31 March 2013

Anny)) says:


Anny)) says:


Anny)) says: საყვარელი


Anny)) says:


Anny)) says: რაშია ყოვლისშემძლოობა ?

რაშია ყოვლისშემძლოობა ? აიი ესეთ რამეებზე ვფიქრობ ხშირად) ზოგად და საკამათო თემებზე.. ჰოდა, ყოვლისშემძლება, ნუთუ ძალაუფლებაში? არამგონია ფარულად ხომ ყველას თავისი აზრი დარჩება შენს შესახებ, არაგულწრფელ ერთგულებას ექნება ადგილი.. აბა მაშინ შიშია ყოვლისშემძლე? ეგეც არამგონია, ადამიანი თუ შიშის გამო აკეთებს ამა თუ იმ რამეს სხვა ადამიანისათვის, ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს ვინმე სხვა ადამიანი რომლის მას უფრო შეეშინდება, მაშ ფულში? არ ვამბობ რომ ფულს პატარა ადგილი უკავია ცხოვრებაში, არა! მაგრამ ყოვლისშემძლეობასთანაც არც ისე ახლოსაა, როცა ადამიანს აქვს ყველაფერი რისი ყიდვაც შეიძლება მაშინ იგი განიცდის სხვა ნაკლებობას, იმისა რისი ფულით ყიდვა არ შეიძლება)) ვერ იყიდი მეგობრობას, ვერც პატივისცემას და ვერც მითუმეტეს სიყვარულს, ზოგადად გრძნობებსაც ვერ იყიდი.. კიდე ბევრი რამ არსებობს რამაც შეიძლება პრეტენზია იქონიოს ყოვლისშემძლეობის სტატუსსზე , მაგრამ ჩამოთვლა ფუჭია)) ჩემი აზრით კი ყოვლისშემძლეობა სიტყვებშია, სიტყვა ხომ დანაზე მეტად გატკენს, სიტყვით შეურაწყოფის მიყენების შედეგად მიღებული ზიანი ადამიანს შეიძლება ცხოვრების ბოლომდე დარჩეს, და არა გაუაროს 2 კვირის შემდეგ როგორც მაშინ თუ ფიზიკურ ძალას ექნება ადგილი)) სიტყვებით ლამაზი და ნაზი გრძნობები იხსნება, რა თქმა უნდა როცა ნაზ გრძნობებზზეა ლაპარაკი ფიზიკურ კონტაქტიც სახსენებელია, მაგრამ სიტყვები, ბგერები, ისინი ჩაგესმიის ყურებში როცა ყველაფერმა უკვე განვლო. სიტყვები საოცარი რამეა, მათგან იწერება ლექსები რომლების წაკითხვისთანავე ჩვენ ან ჩვენ თავს ვპოულობთ, ან ვწყნარდებით, მოკლედ რომ ვთქვათ ჩვენ მათ ვგრძნობთ. სიტყვებიდან ითხზება მოთხრობები, იწერება წიგნები ( წიგნებზე ნაკლებად ვისაუბრებ ეხლა თორემ ძალიან გამიგრძელდება) რომელთა წყალობით ყალიბდება ადამიანი, კერძოდ პიროვნულად. ლიტყვების შედეგად ჩვენ ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ, არაფერია სიტყვაზე ძლიერი, როგორც კაცისთვის ასევე ქალისთვის.

P.S. ქალებს ყურებით უყვართ, კაცებს კი თვალებით..! ქალები უფრო უფრო... რაღაც .. ხომ ხვდებით :დდ