-ხო, ქეთა ჩემი საუკეთესო ძმაკაცის შვილია, მეც შვილივით მიყვარს - თქვა ზურამ და თავზე მაკოცა.
გიომ დათო გამაცნო. ძალიან კარგი ადამიანი იყო, როგორც მე შევატყვე. დაბადებისდღეზე ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი დათოს გარდა, მაგალითად ანუკა - მისი შეყვარებული. მართალია ჩემზე დიდი იყო მაგრამ მაინც დავმეგობრდით. ძალიან ბევრი მომიყვა თავის თავზე და კარგი წარმოდგენაც შემიქმნა.
მოკლედ კარგად გავერთეთ და წამოსასვლელად მოვემზადეთ. ღამე მე და გიო ნელნელა ხელი ხელ ჩაკიდებული ვსეირნობდით.
-ხო არ მოიწყინე? - მკითხა გიომ.
-არა საერთოდ, პირიქით, მაგრა გავერთე და ანუკასაც ძაან დავუმეგობრდი, ჩემი ნომერი მივეცი და მითხრა დაგირეკავ და სადმე წავიდეთო - ვუთხარი მე და სულელივით გავეკრიჭე.
-ხოო? კაი გოგოა. მარა მე მაგაზე კარგს ვიცნობ. - თქვა სიცილით.
-მართლაა? და ვის?
-ვის და შენ, შენზე კარგი ვინ მყავს, ძალიან მიყვარხარ - მითხრა გიომ და სიყვარულით სავსე თვალები შემომანათა.
-მეც ძალიან მიყვარხარ გიო - ვთქვი და უფრო ახლოს მივეკარი.
სახლამდე მომაცილა, გამომემშვიდობა და წავიდა. არ მეძინებოდა, კომპიუტერი ჩავრთე და დედაჩემს და მამაჩემს დაველალაპარაკე სკაიპით. 15 წუთში დავწექი და დილამდე გათიშულს მეძინა.
დილით კი ნანიმ გამაღვიძა:
-ადე ბებო 12 საათია უკვე.
-ხო ვდგები - ვუთხარი მე და ჩაცმა დავიწყე.
ვისაუზმე და ლაშასთან და კესოსთან ავედი. კარტი ვითამაშეთ და ამ დროს გიომაც დამირეკა.
-სად ხარ ლამაზო?
-ლაშასთან და კესოსთან, ამოხვალ?
-აუუ ეხლა არ მცალია და მერე დაგირეკავ და სადმე წავიდეთ რაა კაი?
-კაი, მიდი გკოცნი - ვუთხარი მე და თამაში გავაგრძელე.
მიხაროდა რომ ლაშა არაფერს მიშლიდა, არადა სულ სხვანაირი მახსოვდა ამერიკაში რომ ვიყავი, მახსოვდა როგორ უშლიდა კესოს შეყვარებულთან ყოფნას.
შუა დღეს ანუკამ დამირეკა და მითხრა კლუბში წავიდეთო. აქამდე ღამის კლუბში არ ვყოფილვარ და ცოტა შემეშინდა.
-კაი რა წამო რაა, ნუ გეშინია, ჩემი ნათესავისაა და შეგვიყვანს, ხო წამოხვალ?
-კაი ხოო, ოღონდ გიოს ვეტყვი.
-კაი მიდი.
გიოს რომ ვუთხარი ცოტა არ ესიამოვნა მარა დავამშვიდე და დამპირდა მოგაკითხავო. მე და ანუკა წავედით კლუბში, სადაც დათოც დაგვხვდა. ბევრი არ დამილევია მაგრამ საკმაოდ ვიცეკვე და დასასვენებლად სკამზე ჩამოვჯექი. არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ დავაკვირდი რომ ყველა უცნაურად მიყურებდა, იგივე მზერა ანუკას თვალებში, მაგრამ არ შევიმჩნიე. გიოს მოსვლას ველოდებოდი, მაგრამ არადა არ ჩანდა, ტელეფონზეც ვერ დავუკავშირდი. ცოტა შემეშინდა, თან გარშემო მყოფებს აშკარად არ მოვწონდი. უეცრად ანუკას ყვირილი გავიგონე. ტუალეტისკენ გიჟივით გავქანდი და დავინახე ანუკას და დათოს უცნაური თვალები, ამ დროს კი უკნიდან ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და უსულოდ ჩავიკეცე.
არ ვიცოდი რა მჭირდა, თავში ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი, უცნაური სიზმრები მესიზმრებოდა, შემდეგ კი ნაცნობი ადამიანის ხმა შემომესმა, რომელშიც ირონია და დაცინვა გამოსჭვიოდა:
-გაიღვიძე ლამაზო?


***


-გაიღვიძე ლამაზო? - მომესმა ნაცნობი ხმა. ეს ზურა იყო, არადა როგორ არ მინდოდა რომ ის ყოფილიყო. თვალები ძლივს გავახილე და სახეში მისი დამცინავი გამომეტყველება შემეფეთა. ხელების გამოძრავება მინდოდა მაგრამ ვერ შევძელი, დაბმული ვიყავი.
-რაა... რა ხდებააა? - ვიკითხე ძლივს.
-რაც ხდება ახლავე გაიგებ, ნუთუ მართლა არაფერი იცი? - თქვა ზურამ სიცილით.
თავი სიზმარში მეგონა, გონზე ვერ მოვედი რა ხდებოდა, ზურა ასეთი პირველად ვნახე, რაც თავი მახსოვს სულ შვილივით მივლიდა, არაფერს მაკლებდა, ეხლა კი სულ სხვანაირი ადამიანის სახით მომევლინა.
-ზურა ბიძია, რა ხდება, დაბმული რატომ ვარ? - ცრემლები წამომივიდა, ძალიან შემეშინდა.
-გიკვირს ხომ ასეთს რომ მხედავ? - მკითხა ზურამ. - ეს მამაშენის დამსახურებაა, ხოო მართალს ვამბობ, მამაშენი რომ არა ეხლა შენ ასეთ დღეში არ იქნებოდი.
-რაა? ვერ გავიგე რა ხდება, მამა რა შუაშია - ხმა გამებზარა.
-ჰაჰააა - გადაიხარხარა ზურამ. - მართლა და სულელი ყოფილხარ ქეთა, რასაც გეტყვიან ყველაფრის გჯერა.
ცივმა ოფლმა დამასხა, ვერაფერს ვხვდებოდი, საოცარი შიშის გრძნობა დამეუფლა, მინდოდა გიორგის ცოდნოდა რა დღეშიც ვიყავი, ის ხომ ყველანაირი განსაცდელისგან დამიცავდა და გადამარჩენდა.
ამ დროს ოთახში დათო და ანუკა შემოვიდნენ. ამაზე ხომ სულ გადავირიე, უამრავი კითხვა მქონდა და ვერც ერთს ვერ ვსვამდი, გაოგნებული ვიყავი, რას ხდებოდა ჩემს თავს.
-გამარჯობა ქეთა - მითხრა დათომ და ანუკას გადახედა.
-ვაიმე, ვერ გავიგე, ეს რა ხუმრობაა, რა ხდება? გამაგებინეთ, აქ რატომ ვარ, გიორგი სად არის? - ვყვიროდი მე.
-ნუ ყვირი! - დაიძაბა ანუკა. - და თუ რა ხდება ეხლავე გაიგებ - და ნიშნის მოგებით გადახედა ზურას.
-ქეთა, ამერიკაში კარგი სახლი გქონდათ? - მკითხა ზურამ.
-რა მნიშვნელობა აქ როგორი სახლი გვაქ იქ?
-თქვი! - იყვირა ზურამ.
-კი, დიდი სახლია - შიშნარევი ხმით ვუთხარი მე.
-აჰაა, ესეიგი ბევრი ფული ქონია საამისოდ იმ ნაბიჭვარს - თქვა გამწარებულმა ზურამ და მუშტი მაგიდას დაკრა.
-ვინ ნაბიჭვარს ვერ გავიგე?
-ვის და მამაშენს, ხოო ქეთა მამაშენს, ნუ იყურები ეგეთი თვალებით, შენ რაა, ყველაფერი დაიჯერე რასაც ის გეუბნებოდათ შენ და დედაშენს? არც ის კომპანია არ არსებობს, სადაც ვითომ მუშაობს და არც ის უფროსი ყავს, რომელმაც ვითომ ამერიკაში გაუშვა სამუშაოდ. მამაშენი ნარკობარონია, მთელი 1 ტონა ნარკოტიკი გაასაღა, ფული თვითონ აიღო და აქედან გაიქცა, და ეხლა ბედნიერად ცხოვრობს.
5 წელი ასე გატყუებდათ შენ და დედაშენს და როგორც გავიგეთ ჯერ ჩამოსვლას არ აპირებს, ჯერ კი არა მგონი საერთოდ არც ჩამოვა. და ეხლა იცი რაა? მამაშენს დაუკავშირდებო, სასწრაფოდ თხოვ რომ ჩამოვიდეს, თუ არადა მისი ლამაზი გოგონა სიცოცხლეს გამოემშვიდობება აი ამ ლამაზი იარაღით.
გაოგნებული ვიჯექი და ვუსმენდი ამ საშინელებას, ხმას ვერ ვიღებდი, სიტყვებით ვერც აღვწერ რა დამემართა. მინდოდა ეს ყველაფერი საშინელი სიზმარი ყოფილიყო. ვეღაც ვაზროვნებდი, უგონოდ ვეგდე იატაკზე და ცრემლები მომდიოდა, სრულიად განადგურებული ვიყავი. ცხოვრებამ დიდი სიურპრიზი გამიკეთა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ყველაზე დიდი და მთავარი სიურპრიზი წინ მელოდა, როცა გიორგის ხმა გავიგონე.


***

ჯერ კიდევ ტკივილს ვგრძნობდი და ამიტომ მეგონა გიორგის ხმა უბრალოდ მეჩვენებოდა, მაგრამ შევცდი. მინდოდა მეყვირა მისი სახელი და შველა მეთხოვა, იმედი მომეცა რომ ამ ჯურღმულიდან თავს დავაღწევდი, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. უეცრად დავინახე ის, რამაც შოკში ჩამაგდო, თვალები ძლივს გავახილე და ბუნდოვნად დავინახე ჩემსკენ მომავალი ზურა და გიორგი.
-გიო, გიო - ვჩურჩულებდი ჩემთვის.
-აი შენი გიო, ჰაჰაა, ქეთა კიდევ ვერ მიხვდი? ასე რამ გაგასულელა, გიო თავად ეტყვი თუ მე ვუთხრა ჩვენიანი რომ ხარ? - თქვა ზურამ.
უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ის გადმოვცე, რაც იმ დროს მე ვიგრძენი, თურმე მარტო მამაჩემი კი არა, გიორგიც მასთან ერთად მატყუებდა. იმ მომეტში ყველაზე მეტად სიკვდილი მინდოდა.
-გადი, მე დაველაპარაკები - თქვა გიორგიმ.
ზურამ კარი გაიხურა.
-შენც? შენ ნარკომანი ხარ ამათთან ერთად, ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ? - სასოწარკვეთილი გავკიოდი მე.
-ქეთა, მაცალე აგიხსნა.
-რაა? რა უნდა ამიხსნა? როგორ დაგეგმეთ ეს ყველაფერი? მითხარი რა ხდება, ეს ყველაფერი... სიგიჟეა, გიორგი! - ვყვიროდი ბოლო ხმაზე.
-ხოო, ყველაფერი წინასწარი იყო გათვლილი, მამაშენმა რაც გააკეთა იცი ხო? ხოდა ის ფული, ასე ვთქვათ მე, მამაშენს, ზურას, დათოს და ანუკას ერთად უნდა გაგვეყო, მერე გავიგეთ შენ რომ ჩამოსვლას აპირებდი და...
-და ჩემთან დაახლოება და თავის შეყვარება იყო დაგეგმილი, მამაჩემის მაგივრად პასუხი უნდა ვაგო - აღარ დავამთავრებინე მე.
ვეღარც ვჩხუბობდი, ემოციებისგან სრულიად დაცლილი ვიყავი.
-მთელი ჩემი ცხოვრება ტყუილებში გამიტარებია, ჩემი ყველაზე საყვარელი, საუკეთესო ადამიანები ჩემი მტრები აღმოჩნდნენ, თავი შემაყვარე, ღმერთო რა სულელი ვარ, რა სულელი, ვაიმე, როგორ დავიჯერე რომ შენ ჩემნაირი ადამიანი შეგიყვარდებოდა, მართლა სულელი ვარ, როგორ დავიჯერე! სიკვდილი მინდა, ვიღას ვენდო? ვის? - ვამბობდი უემოციოდ, ცრემლები არ იცლებოდნენ, მთელი სახე სველი მქონდა.
-ნუ ამბობ მაგას, არ დამიჯერებ და მე მაერთლა შემიყვარდი, იცი, რომ გაგიცანი მაშინვე ის გავიფიქრე, რომ ყველაფერს გეტყოდი და ამ გეგმაზეც ხელს ავიღებდი, მაგრამ ზურას შემეშინდა, წამალს ვერსად შოულობდა, ლომკაში იყო. ქეთა შემომხედე, ქეთა, ამჯერად მართლა არ გატყუებ, შემიყვარდი, მართლა მიყვარხარ და შენ გამო თავს დავანებებ ამ საშინელებას.
სიმწრით გავიცინე და ვთქვი:
-რა ნამუსით მეუბნები ამას, შენ, რომელმაც სიცოცხლე მომისპე, როგორ უნდა დავიჯერო შენი ტყუილები ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ მეუბნები მიყვარხარო, როცა ესეთი რამ გამიკეთე, 15 წლის გოგო მოატყუე. აღარ დამენახო, თუ გინდათ მომკალით, ჩემთვის ეხლა ყველაფერი სულ ერთია, როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება!?
ამ დროს ოთახში ზურა შემოვიდა, თან ხელში ტელეფონი ეჭირა.
-ქეთა, ეხლა მამაშენს დაურეკავ, არაფერს შეიმჩნევ, უბრალოდ მოიკითხე და ძალიან თხოვე რომ ჩამოვიდეს, იცოდე, არ ჩამოვა და ხომ იცი რაც მოხდება?
პასუხი არ გავეცი, მობილური ყურთან მომადო.
როგორც იქნა მამაჩემს დავუკავშირდი. ხმა ძლივს ამოვიღე:
-მაა, როგორ ხარ?
-კარგად მაა, რა ხმა გაქ, რა ხდება?
-არაფერი, კარგად ვარ. - ზურამ მანიშნა საქმეზე გადადიო.
-კაი მაა, წავედი ეხლა რა მერე სკაიპით დაგელარაკები. - ეს ვუთხარი და მობილური მოვიშორე.
- რა ქენი? - იღრიალა ზურამ, - რატომ არ უთხარი? ძალიან გინდა სიკვდილი?
მე უპასუხოდ გავატარე, თვალები დავხუჭე. უეცრად მთელ სხეულში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი, თავლები გავახილე და დავინახე ჩემი თავი სისხლში, ვიგრძენი ვიღაცამ ხელში ამიყვანა და რამდენიმე წამში ყველაფერი ბნელმა მოიცვა.

ასეთი გოგო მინდა




Anny)) says:



15 April 2013

Anny)) says:



True)


Anny)) says:


секс и виски


Anny) says:


სერგი და მარი

- ნათი, ნათი, როგორ ხარ?

- კარგად, მარი, შენ როგორ ხარ?

- მეც კარგად, რას შვები ემზადები ხვალისთვის?

- აბა რა, იცი, როგორ მიხარია?!

- მეც ძალიან მიხარია, ნათი, იცი, გუშინ ახალი კაბა ვიყიდე, ხვალ ვიცვამ. შენ რა ქენი?

- მე ის ვიყიდე, იმ დღეს რომ მომეწონა.

- ჰოო, ხვალ დილით გამოსვლამდე დაგირეკავ და ერთად ავიდეთ სკოლაში...

* * *

- სერგი, ჰა, როგორ ხარ?!

- რავი, ბიჭო, ცოტა არ იყოს ვღელავ . .….

- რა იყო, რა არის სანერვიულო?!

- რა ვიცი, მაინც ახალია, მაინც სხვა ხალხი იქნება, სხვა მასწავლებლები . .….

- მერე რა, ბიჭო, იცი რა კლასი მყავს?! გაგიჟდები . .…. მაგარი კლასელები მყავს, ყველას ხვალვე გაგაცნობ, შენ თვითონ ნახავ როგორია და ვიცი რომ ძალიან მოგეწონება ჩემი კლასელები და ხვალიდან შენიც . .….

- გიო, ხვალ მოდი რა, გამომიარე და ერთად წავიდეთ . .….

ეზოში მომლოდინე სახეები, პატარა ბავშვები, ფართო თვალებით, შიშით და ინტერესით ელოდნენ პირველი ზარის დარეკვას. მე-8 კლასელები კი უკვე თამამად მიაბიჯებდნენ ნაცნობი საკლასო ოთახისაკენ . .…. პირველები სერგი და გიო ავიდნენ, მერე მათ ნათია და მარი მიჰყვათ. …

- ვა გიუნა?! როგორ ხარ სიხარულო?!

- მარი?! შენ როგორ ხარ?! როგორ მომენატრე იცი?!

- მეც გიო, მეც . . .

- ნათი, როგორ ხარ გოგო? რა იყო, როგორ შეცვლილხარ?!

- შენც გაზრდილი ხარ გიო, ხო იცი?!

- უი, მართლა, სერგი, ესენი ჩემი საუკეთესო მეგობრები, კლასელები, დაქალები და დები არიან, სხვანაირად როგორ აგიხსნა?! გოგოებო, ეს კი ჩემი ბავშვობის ძმაკაცი სერგია, გაიცანით . .….

- სასიამოვნოა – სერგი . . .

- მარი . . .

- ნათია – ჩვენთვისაც

- ჰო, ეს კაცი დღეიდან ჩვენთან იქნება, ჩვენი კლასელი გახდა.…

- ძალიან კარგი . . . გიო, ლაშა ხომ არ გინახავს?

- გოგო, შენ კიდევ მაგ ბიჭზე ფიქრობ, არა გრცხვენია?! ნათი, უთხარი ამ შენს დაქალს რამე, ჯერ საკუთარ თავს შეხედოს და მერე ლაშას, რა იყო, ვერ დაივიწყე?!

- ოოო, შენ ხომ, რას ამბობ, ჯერ შენ თავს უყურებ და მერე იმ ერთს, სახელს და გვარს არ ვიტყვი . .….

- ჰო, კაი, კაი, არა, არ მინახავს დღეს. სად არიან ჩვენი კლასელები, რა არის, დღეს მოსვლას არ აპირებენ?

- აი, გოგა, ნია, ნანკა და იკა მოდიან . . .…

კლასი ნელ-ნელა ივსებოდა ნაცნობი სახეებით, კლასელები ერთმანეთს ესალმებოდნენ, კოცნიდნენ და უყვებოდნენ ზაფხულის ამბებს. მხოლოდ სერგი იყო ჩუმად. გიომ ის ყველას გააცნო და ყველამ თბილად მიიღო, მაგრამ მან პირველ დღეს დუმილი არჩია. დაირეკა პირველი ზარიც… ყველა კლასში იყო, შემოვიდა მასწავლებელიც, მან ძველებურად თბილი სიტყვებით მოიკითხა ბავშვები და ცხრილი ჩააწერინა. …დაიწყო მერვე სასწავლო წელი . . . ბავშვები ძველებურად დადიოდნენ სკოლაში, ძველებურად ცელქობდნენ, დასვენებაზე თუ გაკვეთილზე. სერგიც შეუერთდა კლასს, მოერგო მათ და სულაც აღარ გრძნობდა თავს გადმოსულად.მიდიოდა დღეები. დამთავრდა პირველი სემესტრი. დადგა ახალი წელი. ნათიამ და მარიმ გადაწყვიტეს, არც ეხლა ეღალატათ ჩვეულებისათვის და ყველა კლასელს სათითაოდ მიულოცეს ახალი წელი და ბოლოს დადგა სერგის ჯერიც . . .

- ნათი, მე ვერ დავრეკავ, მერიდება, მოდი რა, შენ დარეკე.

- არა რა, არც მე შემიძლია . . .

- მოდი, კარგი რაღაც გითხრა. მოდი შენ დარეკე - ვითომ სხვა ხარ და უთხარი მარი და ნათია გილოცავენ ახალ წელს, თვითონ ვერ მოახერხეს დარეკვა-თქო.

- ჰო კარგი, რა ხარ, მარი, რა?! დამითანხმე მაინც, მითხარი ნომერი . . .…

- გილოცავთ ახალ წელს, უკაცრავად სერგის თხოვეთ, თუ შეიძლება. …

- თქვენც გილოცავთ, ახლავე, შვილო

- ალო . . .

- გამარჯობა სერგი, გილოცავ ახალ წელს.

- გმადლობ, შენც გილოცავ, რომელი ხარ?

- მე შენ არ მიცნობ, უბრალოდ ნათიამ და მარიმ მთხოვეს, შენთვის დამერეკა, თვითონ ვერ რეკავენ, და ახალი წელი მომელოცა და ყოველივე საუკეთესო მესურვა შენთვის, ორივესაგან.

- უი, ძალიან დიდი მადლობა გადაეცი ჩემგან ორივეს, ორივე ძალიან მაგრად მიყვარს, კარგი გოგოები არიან და ჩემგანაც მიულოცე ახალი წელი და ასევე ყოველივე საუკეთესო უსურვე.

- კარგი, ნახვამდის . . .

- ნახვამდის . . .

ნათიამ დაწვრილებით მოუყვა დაქალს სერგის ნათქვამი, მარის გაუხარდა.

- ესე იგი კარგი გოგოები არიანო და ორივე მაგრად მიყვარსო?!

- ჰო.

- კარგია.

- გოგო, ზეგ ხო მოდიხარ გიოსთან, კლასელები ვიკრიბებით?!

- ჰო, რავი, ვნახოთ, სერგი იქნება, ხომ?!

- ჰო, აბა?! გიოს ძმაკაცია და ხომ არ დაგავიწყდა თან ჩვენი კლასელიცაა . . .

- ჰო, არ დამვიწყებია . . .

***

გიო, როგორ ხარ, ძმა?

- კარგად, სერგი, შენ როგორ ხარ?

- მეც კარგად, ბიჭო, ვლოთაობ ეს დღეები. იმ დღეს, ოცდათერთმეტში, 12-საათზე იცი ვინ დამირეკა?

- ვინ?

- ვინ დამირეკა, ეგ არ ვიცი მაგრამ ნათიამ და მარიმ დაარეკინეს ვიღაცას და ახალი წელი მომილოცეს.

- ჰო, ეგენი სულ ასე არიან . . .

- ეგ ჰო, მაგრამ, მგონი, რაღაც ისეთი გადავეცი, რაც არ უნდა გადამეცა.

- რა იყო, რა უთხარი ასეთი?

- ორივე ძალიან კარგი გოგოა და ორივე მაგრად მიყვარს მეთქი . . .

- მერე რა, მაგას მე ყოველდღე ვამბობ.

- შენ შენ ხარ . . .

- რა იყო, სერგი? რაღაც სხვანაირად ლაპარაკობ . . .

- არა, არაფერი, ხვალ მოდიან ეგენი შენთან?

- კი, რა იყო რო? ნათია, ვიცი რომ უეჭველად მოვა, მაგრამ მარი არ ვიცი. …

- რატომ?

- სერგი, შენ რაღაც გჭირს, ვერაფერს გამომაპარებ, ხომ იცი ეგ შენ!

- ჰო რა . . .

- რა ჰო, რა, ბიჭო?!

- არაფერი . . . უბრალოდ ძალიან კარგი გოგოა მარი.

- სერგი ეგ ვიცი, რომ მარი კარგი გოგოა, მაგრამ მოიცა, მოიცა, ვიღაცას გულში ხომ არ ჩაუფრინდა სიყვარულის ბუმბული?!

- მოიცა რა . . .

- რა მოიცა, ფაქტი სახეზეა . . .

**_ წავედით . . .

- ნათია, მე ვერ მოვდივარ . . .

- რატომ?

- ცუდად ვარ!

- რა გჭირს?

- სიცხე მაქვს!

- რატომ? გაცივდი?

- ჰო, ალბათ. გიოს ჩემგან ბოდიში მოუხადე და უთხარი, ცუდად არის-თქო.

- კარგი, საღამოთი გიოსგან დაგირეკავ. ნახვამდის . . .

- მარი, რატომ მოატყუე, დედი? რატომ არ გინდა წასვლა?

- არ ვიცი, არ ვარ რაღაც გუნებაზე და მხიარულობის ხასიათზე.

- შენ და გიოსთან არ წახვიდე?! გამკვირვებია შენი . . .

* * *

გიოსთან სახლში მთელი კლასი შეიკრიბა თითქმის. გიოს ძალიან ეწყინა მარის არ მოსვლა. მთელი საღამო ბავშვები მხიარულობდნენ, ერთადერთი, მთელი საღამოს განმავლობაში სერგი იყო მოწყენილი.მარიც სახლში იჯდა, ხან ტელევიზორს უყურებდა, ხან მაგნიტოფონს უსმენდა. ადგილი ვერ მონახა, სადაც მშვიდად მოკალათდებოდა და ჩაეძინებოდა.

უცებ ტელეფონი აწკრიალდა, თორმეტის ნახევარი იქნებოდა.

- ბატონო! – ყურმილი მარიმ აიღო.

- მარი, როგორ ხარ?

- ნელ-ნელა, რომელი ხარ?

- რაზე ფიქრობდი, სანამ დაგირეკავდი?

- არაფერზე, რომელი ხარ?

ტელეფონი გაითიშა . . .

- სერგი, სად იყავი?!

- იქით, სახლში გადავრეკე . . .

მოიტყუა სერგიმ . . .

* * *

დრო გადიოდა. მეცხრე-მეათე კლასებმა უცებ ჩაიარა. მარის გულში სერგიმ დიდი ადგილი დაიკავა. მარის და სერგის ურთიერთობას ვერავინ ვერაფერს არქმევდა. სერგი გაურკვევლობაში იყო ყოველთვის, მისთვის ბავშვობის ძმაკაცსაც ვერ გაეგო ვერაფერი. მარი ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდა, მას ის უფრო ტანჯავდა, რომ ხანდახან ეგონა, რომ სერგისაც უზომოდ უყვარდა იგი, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რაღაცას ჩაიდენდა, რომ მარის ფიქრები თოვლივით მალე დნებოდა . . . მარიმ ბევრჯერ სცადა გიოსთვის გამოეტყუა სერგის შესახებ რაიმე, მაგრამ ამაოდ, გიომაც თითქმის არაფერი იცოდა . . .

* * *

- მარი, როგორ ხარ? სად დაგვეკარგე? ეს კარგი, მეთერთმეტე კლასელი ვარო და სკოლაში არ დავდივარო, მაგრამ ხანდახან მაინც ხომ უნდა გაგვიხსენო?!

- ეჰ, რას იზამ, გიო, ვემზადები, ხომ იცი წელს ვაბარებ და საერთოდ არ მრჩება დრო როცა ვთავისუფლდები, ეგრევე ვიძინებ. სხვა დროს კი სულ ვმეცადინეობ, შენ კი არა, ნათია აღარ მელაპარაკება, სულ დამივიწყეო.

- მერე, შენც ადექი, ერთხელ წიგნები დაივიწყე და ჩვენ გაგვიხსენე. ასე არ ჯობია?!

- შენ გგონია, მთელი დღე სწავლას მოვუნდები, რომ მართლა გულით ვკითხულობდე ან ვსწავლობდე?! ვკითხულობ, მაგრამ სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობ. აღარ შემიძლია . . .

- მარი, რა ხდება, რამე არ ვიცი?!

- არა, არაფერი . . . შენ რას შვრები, როგორ მიდის საქმე ქეთასთან?!

- რავი, ერთი მაგის, აღარ მაინტერესებს.

- რატომ, ხომ მოგწონდა?!

- არ მიყვარდა, რო?!

- მერე თუ გიყვარდა, მითუმეტეს!

- რავი, რაღაცეები მოხდა, არ ვყოფილვარ სიყვარულისთვის მზად, ჩემო მარი! შენსკენ რა ხდება ამ საკითხში.

- ეჰ, გიო, მე სიყვარულისთვის არ ვარ გაჩენილი, ყოველთვის მე უნდა ვიტანჯებოდე და მე ვტიროდე, ყოველთვის ცალმხრივი სიყვარული მე უნდა მესტუმროს . . .

- ე, გოგო, შენ სერიოზულად გიყვარს ვიღაც აი, ვინ არის? რა ხდება, მომიყევი.

- არაფერი . . .

- როგორ არაფერი, როცა სანთელივით იწვი და ყინულივით დნები . . .

- რას შემადარე, რა იყო, რომელი ერთი მნახე? დამწვარი თუ დამდნარი? . . .

- ორივეს ვხედავ ამ წუთას! მითხარი!

- ნუ მთხოვ, ძალიან გთხოვ! მაინც ვერ გეტყვი.

- რატომ? რაა, ან ვინ არის ასეთი? ვიცნობ? ეს მაინც მითხარი.

- კი. იცნობ. საკმაოდ კარგად

- საკმაოდ კარგად?! რატომ მაწვალებ, მითხარი რა! რატომ არ მეუბნები, არ მენდობი?

- არა, როგორ არ გენდობი, უბრალოდ არ მინდა . . .

- მიდი რა, მითხარი და, რაც გინდა მთხოვე მერე . . .

- კარგი, ოღონდ თუ იცი, როცა გაიგებ, ვინც არის, მითხარი, უყვარს თუ არა ვინმე?!

- კარგი, თუ ვიცი, რასაკვირველია, გეტყვი, ჰა, მითხარი . . .

- აუ, ვერა ვერ ვამბობ, მერიდება . . .

- მიდი, კაცო, მითხარი, რისი გერიდება?

- ხო კარგი, მაინც გაიტანე შენი . . . შენი ძმაკაცია . . . სერგი . . .

- ვა, ჩვენი სერგეი?!

- ჰო! გაფიცებ ყველაფერს, არ წამოგცდეს სადმე!

- როდიდან გიყვარს, აქამდე რატომ არ ვიცოდი?

- რავი, აბა, ვერ გეუბნებოდი. მითხარი, ახლა რასაც დამპირდი!

- უყვარს თუ არა ვინმე?! იცი, ნამდვილად არ ვიცი, და ე.ი. მე თუ არ ვიცი, ანუ არ უყვარს! . . .

***

სერგი, როგორ ხარ ძმაო?!

- ვა, გიო, სად დამეკარგე?!

- შენ დაიკარგე თორე მე რა?! მე ყოველდღე სკოლაში ვარ შენგან განსხვავებით. კაი, არ მოდიხარ სკოლაში, არ უნდა დამირეკო მაინც?!

- რავი, ბიჭო, ვმეცადინეობ, ხომ იცი, სადაც ვაბარებ და რა ჯოჯოხეთიც არის ეს სასწავლებელი?!

- ხო, მაგრამ ასე გადაყვე?! არ შეიძლება, ძმაო! რას შვები სხვას, ისევ ჩვენს კლასელზე ფიქრობ?

- ვისზე ბიჭო?

- კაი რა, ვითომ არ ვიცი, თავს ნუ იშტერებ, ძალიან კარგად ვიცი, მარი რომ მოგწონს!

- ჰო რა, რავი, არ ვიცი, ვერ გავრკვეულვარ, ზოგჯერ ისე მომენატრება, რომ რა ვიცი, ზოგჯერ კი არავინ და არაფერი მინდა. ვერ გავრკვეულვარ. არ ვიცი, საერთოდ რა მინდა ამ ცხოვრებაში და რისთვის გავჩნდი . . .

* * *

ნათია, აღარ შემიძლია ამდენის მოთმენა, სიზმრებმაც გადამრია, გუშინ მესიზმრა: ოთახს სანთლის პატარა ნათელი სხივი ანათებდა. თოვდა იმ ღამით უსასრულოდ, მაგრამ ლამაზი იყო თოვლის ფიფქების იაგუნდი. ოთახში მარტო ვიყავი, რაღაცას მოუთმენლად ველოდი. თან უცნაურმა შიშმაც ამიტანა, მეშინოდა, არ დამეკარგა სამუდამოდ საყვარელი პიროვნება და სიყვარულიც! არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, რა მეღონა მე ხომ მხოლოდ სიყვარულს ველოდი მისგან. მივატოვე ფიქრები, რადგან გაისმა ტელეფოის ხმა, რომელმაც უფრო შემაშინა და მაინც უშიშრად წამოვდექი. უშუქოდ გავიკვლიე ბნელი ოთახი, ფეხიც ვიტკინე და ამოვიოხრე. – გისმენთ! – როგორც იქნა მივაღწიე ტელეფონამდე . . . _ ისვენებთ, გენაცვალე? სიმყუდროვე ხომ არ დაგირღვიეთ საოცრად ლამაზი ღამის – ვიცანი სანატრელი ხმა – არ გეძინა? თუმცა რატომ დაიძინებდი?! ვიცი, გიყვარს ღამღამობით გეგმების დაწყობა. მაინტერესებს ხვალისათვის რას მიმზადებ, ისევ სილას გამაწნი?! არა უშავს, ავიტან და მეორე ლოყას მოგიშვერ! ისევ მეტყვი, რომ გეზიზღები და ვერ მიტან! არა, არ გამოგივა, რადგან მოვითმენ, შენ ხომ არ გიყვარს, როცა რამეს ვითმენ?! ყურადღებით იყავი, დამაჯერებლად გამოგივიდეს ყველაფერი. ვარდებს კიდევ გადაყრი?! არა უშავს, მე ისვ მოგართმევ . . . არა, არა - ვიყვირე და გამომეღვიძა, მივხვდი ნათი, რომ სიზმარი ყოფილა, მაგრამ ასეთი სიზმრები?! რა მომდის რატომ მაინცდამაინც მე?!

- მარი, დამშვიდდი, თავს ნუ იტანჯავ . . .

* * *

მარი, ოთხზე მზად იყავი, მანქანით გამოგივლი . . . დადგა დღე ბოლო ზარის და ლამაზი დღესასწაულის . . . სკოლის ბანკეტი. მარის და ნათის ერთი სული ჰქონდათ, როდის ჩაიცვამდნენ უცხოეთიდან გამოგზავნილ ლამაზ და უცხო კაბებს და დრომაც არ დააყოვნა და დადგა ბანკეტის დღეც . . . გიომ დილაუთენია დაურეკა გოგოებს და გააფრთხილა, დიდხანს არ მალოდინოთო. . .

- დედა, წავედი, გიო უკვე მოვიდა, ნათიას გავუვლით და პირდაპირ რესტორანში წავალთ . .

მარიმ ფეხით ჩაიარა 7 სართული, თმები დილით სალონში დაივარცხნა, ბრწყინავდა, ძალიან უხდებოდა მკრთალი მაკიაჟი, თეთრ ფერიას ჰგავდა, თეთრ-წითელი ფერის კაბაში. სადარბაზოდან როცა გავიდა, ჩანთაში რაღაცას ეძებდა გიო შემოეგება შარვალ-კოსტუმში.

- ვაიმე, გიო, რა სიმპათიური ხარ?! რა ძმაკაცი მყოლია და არ ვიცოდი . . .

- გოგო, ასეთი არასოდეს მინახიხარ, ფერია ხარ! ყველას მოხიბლავ დღეს. განსაკუთრებით კი ერთს . . . გიოს ჩაეღიმა და ხელი გაუწოდა .

- ნუ ხარ საზიზღარი ბავშვი . . .

მანქანასთან როცა მივიდნენ, მარიმ შეამჩნია, რომ მანქანაში ვიღაც იყო და კარს აღებდა. იცნო სატრფო . . .

- სერგი?!

ჩასჩურჩულა გიოს

- ჰო, სერგი!

სერგიც გადმოვიდა. მარის დანახვისას თითქოს ჩაფიქრდა, შეტორტმანდა და ძლივს გადმოდგა ნაბიჯი.

- რა იყო, ბიჭო? რა გჭირს? ხომ ლამაზი დაქალი მყავს? დღესვე გავათხოვებდი,ჩემი ნება რომ იყოს . . .

- გეყოფა . . . მარი, საოცრება ხარ! . . ძალიან ლამაზი ხარ, სიხარული! თვალს ვერ გაშორებ!

- კაი, კაი ახლა სიყვარულის ახსნა არ გვინდა აქ. დღეს ამ გოგოს შენ გაბარებ და იცოდე, არაფერი აწყენინო. თუმცა მეც შორიდან გადევნებთ თვალს . . .მარის ასეთი თბილი სიტყვების მერე ხმა არ ამოუღია. ისინი ჩასხდნენ მანქანაში, ნათიას გაუარეს და რესტორნისაკენ გაეშურნენ.გახდა ექვსი საათი, საბანკეტო დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა უცნაურად მორთულ-მოკაზმული ხალხით. სუფრის თამადად გიო დანიშნეს. გიომ კიდევ ერთხელ შეახსენა სერგის – მარი რომ გყავს ჩაბარებული, არ დაგავიწყდესო და სათამადო ადგილისკენ გაეშურა. მარი, ნათია და სერგი ერთად დასხდნენ. ნათიამ, მარი არ მოასვენა, ყურში ჩურჩულით:

- რა სიმპათიური სასიძოა?! მოდი, დღესვე გაიპარეთ . . . და ასეთი სისულელეებით უბურღავდა ტვინს.

17-18 წლის ახალგაზრდები ღვინომ მალე მოიყვანა ცეკვა-სიმღერის ხასიათზე. თამადა ჭიქას-ჭიქაზე ცლიდა და მერე საცეკვაოდ უხმობდა ყველას. სერგიც არანაკლებს სვამდა. ღვინო იცლებოდა, სერგის გული კი სიყვარულით ივსებოდა და უფრო თბილ-თბილ სიტყვებს იმეტებდა მარისთვის . . . გიო მოვიდა, ბორძიკობდა, მარისთან ცეკვა მინდაო ერთი თქვა და მარის ხელი გაუწოდა, მარი წამოდგა. გიომ ცეკვის დროს მარის უთხრა:

- რაო, რეებს გებჟუტურება ჩემი მთვარალი ძმაკაცი, მიყვარხარო, თუ არაო?!

- გიო, ნუ მაგიჟებ, ძალიან გთხოვ, მე ჩემი დამმართნია და ეგეც მეყოფა.

ამ დროს ნათიამ და სერგიმ დაიწყეს ცეკვა, გიომ სერგის თვალი ჩაუკრა და წყვილები ტრიალით შეცვალეს.

მარი სერგის მკლავებში აღმოჩნდა, თავი უხერხულად იგრძნო. ბიჭი გულში იკრავდა გოგოს, თითქოს მისი სუნთქვის გაგონება სურდა.

ისინი დიდხანს არ გაჩერებულან. ბოლოს თამადამ დაარღვია მათი სიმყუდროვე, სიჩუმე ითხოვა და სიყვარულის სადღეგრძელო შესთავაზა იქ მყოფ საზოგადოებას.

გიომ ყველა სიყვარულით აღსავსე ადამიანი დალოცა და ადღეგრძელა სიყვარულის შემქმნელი. მარის თვალი ჩაუკრა და კოცნა გაუგზავნა, ალავერდი კი სერგისთან გადავიდა. სერგი დაიბნა, ასე უეცრად არ ელოდა ძმაკაცის გადაწყვეტილებას. წამოდგა ფეხზე და დაიწყო ნაწყვეტ-ნაწყვეტ . . .

- მე მინდა დავლიო ეს სადღეგრძელო და მხარი ავუბა ჩემს ძმას და მეგობარს! გაუმარჯოს ყველა შეყვარებულ ადამიანს! არავის ვუსურვებ ცალმხრივად ყვარებოდეს ვინმე და ვიტყოდი ერთს: - ერთხელ ვიღაცამ თქვა: თუ გინდა ის შენი გახდეს, გაუშვი! თუ დაგიბრუნდა, სამუდამოდ შენთან დარჩება! თუ არ დაბრუნდა, დაივიწყე, ქარს გაატანე მასზე ოცნება, რადგან შენი ბედი არ ყოფილა! . . .

სერგიმ ბოლომდე დალია და უცებ დაჯდა.

- სერგი, რა ლამაზი რაღაც თქვი?! ვისია, შენ დაწერე?

- ჰო ალბათ. მე შენ მომწონხარ . . .

სიჩუმე ჩამოვარდა. მარი გაწითლდა, თავი დახარა . . . სერგიმ ნიკაპზე ხელი შეახო და თავი ააწევინა, თვალებში ჩახედა, მარის ზღვის ფერი თვალები თითქოს სისველეში ცურავდნენ, კურცხალმაც არ დააყოვნა და ბუდიდან გადმოვარდა ვით მარგალიტი . . . სერგი თვალებს ეამბორა და ცრემლი მოწმინდა. გარეთ გავიდნენ . . .

სერგიმ სიგარეტს მოუკიდა, მარი შადრევანთან ჩამოჯდა, წყალს უყურებდა და ხელით ეთამაშებოდა. ის თითქოს რაღაცას მოელოდა ბიჭისაგან, მაგრამ ამაოდ, სერგი დუმდა, დუმდა დიდხანს. . .

ბოლოს როგორც იქნა მისი მდუმარება სიგარეტის ბოლო ბოლმა თან გაიყოლა და მან ხმა ამოიღო.

- მარი, ვიცი, რომ შენ ვიღაც გიყვარს . . . იქნებ გამანდო, ვინ არის ის ბედნიერი? . . .

- სერგი, გაგიჟდი?! ვინ უნდა მიყვარდეს?

- ნუ მატყუებ?

სერგი მიუახლოვდა გოგოს და მის წინ ჩაიმუხლა. . .

- თვალებში შემომხედე, მარი, აი, ხომ ვხედავ! შენი თვალები სულ სხვას ამბობენ! შენ კი სტყუი არავინ მიყვარსო . . . რატომ მტანჯავ?!

- მე გტანჯავ, თუ . . . ?!

- თუ?

- არაფერი . . .

- რა კარგი იქნებოდა, ეს არაფერი რომ არ არსებობდეს ქვეყანაზე! . . . მარი გიყვარს ვინმე?!

- კი . . .

- ვინ?!

- არ ვიცი! . . .

- როგორ? . . .

- ჩვეულებრივად! არ ვიცი!

- თუ არ მეუბნები?!

- კი და არაც!

- ეგ როგორ გავიგო?!

- როგორც გინდა!

- მარი, მე მიყვარს ერთი გოგო, ძალიან მიყვარს, მაგრამ მეშინია ამის თქმის მასთან! რადგან არ ვიცი, როგორ მიიღებს!

- როგორც უნდა მიიღოს, უნდა უთხრა . . .

- შენ ასე გგონია?!

- ჰო!

- შენ რატომ არ მეუბნები, ვინ გიყვარს?

- არ შემიძლია!

- რატომ? იმიტომ რომ . . .

- იმიტომ რომ რა?!

- მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!

სერგი წამოდგა, სიგარეტს მოუკიდა ისევ და ნერვიულად დაიწყო აქეთ_იქეთ სიარული. მარი იჯდა და გაოცებული სახით მიშტერებოდა სერგის . . . ეცინა თუ ეტირა ვეღარ გაეგო. ბედნიერი იყო . . . მან მიიღო ბიჭის სიტყვები, რომელიც წრფელი სიყვარულით იყო სავსე . . . მაგრამ მაინც გოგომ თავი არ დაიჯერა.

- სერგი მთვრალი ხარ!

- ნასვამი ვარ, მარი, ნასვამი!

- სულ ერთია!

- ნასვამი ვარ და გავბედე! გითხარი . . . შენ კი სდუმხარ და გაკვირვებული მიყურებ, თითქოს პირველად მხედავდე და ფიქრობ, რა უნდა ჩემგან, რას გადამეკიდაო?!

- არა, სერგი, არა! მეც . . .

- რა შენც?!

სერგიმ სიგარეტი გადააგდო, გახარებულმა შეხედა გოგოს, ხელი გაუწოდა, წამოაყენა, გულში ჩაიკრა, ხელში აიყვანა და დატრიალდა. როცა გაჩერდა, შეხედა თვალებში და ეამბორა. გოგოს ეუხერხულა, მაგრამ არ შეწინააღმდეგებია. სერგიმ კვლავ ჩახედა მარის თვალებში და თქვა:

- არ მატყუებ?! არ მატყუებ, სიმართლეა, ამას შენი თვალები მეუბნებიან! მიყვარხარ, პატარავ!

ეამბორნენ ისინი ისევ ერთმანეთს . . . თითქოს დიდი ხნის მწყურვალი კაცი, დაეწაფა წყალს . . . ამ დროს გარეთ გიო გამოდის . . . მარის შერცხვა მეგობრის. გიომ შეათვალიერა უხერხულობაში ჩავარდნილნი, გაეცინა . . .

- გილოცავთ, მიხარია! ბედნიერად!

მიხვდა გიო ყველაფერს და შებრუნდა.

- ნათი, ერთი იმათ გახედე, რა დღეში არიან?!

- რა იყო, რა მოხდა?!

- მგონი, მგონი კი არა და სერგიმ სიყვარული აუხსნა მარის . . .

ნათია გახარებული ჩაეხუტა გიოს . . .

თენდებოდა, სერგიმ სახლამე მიაცილა მარი და დარეკვას დაპირდა . . .

* * *გავიდა დრო, მოვიდა ცხელი დღეები და ამ სიცხეში სერგის და მარის გამოცდები ეწყებოდათ. ორივე ღელავდა, ნერვიულობდნენ, ერთმანეთს თითქმის ვეღარ ელაპარაკებოდნენ. ეს უფრო აუტანელი იყო . . . მარის გამოცდები უფრო ადრე დაეწყო და ოთხივე წარმატებით ჩააბარა. . .

- მარი, როგორ ხარ სიხარულო? ჩემი სტუდენტი გოგო როგორ არის?

- კარგად, სიხარულო, შენ როგორ ხარ? მეცადინეობ ისევ?

- ჰო, სხვა რა გზა არის?

- მე დღეს მივდივარ უნივერსიტეტში, სია უნდა ვნახო.

- გინდა წამოგყვე?

- როგორც გინდა.

- მაშინ წამოვალ, მინდა, მაგრამ სამეცადინოს რა ვუყო?!

- მაშინ ნუ წამოხვალ ნათია მომყვება.

- კარგი

- შენ როდის გაქვს პირველი გამოცდა?

- ზეგ!

- კარგი, დაგირეკავ!

* * *

სერგის სამი გამოცდა ჰქონდა და სამივე წარმატებით ჩააბარა, ბედნიერი იყო, რომ ეს მძიმე ტვირთი ჩამოიშორა.

მარი და სერგი ერთი თვე დაუფარავად ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათი ამბავი ყველამ იცოდა. ყველას ახარებდა ასეთი ბედნიერი წყვილის ყურება. დადგა აგვისტო, სერგი დასასვენებლად მოსკოვში მიყვებოდა უფროს ძმას, მარი კი თბილისში რჩებოდა და ალბათ სადმე, რომელიმე კუთხეში დაისვენებდა, ისე მას მთაზე ჰქონდა დასვენება გადაწყვეტილი. უნდოდა ენახა ძველებური კოშკები და მთის სილამაზე.

სერგიმ წასვლის წინა დღეს მარის შეუარა და გამოემშვიდობა.

- პატარავ, ძალიან მომენატრები! ყოველდღე დაგირეკავ და სულ შენზე ვიფიქრებ ჩემო სიცოცხლე . . .

- მეც უზომოდ მომენატრები. იცი, სვანეთში ან ხევსურეთში გადავწყვიტე წასვლა ჩემს ძმასთან ერთად. მობილური თან მექნება, შენს პირველ ზარს მოუთმენლად დაველოდები . . .

- დაგირეკავ, შენს სიცოცხლეს ვფიცავ, დაგირეკავ. .

- კარგად . . .

- ნახვამდის, მარი . . .

* * *

მარი ხევსურეთში ისვენებდა. ეძინა, როცა მობილური აწკრიალდა. უცნობი ნომერი იყო, გაბრაზებულმა აიღო ტელეფონი, რატომ მაღვიძებენო!

- მარი, როგორ ხარ? არ მოგენეტრე?

- სერგი? შენ როგორ ხარ? სად ხარ? რამდენი ხანია, ველი შენს ზარს? მომენატრე! შენ?

- მეც მომენატრე, მარი, ძალიან! აქამდე დარეკვას ვერ ვახერხებდი! რაღაც პრობლემები მქონდა. ახლა თბილისში ვარ. შენ ისევ მთაში ხარ?

- კი, ხევსურეთში.

- მალე ჩამოხვალ?

- არ ვიცი, სერგი, ჩემზე არ არის დამოკიდებული.

- ჰო, კარგი, ახლა წავედი და მერე დაგირეკავ . . .

***

გადიოდა დღეები სერგი არ ჩანდა. მარი ნერვიულობდა.სახლში როცა ურეკავდა – აქ ასეთი არავინ ცხოვრობსო, პასუხობდნენ. მთელი ზაფხული ჩაუმწარდა მარის. თბილისში დაბრუნებულმაც ვერაფერი გაიგო. ხანდახან სერგი თვითონ თუ გამოჩნდებოდა და ისიც ცოტახნით. მერე უეცრად ისევ იკარგებოდა. მარის ცხოვრება ძლიერ შეიცვალა ორი თვის განმავლობაში . . . სასწავლებელშიც აღარ დადიოდა და დაქალებსაც ემალებოდა. ნათია სულ საყვედურობდა, ასე არ შეიძლებაო . . .

* * *

- ნათია, გამარჯობა, სერგი ვარ, როგორ ხარ?

- სერგი? შენ? მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ და სად დაიკარგე?!

- რა ვიცი, ნათი, რა ვიცი, ყველა მაგას მსაყვედურობს, არადა პრობლემები არ მელევა . . . ნათი, შენ ხომ არ იცი მარი სადღა დაიკარგა?

- არ ვიცი. ერთი თვეა, არ მინახავს. რომ ვურეკავ, სახლში არავინ არის! დედის და მისი მობილურიც გამორთულია. ერთხელ სახლში ავაკითხე, არავინ დამხვდა. მეზობლებმაც არაფერი იციან.

* * *

სერგიმ ყველა პრობლემა მოაგვარა და შინ წყნარად იჯდა, როცა კარზე კაკუნის ხმა გაიგო.

კარი ფრთხილად გააღო და დიდიხნის უნახავი სიყვარული დაინახა.

- მარი! . . . გულში ჩაიკრა.

მარი კი ყინულივით ცივი და უგრძნობი იყო . . .

- მარი, მოხდა რამე? სად იყავი? რატომ არ ჩანდი? იცი, როგორ ვინერვიულე? და ყველამ ვინერვიულეთ! . . .

- შენ, შენ სად იყავი?

- მეე? მე მოსკოვში პრობლემები შემექმნა, ქურდობა დამაბრალეს და მიჭერდნენ, არ მინდოდა, შენთვის მეთქვა, მენერვიულებინე, მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარდა . . .

- ჰო, ვხედავ, სახლში ხარ. მარტო ხარ?

- არა! რა ხდება? შენ სად იყავი?

- წამომყევი.

მარიმ სერგი სკოლაში მიიყვანა, სადაც მთელი ოთხი წელი ერთად იყვნენ. ის სულ დუმდა, სერგი გაკვირვებული დაყვებოდა. მერე კი იმ რესტორნისაკენ გაეშურნენ, სადაც მათ ერთი წლის წინ ბანკეტი ჰქონდათ . . . ბოლოს კი თავიანთ სამომავლოდ ნაყიდ სახლში ავიდნენ . . . მარი უცნაუად იქცეოდა. სერგიმ ეს შეამჩნია! ის ძალზე უცნაური იყო . . . მივიდა სერგისთან, ეფერებოდა, კოცნიდა . . . მათ სიყვარულში ჩაეძინათ . . . ალიონზე მარიმ სერგი გააღვიძა და წასვლა სთხოვა. სთხოვა, რომ სამუდამოდ დაშორებულიყვნენ! სერგი გაგიჟდა, იყვირა, იჩხუბა . . . - არ შემიძლია შენი დავიწყება, ვერ მომექცევი ასე . . . ვიცი, რომ სხვა არ გყავს, ამას გუშინ მივხვდი, მაშ რად მტოვებ. გუშინდელი ღამე რაღა იყო?! მეგონა ჩემი იქნებოდი სამუდამოდ აწი და ვერასდროს ვერავინ დაგვაშორებდა . . . არ შემიძლია უშენოდ ცხოვრება, მიყვარხარ, არ გესმის?!

მარი სერგის პერანგის ამარა იდგა და გაგიჟებულ სერგის უხმოდ უყურებდა, ცრემლები წამოუვიდა, სერგიც ტიროდა! მან ბოლოჯერ სთხოვა სერგის დაეტოვებინა სახლი და მისთვის პერანგი ეჩუქებინა!

- მშვიდობით. მეც მიყვარხარ სერგი . . . მაგრამ ეს სიტყვები სერგის არ გაუგონია, რადგან ის უკვე ძალიან შორს იყო . . .

* * *

გავიდა სამი წელი, მარი იმ დღის მერე არავის უნახავს. სერგი სახლში იყო როცა უცნაური რამ დაინახა, პირველად მიიღო წერილი. წერილს გარედან არაფერი ეწერა. არც მისამართი, არც ვისთვისაა და საერთოდ არაფერი. უბრალოდ შიგნით დიდი ასოებით “სერგის” ეწერა.

ჩემო ძვირფასო სერგი! აი უკვე, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა . . . ჩვენ ვეღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს. ნუ იფიქრებ ამ დაშორებაზე. ჩვენ ეს არ გვინდოდა, უბრალოდ ასე გამოვიდა. ვიცი თანახმა იყავი ყველაფერზე, მაგრამ ჩვენ უნდა დავშორებულიყავით . . . ნუ გეგონება, რომ შენ წინააღმდეგ წავედი, ან ჩემს წინააღმდეგ, ან სხვა დანარჩენების! არა! დამერწმუნე. რა თქმა უნდა, გამიჭირდა შენს თვალებზე ცრემლის დანახვა, დანახვა იმის, თუ როგორ ეალერსებოდნენ ისინი ჩემს ნაფერებ ტუჩებს თამამად. მაგრამ დღეს მე უკვე ოდნავ დავჭყნაედი, რადგან ვეღარ გხედავ და ვეღარ ვხედავ ცრემლიან თვალებს . . .მწუხარება, რომელმაც ორივე მოგვიცვა აუტანელი ხდება და მით უფრო მეუფლება კოშმარული შეგრძნება. ჩვენ ამას დიდხანს ვერ მივხვდებით, ეს რატომ ჩავიდინეთ, ამას თვეები, წლები დასჭირდება, მაგრამ ტკივილი მაინც დატოვებს ჩვენში იარებს. იმედია, ოდესმე გამოვალთ ამ გაუსაძლისი მდგომარეობიდან.მხოლოდ მაშინ მოგწერ მე ისევ. მე დრო და დრო მოგწერ უმისამართო წერილებს, რადგან ეს ურთიერთობა ცალმხრივი უნდა იყოს და ვერასოდეს უნდა გაიგო ჩემი მისამართი, მხოლოდ წერილები იქნება შენთან ჩემს გასახსენებლად.

გკოცნი უკანასკნელად, ფაქიზად, იმის იმედით, რომ ეს კოცნა მოვა შენამდის, როგორც შორი გზიდან მომავალი დაღლილი და დაქანცული მგზავრი. . .
შენი მარი . . აპრილის თვე . . .

სერგის წერილი ხელიდან გაუარდა, გაბრაზდა, ძლიერ გაბრაზდა, იფიქრა, რომ მარის სხვა შეუყვარდა და სერგი მიაგდო, მაგრამ ის ღამე უღრღნიდა ეჭვებს, ის დაუვიწყარი ღამე იმ ღამით ხომ მარი მთლიანად მისი გახდა . . .ერთხელ სერგიმ ნასვამ მდგომარეობაში ერთ ქალს ცოლობა სთხოვა. მას 5 წლის შვილი ჰყავდა. სერგის ეგონა, რომ ეს ქალი დაავიწყებდა განვლილ ნეტარებას და ჭეშმარიტ სიყვარულს, მაგრამ ამაოდ, სერგი იმ გოგოს ვერ ივიწყებდა, რომელიც ჭეშმარიტი გრძნობით უყვარდა და მუდამ ახსოვდა. აი განმარტოებულ სერგის მოუვიდა მეორე წერილი
ჩემო ძვირფასო სერგი!

ვიღებ კალამს და გწერ, როგორც დაგპირდი. დღეს 5 წელია, რაც ჩვენ უკვე “ჩვენ” აღარ გვქვია. მე ძალიან კარგად ვიცი, საყვარელო, რომ არ დაგვიწყებივარ. მე და შენ ისევ მარტოსულად ვართ, რადგან ჯერ ვერ გამოვსულვართ იმ დიდი სტრესიდან, რომელიც ჩვენ განვიცადეთ . . .

მაგრამ ამ ოთხ წელს უკვალოდ არ ჩაუვლია. გუშინ შენი ნაჩუქარი სათამაშო დათუნია ავიღე ხელში, რომელიც მარად შენს თავს მახსენებს . . .

ვიხსენებდი შენს ბავშურ სახეს, როცა პირველად გნახე, მაგრამ ჩემს მეხსიერებას თურმე აღარ შემორჩენია. აბა შენ სცადე, გაიხსენე ჩემი პირველი მზერა. ალბათ ვერ გაიხსენებ, აი, ხომ ხედავ. დრო ყველაფერს შლის, იგი ულმობელია. იცი, გუშინ წინ პირველად გამეღიმა, რაზე? ვისზე? არაფერზე და არც არავისზე. უბრალოდ მზემ მომჭრა თვალი და ღიმილი მომტაცა. ადრე ბევრჯერ ვცდილობდი გამეღიმა, მაგრამ არ გამომდიოდა და ვფიქრობდი, რომ ვერასოდეს ვისწავლიდი ხელახლა ღიმილს. მაგრამ ხომ ხედავ, დადგა დრო და გუშინ მზის სხივმა გამაღიმა პირველად ის თვითონ მოვიდა ჩემთან. მე მინდა, შენ რაც შეიძლება ხშირად იღიმებოდე. ის სულ ერთია რაზე, კარგზე თუ დაუვიწყარ ტკივილიან წარსულზე ან მომავალზე . . .

***

გავიდა ხუთი წელი. . .

მარი . . .

აპრილის თვე. . .

სერგი აანერვიულა უცნაურმა მეორე გამოხმაურებამ . . .

ისევ ჩხუბი, ისევ სმა, ისევ სახლიდან გაქცევა . . .

გავიდა დრო, სერგის მეუღლე დაეღუპა . . . ბიჭი კი, რომელიც ქალს მოჰყვა, სერგის ვერ იტანდა და ყოველთვის უკმაყოფილო იყო ყველაფრით. სულ ჩხუბობდნენ, არაერთხელ შეხებიან ერთმანეთს ხელითაც.

შვიდი წელი მარის გაუჩინარებიდან . . . და ისევ მესამე წერილი, სერგი წერილებით ცოცხლობდა . . .

აი, ისევ შენთან ვარ, ძვირფასო სერგი!

არ გეჩვენება, რომ ოცნებას ვგავარ?! ვჩნდები, ვქრები, როცა მინდა, რა იცი, იქნებ ახლოს ვარ და ვერ გეხები.

ისე არ შემიძლია, ჩემს თავს უბედური ვუწოდო. ყოველ წელიწადს მოდის შემოდგომა, ყოველ დღე ირეკება ეკლესიაში ზარი, მე კი მათთან ერთად ვძლიერდები, ძალა მიბრუნდება.

ერთხელ სადღაც ვიცეკვე. ახლა უფრო ხშირად ვიცინი. ადრე ვცდილობდი გამეღიმა, ახლა კი თვითონ მოდის ღიმილი ბაგესთან . . .

გუშინ კი დღესასწაული შემიყვარდა ხელმეორედ . . .

იცი, რატომ გწერ?! იმისათვის რომ ყოველივე ეს მოგიყვე და კიდევ იმიტომ, რომ ახალი ენერგია ჩაგინერგო და ეს ენერგია გამოგადგეს მინდა. სინაზე . . . ჩვენ გვისაუბრია ოდესღაც ამაზე, მაგრამ არ ვიცოდი, თუ რა იყო ეს სინამდვილეში. მოდი ერთად ვილოცოთ, რათა ვირწმუნოთ სინაზის და გავფანტოთ ჩვენი შავი ფიქრები.

მარი . . .

გავიდა შვიდი წელი. . . .

სერგი სასმელს ძალიან შეეჩვია, გიო ყოველთვის ეჩხუბებოდა ამაზე, მაგრამ სერგის გამოსწორება უკვე ძალზე გვიანი იყო.

ერთხელ ქუჩაში მიდიოდა, როცა თავისი გერი დაინახა. იგი გოგოს ეჩხუბებოდა, გოგო ასე თოთხმეტი წლის იქნებოდა. სერგიმ მისვლა გადაწყვიტა, მაგრამ ვეღარ გაბედა, რაც გოგოს სახე იხილა. მწარედ იყვირა – მარი! . . . და ჩაიკეცა . . . გონება დაკარგა, როცა გონს მოვიდა, ისინი არსად ჩანდნენ. მან იფიქრა, რომ მარის სიყვარულმა ჭკუიდან შეშალა და უკვე ხილვებიც დაეწყო . . .

სახლში მივიდა, დაძინება სცადა, მაგრამ კარზე კაკუნმა შეუშალა ხელი . . . ისევ წერილი . . .

წლები მიქრის. . . თოთხმეტი წელი! მე შორს ვიყავი, ახლახანს დავბრუნდი, ისევ მივემგზავრები. შენ ალბათ უკვე ძლიერ შეიცვალე და სოლიდური გახდი. ჩემო პატარა, ჩემო დიდო სერგი, რა თქმა უნდა, ალბათ გაქვს სახლი, ოჯახი, რომლისთვისაც შენ ძლიერ ძვირფასი ხარ!

თვითონ როგორი ხარ ახლა ნეტავ? ვფიქრობ, მხრები მაღალი და განიერი გექნება, მაგრამ თვალები . . . შენი თვალები ისეთივე იქნება, როგორიც უწინ . . .

მე? მე არ მოვყვები თუ როგორ გამოვიყურები, რადგან დავბერდი! ქალები კაცებზე ადრე ბერდებიან. ახლა ერთად რომ ვყოფილიყავით ხალხი დედა-შვილად ჩაგვთვლიდა . . .

ახლა ალბათ ხვდები, ჩვენი დაშორება რაოდენ საჭირო იყო . . . რათა სიმშვიდე გვეპოვა . . .

მე მიხარია, შენ რომ ჩემს ნაწერს კითხულობ, ეხები და გრძნობ . . .

მარი. . .

* * *

უკვე თექვსმეტი წელია, რაც ჩვენ დავშორდით . . .

ოთხი თვის შემდეგ . . .

ჩემო სიცოცხლე, აი, უკვე თექვსმეტი წელია, რაც მე გარდავიცვალე. თუ შენ ცოცხალი ხარ და ძალგიძს ამ წერილის კითხვა, გეტყვი, რომ მთელი ეს წლები მინდოდა ჩემზე გეფიქრა, არ მინდოდა, მაშინვე გაგეგო, რომ მე სიმსივნე აღმომაჩნდა და ჩვენი დაშორებიდან თვეები მრჩებოდა . . . ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ძალიან უძლური ვიყავი, ვერ მოვედი და ვერ გაგიმხილე, რომ ყველაზე დიდი 7-6 თვე მრჩებოდა . . .

ჩვენ მხოლოდ ოთხი თვის წინ დავშორდით. შენ ალბათ ყურადღება არ მიგიქცევია წერილის თარიღზე. დახედე! დახედე ყურადღებით. ხო, ოთხი თვის წინ, მხოლოდ ოთხი თვის წინ იყო თავდახრილი რომ გახვედი ჩემი ოთახიდან, ხმაგატეხილი და ცრემლიანი. ეს მხოლოდ თვეების წინ იყო. გვიახლოვდებოდა განთიადი, რომელმაც ამოაგორა მრგვალი, ცხელი მზე. ჩვენ ვისხედით ნახევრად ღია ფანჯარასთან, საიდანაც მხოლოდ ალიონი და ის საშინლად მწველი მზე მოჩანდა და შენი ცრემლები ეცემოდა ჩემს სხეულს, ხშირად . . . შენ რაღაცას ყვიროდი, არაფერი მესმოდა და ვდუმდი, ვდუმდი უძლურობით . . . დღეს კი ვზივარ ჩვენს მაგიდასთან, ირგვლივ ის ნივთებია, რაც ჩვენ მივაბნიეთ ვარსკვალვებივით, ის საჩუქრები, რაც ჩვენ იმ ოთხი წლის მანძილზე გვიჩუქნია ერთმანეთისთვის . . . ახლა კი ამ ბოლო წერილსაც ვამთავრებ და ვგრძნობ რომ მასთან ერთად ვასრულებ ყოველივეს . . .

ამ წერილის მერე შენი ცხოვერებიდან მე სამუდამოდ გავქრები.

ძვირფასო სერგი, ძლიერ მიჭირს . . . მიჭირს თქმა . . . მიჭირს იმიტომ, რომ არ ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა?! გითხრა თუ არა?! მაგრამ მგონია, რომ ეს შენ უნდა იცოდე! უნდა იცოდე რომ . . . იმ ღამით . . . იმ ღამით მე ფეხმძიმედ დავრჩი . . . მეოთხე თვეში ვარ . . . ვიცი, გოგო გვეყოლება . . . მე მის დაბადებას ვერ მოვესწრები, რადგან ექიმებმა მითხრეს, ბავშვი ნაადრევად დაიბადებაო, დაიბადება, როცა ჩემი იმ ქვეყნად წასვლის წამები მოვა . . . გვეყოლება ულამაზესი გოგო ქვეყანაზე . . .

სერგი! შენი წასვილის მერე, მეორე დღეს, აქ ერთი ქალი შემხვდა, უსახლკარო, რომელიც შევიფარე და ყველაფერი გავანდე, მხოლოდ იმ ერთ ადამიანს . . . გეფიცები, რომ ეს ქალი ჩვენს შვილს არაფერს მოაკლებს . . .

ახლა, როცა ამ წერილს კითხულობ, ჩვენი მარი თექსმეტის იქნება . . . თუ შეძლებ და, თუ ცოცხალი ხარ და თუ გინდა ჩვენი სიყვარულის უკანასკნელი ნაყოფი იხილო, მოძებნე . . . მოძებნაში ისევ ეს ქალი დაგეხმარება . . .

არ ღირს თქმა იმისა, თუ როგორ ვაკეთებ მე ამ ყოველივეს. ასეთი რაღაც მრავალს გაუკეთებია და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომელმაც იმ ერთს, იმ პირველს მივბაძე . . .

ჩემთვის მთვარია - რომ ჩემი სიცოცხლიდან წასვლა, შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრობა არ მოგაყენებს იმ დიდ ტკივილს, რომელიც შეიძლებოდა თექვსმეტი წლის წინ განგეცადა . . . მე ვიცოცხლე შენში წერილებით, იმიტომ, რომ შენ გაგეძლო განშორებისთვის . . . არ მინდა სიკვდილმა ხელი მომკიდოს და შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ წამშალოს . . . ჩემი სიკვდილის შესახებ მაშინვე რომ გაგეგო, შეიძლებოდა ვერ გადაგეტანა! იქნებ ახლაც ვცდები . . .

ახლა დაუსრულებელ, ბოლო წერილს რომ დავასრულებ ჩემი ვაებით, წამის მერე – გკოცნი . . .

ახლა კი . . . მე ვგრძნობ, ვასრულებ ცხოვრებას, რადგან არ შემიძლია გამოგიტყდე - მე არ მინდა მწუხარება. ეს სულელური შეგრძნებაა.

აი, ასეთი შეიძლება იყოს ოცნება . . . და ოცნების მარადიული სიყვარული, როცა ის ასეთი მაღალია, ნაზია და როცა მას არა აქვს მხარე საბედისწერო . . .

გაუფრთხილდი მარის . . .

***

სერგი გაგიჟდა, ტიროდა, ბღაოდა, თავში ხელს იცემდა . . . ყვიროდა . . .

- როგორ? როგორ არ მითხარი?! როგორ შემეპარა შენში ეჭვი, როგორ მეგონა, რომ გადამიყვარე?! შენ თურმე ჩემზე ფიქრობდი . . . რატომ მარი, რატომ?! მე ხომ მიყვარდი და მიყვარხარ?! Mმარი, რატომ წამართვი შენთან ყოფნის ის მცირე თვეები, მე ხომ ტკივილს მაინც შეგიმსუბუქებდი, სიხარულო?! . . . რატომ? რატომ გაიმეტე თავი ასე მწარედ?! რატომ შემიცოდე?! რატომ მომექეცი ასე, რატომ?! . . . შვილი?! შვილი მყავს . . . უნდა მოვძებნო, უნდა დავიბრუნო . . . უნდა ვიპოვნო უკანასკნელი ჩემი იმედი . . . მარი . . .

სერგი სახლიდან გავარდა ყვირილით, კონვერტზე პირველად მითითებული მისამართი ნახა და იქითკენ გაეშურა, საითაც შვილი ეგულებიდა . . .

კარზე დიდხანს აკაკუნა . . . დიდი ლოდინის მერე მოხუცებულმა ძლივს გააღო . . .

- ვინ გნებავთ?

- მე მარის ვეძებ, ჩემს შვილს . . .

ტიროდა სერგი, ტირილი მით უფრო გამძაფრდა, როცა კარი ფართოდ გაიღო და შინ ნაცნობი ნივთები დაინახა . . .

- თქვენ სერგი ბრძანდებით?

- კი დეიდა, სერგი ვარ, სერგი . . .

- შემოდი, შვილო, შემოდი . . .

სერგიმ კარი მიიხურა და თითოეულ ნივთზე, რაც კი ოთახში იყო, მოგონებები ამოტივტივდა, ტიროდა უმოწყალოდ, გაუჩერებლივ . . .

- კარგი, შვილო, გეყოფა . . . ვიცოდი დღეს, ან ხვალ რომ აუცილებლად მოხვიდოდი . . . ვიცოდი . . . დაჯექი სადმე . . . წყალი არ გინდა, შვილო?

- არა, არაფერი მინდა, ქალბატონო . . .

- მაშინ დამშვიდდი და მომისმინე . . .

- ჰო გისმენთ . . .

- დავიწყებ სულ თავიდან . . . როცა მარიმ მე მნახა, შევეცოდე, გარეთ ვიყავი, მციოდა, მწყუროდა . . . მან კი შინ ამომიყვანა და ყველაფერი მომცა . . . მთელი დღეები იჯდა აი, იმ მაგიდასთან და წერდა . . . წერდა გაუჩერებლივ. არაფერს ჭამდა, არც იძინებდა თითქმის . . . ტიროდა, წერდა და პერანგს ეფერებოდა. ჩანდა, რომ მამაკაცის პერანგი იყო . . . თავიდან ერთი-ორი დღე ვერაფერი შევბედე . . . ბოლოს შემეცოდა, ასე როდემდე გაგრძელდება-მეთქი, ვიფიქრე და გადავწყვიტე, მეკითხა, თუ რა აწუხებდა . . . მან შემომხედა ზღვისფერი თვალებით და მითხრა: - მოგიყვებით ყველაფერს, დეიდა . . . მხოლოდ შენ დამრჩი, შენ რომ არ მეპოვე, ალბათ დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. დედ-მამა და ძმა ავარიით დამეღუპნენ . . . მათი გამოგლოვება რომ ვერ მოვასწარი, ისე ექიმმა მითხრა, რომ ერთი წლის სიცოცხლეღა დაგრჩაო, სიმსივნე გაქვსო . . . ორი თვე საავადმყოფოში ვიყავი, უგონოდ . . . მერე საყვარელი ადამიანი გამახსენდა, რომელსაც ძალიან ვუყვარდი და რომელიც სულ დამვიწყებოდა . . . მივედი მასთან სახლში, წამოვიყვანე ჩემთან და ბოლო ღამე მასთან გავატარე, მერე ჩემგან სამუდამოდ წასვლა ვთხოვე, მეორე დღეს კი თქვენ გიპოვეთ. ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი, ჩემი ბოლო იმედი ხართო . . . და ისევ განაგრძო ტირილი. ბევრჯერ ვუთხარი, სერგისთვის უნდა გეთქვა ყველაფერი-მეთქი, მეგრამ ამაოდ, სულ ერთს გაიძახდა – ახალგაზრდაა, ეს ამბავი რომ გაიგოს, ინერვიულებს, მე არ მომშორდება და ცხოვრებასაც გაიუბედურებს, როცა მოვკვდები კი, შეიძლება, ვერ გადაიტანოს და თავი დაიღუპოსო . . . ერთ-ორ თვეში სულ ცუდად ხდებოდა, გული მისდიოდა თითქმის მთელი დღე, ექიმთან წასვლა ვურჩიე. მე ყოფილი ექიმი ვარ და ეჭვი გამიჩნდა, ფეხმძიმედ ხომ არ არის-მეთქი. ჯერ არსად აპირებდა წასვლას, მაინც უნდა მოვკვდე და რაღად მინდა ექიმიო – ამბობდა. დიდი ყოყმანის და თხოვნა - მუდარის მერე გადაწყვიტა წასვლა . . . უკვე მოეთხე თვეში იყო, ვეღარ დგებოდა, ექიმმა - გოგო არისო -უთხრა. მთხოვა, როცა დაიბადება ჩემი სახელი, დაარქვიო . . . მეექვსე თვეში იყო, როცა საკეისრო გაუკეთეს და ნარკოზიდან ვერ გამოვიდა. ბავშვი სულ თოთო იყო. სამი თვე საავადმყოპოში ჰყავდათ, რეანიმაციაში . . . ღვთისწყალობით გადარჩა, გამოვიყვანე და ვზრდი . . . დედის თხოვნისამებრ მარი დავარქვი და მაშინვე მოვნათლე . . . ნათლია მე ვარ . . . ალბათ იკითხავთ - თუ ღატაკი იყავი, ამდენი საშუალება საიდანო?! მარის ჰქონდა ფული, დედ-მამის სახლი გაყიდა, ეს სახლი იყიდა, ის სახლი კი, რომელიც თქვენ გქონდათ, გააქირავა, იქ ყოფნა უნდოდა, მაგრამ სერგი მომაგნებსო და აქით არჩია წამოსვლა, იქ კი იმათ დაუბარა: თუ ვინმემ მიკითხა, არავის მისამართი არ მისცეთ, ვითომ ბინა თქვენიაო . . .

- ერთი ორჯერ ვიყავი ასული, ეს ბინა დიდი ხანია გაიყიდაო, მეუბნებოდნენ . . .

- როცა დაგინახე, მაშინვე მივხვდი, სერგი იქნებოდი . . . ბავშვი გგავთ იერით . . . მარის თვალები, თმები, გამოხედვა აქვს, მაგრამ თქვენიც არის რაღაც . . . ხანდახან აცრემლებული რომ შემომხედავს, დედამისი მახსენდება . . .

- ახლა სად არის, ქალბატონო, ჩემი შვილი?

- სერგი, ეს ორი-სამი წელია ერთი ბიჭი გადაეკიდა, ყოველდღე გულს ტკენს, სახლში გვივარდება, მიყვარხარო, მარის კი არ უყვარს და მოშორება უნდა, მაგრამ ძალიან ცუდი წრის ბიჭია და ვერ იშორებს . . . ამიტომ ცოტახნით თავის დაქალთან არის საცხოვრებლად გადასული, იქ ვერ აგნებს ის ბიჭი და მშვიდად არის . . . ცოტახანი ალბათ ვერ ნახავთ, რადგან იმ ოჯახთან ერთად დასასვენებლად არის ზღვაზე წასული და რომ ჩამოვა, ნომერი დამიტოვეთ და დაგირეკავთ . . .

- ის ბიჭი ვინ არის, ხომ არ იცით?

- არ ვიცი, არც სახელი, არც გვარი . . . ერთი უზრდელი, თავქარიანი ბიჭია . . .

* * *

სერგი ყოველდღე ელოდა შვილის ზარს, მაგრამ რატომღაც აგვიანებდა . . .

ერთ დღეს სერგის გერი ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა ტელეფონზე, სერგის ყველაფერი ესმოდა:

- არ დამიკიდო ყურმილი, თორემ განანებ . . . არ მაინტერესებს . . . დღესვე შემხვდები, სადაც მე გეტყვი, იქ მოხვალ . . . არ ვიცი მე ნათლიაშენი . . . არც ეგ მაინტერესებს, ცუდად არის თუ კარგად . . . მოკვდეს, ერთი მაგის, ხელს მიშლის ეგ ბებერი ქალი . . . მერე რა, რომ ნათლიაშენია? . . . დედაც არის და მამაც?! სასაცილოა! . . . ნორმალურად ვლაპარაკობ . . . ერთ საათში შემხვდები . . . სადაც ვხვდებით ხოლმე . . . შენ ვინ გეკითხება, გინდა თუ არა?! . . . ნუ მალოდინებ . . . იცი, რომ ლოდინი არ მიყვარს . . . არ მოხვალ? . . . სახლში დაგადგები . . . რატომ ვერ გავბედავ? შენი მომაკვდავი ბებრის შემეშინდება? . . . რაა? . . . მოკლედ ერთ საათში იქ გელოდები . . . გესმის, მარი? . . . ხოდა გამოდი დროზე . . .

სერგი ბიჭს უკან გაჰყვა, აინტერესებდა, ასე ვის ელაპარაკა . . . ბაღში ისევ ის სახე დაინახა . . . ისევ ნაცნობი . . ზღვისფერთვალება ლამაზმანი . . . სერგი ჩუმად იდგა და ყურს უგდებდა მათ საუბარს . . . ბოლოს ბიჭმა ხელი გაარტყა გოგოს . . . სერგიმ ვეღარ მოითმინა და მივიდა. გერმა ჩხუბი დაუწყო:

- შენ აქ რაღა გინდა? წაეთრიე რა, ილოთავე! როგორ მოხდა, ფხიზელს გხედავ?! ფული ხომ არ შემოგაკლდა?! აჰა, ფული და წაეთრიე, შე მათხოვარო . . .

- ხელი გაუშვი ამ გოგოს! წაეთრიე საიდანაც მოთრეულხარ, შე ნაბიჭვარო . . .

სერგიმ თავი ვერ შეიკავა და ბიჭს ხელი გაარტყა, ის მწარედ დაეცა ცხელ ასფალტზე . . . წამოდგომაც ვეღარ შეძლო . . .

სერგიმ გოგოს ხელი გადახვია და სახელი ჰკითხა.

- მე, ძია, მარი მქვია.

- სად და ვისთან ცხოვრობ?

- მე ნათლიასთან ვცხოვრობ.

- დედ-მამა არ გყავს, შვილო?

- დედა ჩემს მშობიარობას გადაყვა, მამა არ ვიცი . . .

- წამოდი, სახლში მიგიყვან, პატარა . . .

სერგის ცრემლები წამოუვიდა, მკლავებში ჰყავდა შვილი, მარის და მისი სიყვარული, ერთადერთი სიყვარული. შვილი . . . უნდოდა მოეყოლა ყველაფერი, მაგრამ სახლში მისვლა არჩია უთქმელად.N

- ნათლია ცუდად მყავს, ეს ბიჭი კი თავს არ მანებებს . . . არ მიყვარს და ცუდად მხდის . . .

- რა სჭირს ნათლიაშენს?

- ძალიან დაბერდა და ლოგინიდან ვეღარ დგება . . . იცით, რამდენჯერ მინატრია დედ-მამა მყოლოდა?!

- როგორი წარმოგიდგენია შენი მშობლები?

- დედას სურათები ძალაინ ბევრი მაქვს, მამასიც, მაგრამ იმ სურათებში ჩემი ტოლია . . . ძალიან ლამაზი მშობლები მყავდა . . . ვიცი, რომ ლამაზები იყვნენ და ერთმანეთი ძალიან უყვარდათ . . . აი, ახლა ალბათ მამაჩემი თქვენნაირი იქნებოდა . . .

- მამაზე რა თქვი, სად არის?

- არ ვიცი, ნათლიამ არაფერი იცის მამაზე, დედამ თურმე არ უთხრა, მე რომ ვიბადებოდი, რადგან მალე უნდა მომკვდარიყო და მამამ არ იცის, მე რომ ვარსებობ, თორემ დარწმუნებული ვარ, მიპოვიდა და ვეყვარებოდი . . . თქვენ არ გყავთ შვილები?

- კი, მეც ერთი ქალიშვილი მყავს, სხვათაშორის, ისიც შენი ტოლია და შენსავით ლამაზია!

- მე თურმე დედას ვგავარ ძალიან . . . ლამაზი დედა მყავდა . . . მეც მინდა თქვენნაირი მამა მყავდეს . . .

სერგი ამ სიტყვებმა დააღონა, ვეღარ გაუძლო 16 წლის გოგონას გულღია საუბარს, ასეთ თბილ სიტყვებს გარდაცვლილ დედაზე და უცნობ მამაზე . . .

როგორც იქნა, სახლამდეც მიაღწიეს . . .

- მოდი, სახლში ამოგყვები და შენს ნათლიასაც ვნახავ, რამე ხომ არ სჭირდება?!

კარი ფრთხილად შეაღო მარიმ, ნათლიას ეძინა . . .

- დაბრძანდით . . .

- შეგიძლია შენი სურათები და მშობლების სურათები დამათვალიერებინო?

- კი, რატომაც არა?

მარიმ ალბომი მოიტანა, ჯერ დედას სურათი იყო პირველ გვერდზე, საბანკეტო კაბით. მეორე კი მამის. . . მესამე გვერდზე კი ჩახუტებული მარი და სერგი. . . სერგი ათვალიერებდა სურათებს და ახსენდებოდა თითოეული მათგანი, ის ტიროდა . . .

- რატომ ტირით ძია?

- ჩემი სკოლის ბანკეტი გამახსენდა . . .

- მარი, მოხვედი, შვილო?

- კი, მოვედი. ჩვენ სტუმარი გვყავს ნათლი. დღეს იმ გიჟისგან გადამარჩინა . . .

- სერგი?! შენ ხარ?

- კი ქალბატონო, მე ვარ!

- თქვენ ერთმანეთს იცნობთ?

გაკვირვებული თვალებით გადახედა ორივეს მარიმ . . .

- კი, მარი, ვიცნობთ . . . სერგი, ბოდიში ვერ დაგირეკეთ, ვერ მოვახერხე . . .

- არაუშავს, ქალბატონო. დღეს ბედმა შეგვახვედრა მე და მარი ერთმანეთს. ბევრი ვისაუბრეთ, თურმე ძალიან უყვარს მშობლები და მამის გაცნობაც სდომებია . . .

- ჰო, სულ მათზე ლაპარაკობს . . .

- ქალბატონო, მგონი უნდა ვუთხრათ და ასრულდეს ჩემი მარის სურვილი, ბავშვმა უნდა იცოდეს, მამამისი ვინ არის . . .

- თქვენ ჩემს მშობლებს იცნობთ?

- კი, მარი, კი, ვიცნობდი დედაშენს, რომელიც ძალიან მიყვარდა, რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა, რომელმაც უჩემოდ გადაწყვიტა ამ ქვეყნიდან წასვლა, რომელმაც შენი თავი მაჩ . . .

- მ ა მ ა . . .

მარი გაექანა სერგისკენ, მხურვალედ ჩაეხუტა, კოცნიდნენ ერთმანეთს . . .

- ვიცოდი, ვიცოდი . . . გუშინ დედა დამესიზმრა, იმ სურათში რომ არის, ისე გამოიყურებოდა, ის საბანკეტო თეთრ-წითელი ფერის კაბა ეცვა, ფერიას ჰგავდა დედიკო, ფერიას, გახარებული იყო, ბოლოს ვიღაცას გააცნო ჩემი თავი და დაგვტოვა, დაგვტოვა ჩვენ ორნი . . . ვიცოდი . . . მამა . . .

* * *

სერგი სახლიდან გახარებული გამოვიდა . . . შემოგდგომა იყო, ფეხით კაფავდა ჭრელა-ჭრულა ფოთლებს, მიდიოდა ნელი ნაბიჯებით, გახარებული იყო . . . სასაფლაოსთან აღმოჩნდა . . . დიდი ხანი ეძებდა რაღაცას და ბოლოს თითქოს მიაგნო . . . შეჩერდა, ცოტახანი ჩაფიქრებული იდგა . . . დაიხარა და საფლავს მოეფერა . . .

- მადლობა სიხარულო, ანგელოზისთვის . . . მენატრები უზომოდ, სიხარულო . . . რატომ მაინც და მაინც შენ?! რამდენი ბოროტი ადამიანი დადის ქვეყანაზე?! რატომ ძვირფასო, რატომ?! რა დააშავე?! მე რატომ მიფრთხილდებოდი?! თურმე გიჭირდა და მე ვერ გეხმარებოდი . . . რატომ შემიცოდე? . . . მინდოდა შენს გვერდით ვყოფილიყავი . . .

იგი დიდხანს იჯდა საფლავთან, თითქოს ნაცნობს შეხვდა, დიდი ხნის უნახავს და ესაუბრებაო . . . უხდიდა მადლობას, საყვედურობდა, ეფერებოდა ქვას, რომლიდანაც ანგელოზივით უღიმოდა სანატრელი ადამიანი . . .

სანატრელი ადამიანის საფლავთან შემოაღამდა . . . შინ წასვლა ძლივს გადაწყვიტა, ვეღარ ელეოდა მარის საფლავს . . . გამოემშვიდობა გარდაცვლილის ქვას და გამოვიდა . . . ნელა ჩაიარა სასაფლაო . . . გზაზე ქალი შეხვდა, შეამჩნია რომ მძიმე ჩანთები მიქონდა და მიეხმარა . . .

- გმადლობთ . . .

- არაფრის, ქალბატონო . . .

- ნამტირალევი ხმა გაქვთ, გეტყობათ, სასაფლაოდან მოდიხართ . . .

- დიახ, სასაფლაოდან გამოვედი, უკვე ოთხი საათია, ერთი ადამიანის საფლავთან ვზივარ და ველაპარაკები . . .

- ოთხი საათია?

- დიახ, ოთხი საათი.

- ალბათ ისეთი ადამიანის სასაფლაოზე იყავით, ვინც ძალიან გიყვართ . . .

- ასეა . . . დიდი ხანია მიყვარს, ბავშვობიდან . . . მერვე კლასიდან. მაგრამ მერე ბედმა გაგვყარა . . .

- მერვე კლასიდან? ნაცნობი ისტორიაა, ოღონდ ის ისტორია იმედია სიკვდილით არ დამთავრებულა . . . ჩემს კლასელებსაც უყვარდათ ერთმანეთი . . . ბიჭმა გოგოს ბანკეტის დღეს აუხსნა სიყვარული . . . ბედნიერი წყვილი იყო . . . გოგო ჩემი უახლოესი დაქალი იყო. გაუჩინარდნენ, თითქოს მიწამ შთანთქა ორივე . . . მაშინ 16-17 წლისანი ვიყავით, ახლა კი 35 წლის ვარ, მყავს მეუღლე, სამი შვილი და დღემდე არ ვიცი, ჩემი დაქალი სად არის?! ასეთი უცნაური სიყვარულის მომსწრე ვარ მე . . .

სერგი ჩუმად იყო, სიბნელეში ცდილობდა ქალის სახე გაერჩია, მაგრამ ვერ ახერხებდა. ბოლოს დიდი პაუზის შემდეგ, თითქოს რაღაცაში დარწმუნდა და გადაწყვიტაო . . .

- ნათია?!

- ბატონო?!

- ნათია ხარ?

- თქვენ საიდან იცით ჩემი სახელი?!

სერგიმ ჩანთები დადო და ქალს გადაეხვია.

- ნათი, სერგი ვარ, სერგი . . .

- სერგიიი? . . .

- ჰო, სერგი ვარ!

ნათია მიხვდა ყველაფერს, აუცრემლიანდა თვალები . . .

- სერგი, სად ხართ, როგორ ხართ, საით არის ჩემი დაქალი? რატომ დამეკარგეთ? ნუთუ ჩვენი მეგობრობა არაფერი იყო?! ვის სასაფლაოზე იყავი, ვინ გყავს გარდაცვლილი? . . .

- მოიცადე, ამდენ შეკითხვას როგორ ვუპასუხო ერთდროულად?! მოდი აი, იქ, სახლთან ჩამოვსხდეთ და ყველაფერს მოგიყვები . . .

- აი მანდ ვცხოვრობ, მაგ სახლში, ამოდი და ყველაფერი მომიყევი . . .

სერგიმ ბარგი აატანინა სახლში ნათიას, მეუღლე გაიცნო, პატარა ბავშვები აქეთ იქით დახტოდნენ, უხაროდათ დედის მოსვლა . . .

- ნათი, ბევრი რამ მოხდა . . . გახსოვს, მე რომ დავიკარგე ორი თვით?Mიქიდან დაიწყო ყელაფერი . . . ცოტა ხანში მარი ამოვიდა ჩემთან სახლში, ჩვენს სახლში ავედით . . . მთელი ღამე ერთად ვიყავით, უცნაური იყო . . . დილით, როცა მეგონა არასდროს დავშორდებოდით, სამუდამოდ დავშორდეთო, მთხოვა . . . ვიჩხუბე . . . მაგრამ მარის უკვე გადაწყვეტილი ჰქონია ყველაფერი . . . დავტოვე, დავტოვე და დავტოვე იქვე ჩემი ნახევარი სიცოცხლე, გავშორდი სახლს და თავის მოკვლაც ვცადე, მაგრამ ეჭვიანობა არ მომშორდა . . . მეგონა, მარიმ ვინმეში გამცვალა, მაგრამ, მეორეს მხრივ, იმ ღამეს ჩემი გახდა . . . ორად გავიყავი . . . გავიდა სამი წელი, წერილი მომწერა . . . ვერაფერი გავიგე . . . სიმთვრალეში შვილიანი ქალიც კი შევირთე . . . მომივიდა მეორე, მესამე, მეოთხე წერილი . . . ამასობაში ეს ქალი, ცოლად წოდებული, გარდაიცვალა . . . ბოლოს ერთი თვის წინ მომივიდა მეხუთე წერილი . . . მარი თექვსმეტი წელია გარდაცვლილა . . . სიმსივნე ჰქონია . . . ალბათ ხვდები, რატომ დამშორდა?! მე რომ გადავერჩინე . . . მაგრამ იმ ღამეს ჩვენ ღმერთმა არ გაგვწირა ბოლომდე და შვილი გვაჩუქა, გოგო დაიბადა ექვსი თვის, მარი ნარკოზიდან ვერ გამოვიდა . . . მარი ჰქვია ჩვენს შვილს . . . დღეს ვიპოვე . . . მამა დამიძახა, მამა . . . გესმის, ნათი?! . . . ხოდა, რომ შეგხვდი მარის სასაფლაოდან გამოვედი . . .

ნათია ტიროდა.

- სერგი, მესიზმრება თუ ეს ყველაფერი მართალია, რაც მომიყევი?! ჩემი დაიკო მარტო იყო იმ გასაჭირში?! . . .

- ჰო მარტო იყო და არავის სთხოვა დახმარება . . .

- გიომ იცის ეს ყველაფერი?!

- არა, გიოსაც არ ვნახულობ, სანამ შვილის ამბავს გავიგებდი, ვლოთობდი, გიო სულ მეჩხუბებოდა და ამიტომ არ ვნახულობდი, ახლა ალბათ ვინახულებ . . .

იმ ღამით, ნათიამ სერგის, დარჩენა სთხოვა მაგრამ სერგიმ არ დაიჯერა და შინ წავიდა . . .

***

სერგიმ გერი ჩამოაშორა მარის . . .

გიოსთან ასვლა გადაწყვიტა პირველად, შვიდი წლის განშორების მერე . . . კარი ვიღაც ჭაღარა ნარევ თმიანმა კაცმა გააღო, თვალებით იცნო მეგობარი, ისევ ისეთი ჰქონდა გიოს თვალები, როგირც უწინ, მუდამ ჭინკებით სავსე . . .

- სერგი?! . . . ძმაო . . .

- გიო, როგორ შეცვლილხარ, ბიჭო?!

- დავბერდი, წლები მიქრის და სიბერე მტეხავს . . . შემოდი, შემოდი . .

- მოიცა რა, რა დროს შენი დაბერებაა?!

- შენ როგორ ხარ? ისევ ლოთობ?

- აღარ!

- გამოსწორდი?!

- ჰო, გამომასწორა ერთმა პატარა ანგელოზმა . . .

- ვინ არის ის პატარა ანგელოზი?

სერგიმ ყველაფერი უამბო გიოს . . .

- სერგი ქალიშვილი გყოლია, ბიჭო?! ჩემი მარის შვილი, ჩემი დაიკოსი . . .

- ჰო, დიდი გოგო მყავს. ხვალ ხდება თვრამეტი წლის . . .

გიოს ცრემლები მოერია ყოველივე ამის გაგონებისას . . .

- იცი, ამას წინათ, მარი რომ ვიპოვე იმ დღეს, სასაფლაოდან რომ გამოვედი ვინ შემხვდა?

- ვიინ?

- ნათია . . .

- ჩვენი ნათია?!

- ხოო . . . იცი როგორ შეცვლილა?! დაოჯახებულა და სამი შვილი ჰყავს, ორი ბიჭი და ერთი გოგო . . . გიკითხა, როგორ არისო . . .

* * *

- მამა, დღეს ერთი ბიჭი უნდა გაგაცნო, წინააღმდეგი ხომ არ იქნები?!

- არა, არ ვიქნები შვილო!

მარიმ მამას შეყვარებული გააცნო . . .

- მამი, გაიცანი, ეს ლუკაა.

- სასიამოვნოა, კარგი ბიჭი ჩანხარ, ლუკა . . . რა გვარის ხარ ლუკა?

- ჩემთვისაც სასიამოვნოა, ბატონო სერგი, თქვენი გაცნობა. მე ხომერიკი გახლავართ . . .

- ხომერიკი?!

შეცბა სერგი . . .

- დიახ!

- მამა, ვინმეს იცნობ ხომერიკს?!

- კი, შვილო, ბავშვობის ძმაკაცი მყავს ხომერიკი . . . დედაშენის და ჩემი კლასელი იყო, გიო ხომერიკი, კაი კაცია ძალიან . . .

- გიო ხომერიკი?

- ჰო!

- მამაჩემია!

- რას ამბობ?!

- დიახ, ბატონო სერგი, გიო ხომერიკი მამაა ჩემი . . . თქვენ ის სერგი ბრძანდებით, მამა რომ ყვება ყოველთვის?! . . .

- ალბათ, შვილო . . . მამაშენს და მე დიდი ძმობა გვაკავშირებს . . .

* * *

- არ ვარ, შვილო წინააღმდეგი. გზა დამილოცნია თქვენთვის! მარი, არ იცი, დედაშენს როგორ გაუხარდებოდა ეს ამბავი . . .

მარი და ლუკა დაქორწინდნენ. დიდი ქეიფი გაიმართა. პატარძალი ძალიან ლამაზი იყო, სერგის მარის ახსენებდა შვილის ყოველი ღიმილი და გამოხედვა . . . სუფრის თამადამ იქ მყოფი საზოგადოება არ მოაწყინა, სულ ცეკვავდნენ, მღეროდნენ და სიძე პატარძლის ლოცვა-კურთხევაში იყვნენ.

სუფრის დასასრულს თამადამ სიჩუმე ითხოვა და დიდი თასით სიყვარულის სადღეგრძელო დალია. სერგის მიაწოდა გიომ თასი და სადღეგრძელოს შესმა სთხოვა მძახალს.

სერგიმ კიდევ ერთხელ დალოცა ნეფე-დედოფალი და ძმაკაცს გადახედა:

- გაუმარჯოს ყველა შეყვარებულ ადამიანს, მათ ჭეშმარიტ, ღვთისგან ბოძებულ, ნაზ და ხელშეუხებელ სიყვარულს გაუმარჯოს, გაუმარჯოს სიყვარულს . . . დღემდე მე ერთი ქალის სიყვარული მასულდგმულებს . . . და ეს მშვენიერი ქალბატონი მარის დედა იყო, რომელიც დღესაც, სადაც არის, იქ მიყვარს და დარწმუნებული ვარ, რომ მასაც ვუყვარვარ . . . და ბოლოს ერთს ვიტყოდი:

ერთხელ ვიღაცამ თქვა: თუ გინდა ის შენი გახდეს, გაუშვი! თუ დაგიბრუნდა, სამუდამოდ შენთან დარჩება! თუ არ დაბრუნდა, დაივიწყე, ქარს გაატანე მასზე ოცნება, რადგან შენი ბედი არ ყოფილა! . . .

სერგიმ სასმელი დაცალა და შვილს გადახედა . . .

- მამა, რა ლამაზი რაღაც თქვი?! ვისია? შენ დაწერე?! . . .

- ხო, მე დავწ. . .

სერგი დაეცა უგონოდ . . . მას ვერავინ უშველა . . . დამძიმებული სული ზეცამდე ააცილეს ანგელოზებმა და სანატრელ სიყვარულს შეახვედრეს . . .

მათი სიყვარული ძლიერი იყო, მათ ერქვათ ბედნიერი წყვილი . . . ბედნიერებამ მათ გულში დიდი ლოდინის და ვაების მერე დაისადგურა, მაგრამ მაინც ერთად განვლეს სიყვარულის ეკლიანი, მწვანე ბილიკი . . . სერგი დედამიწაზე დაიარებოდა დაღონებული, მარი კი ზეცაში . . . ელოდნენ უსასრულოდ ერთმანეთს, ელოდნენ ერთმანეთის დაბრუნებას . . . მათ სიყვარულს დრო და ხანი ვერ აშორებდა, მათი გულები ხომ მარად ერთად იყვნენ და ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები .