11 February 2013

Gentleman - I Got To Go

Anny)) says:


საკმარისად დავწერე მე დღეს მგონი.. დანარჩენი დილის წერილებში  თორე ესე ვარ უკვე ^^^ )) ) )

Anny)) says:




იცვლებიან თუ არა ადამიანები? რთული კითხვაა ჩემი აზრით. ბევრი მოსაზრება არსებობს ამის თაობაზე, ისეთები როგორიცაა - "ადამიანები არ იცვლებიან, გრძნობები იცვლებაო" , ან კი "ადამიანები არ იცვლებიან, მჟღავნდებიანო". ყველა ესეთ მოსაზრებაში სიმართლე დევს, რაღაც დოზით, მაგრამ არა ყველასთვისაა ეს მართებული ახსნა და განმარტვა. ან კი როგორ უნდა იწამო იმის, რომ ადამიანს შეცვლის უნარი გააჩნია როცა გაქვს წაკითხული წიგნი - " მექანიკური ფორთოხალი " [ თუნდაც ამ წიგნის ეკრანიზაცია თუ გაქვს ნანახი > A Clockwork Orange ] 

ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც მიმაჩნია, რომ შეცვლისათვის პიროვნებას არა საბაბი და გარემოება უნდა გააჩნდეს, არამედ სტიმული დახვეწილობისაკენ, სწრაფვა სრულწოფილებისადმი. რომელსაც თან ახლავს რაიმე გრძნობა ( სიყვარულის, დანაშაულის, "ყელში ამოსვლის", სირცხვილის, სასოწარკვეთილობის, დანაკარგის ან ტკივილის ). გრძნობა აუცილებელია იმიტომ, რომ მის გარეშე არამარტო ძნელი იქნება ჩანაფიქრის ( შეცვლის ) განხორციელოება, არამედ არც ისე ნაყოფიერიც! გარდაქმნა ამ შემთხვევაში განაპირებულია ადამიანის შინაგანი მდგომარეობით, იმის სურვილით რომ შეიცვალოს ხედვის რაკურსი სამყაროსადმი, აღითქვას გარშემო ადამიანები და "პროცესები" სხვა კუთხიდან, და თუ ეს ხდება, ადამიანი იცვლება, იცვლის აზრს და გარკვეულწილად პრინციპებსაც. მთავარია ადამიანი რომელიც გადაწყვეტს შეცვლას დარწმუნებული იყოს თავის თავში, აცნობიერებდეს რომ შეცვლა დადებითად იმოქმედებს მის ცხოვრებაზე, და მაშინ ყველაფერი გამოვა! 

[ ახლა მე არ მაქ ლაპარაკი ასაკთან დაკავშირებულ ადამინის გარდაქმნაზე, რადგან მოგეხსენებათ ადამიანის ფსიქიკა ვითარდება დაახლოვებით 8-17 წლების მონაკვეთში.. ]



ასევე არსებობს ადამიანის შეცვლის ისეთი შემთხვევები, როცა თვითონ გარდაქმნის პროცესი ძალაუნებურად მიმდინარეობს.. სურვილის გარეშე.. ზუსტად ესეთ შემთხვევაში მიზანდასახულია იმის აღვნიშვნა, რომ ზუსტადაც გარემოება მოქმედებს ადამიანზე და არა ადამიანის სურვილი ან მიზანი გარემოებაზე! რაღაც ისეთი განსაკუთრებული [ განსაკუთრებულად კარგი ან განსაკუთრებულად ცუდი ] უნდა მოხდეს რომ ადამიანი თავისით შეიცვალოს, არ შემიძლია მაგალითის მოყვარნა, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია პირადად ჩემს ცხოვრებაში რა უნდა მოხდეს რომ ძალაუნებურად, ჩემი თავისათვის შეუმჩნევლად პიროვნულად შევიცვალო!

P.S.  THE MEANING OF LIFE IS TO GIVE LIFE A MEANING..! 




Anny)) says:

როცა ვნერვიულობ - ვჭამ, როცა არ მეძინება - ვჭამ, როცა ცუდ განწყობაზე ვარ - ვჭამ.. ახლა კი ისეთი პერიოდი მაქ ცხოვრებაში, რომ ასე მომიწევს მგონი ... 



კიდევ კარგი არ ვსუქდები ))) )) )  ) ))))) )) ))))) ) )) ))))) )) )))) )) )