08 May 2013

რა გააკეთოს აბიტურიენტმა გამოცდის წარმატებულად ჩასაბარებლად


გამოცდებისათვის მომზადების პროცესში აბიტურიენტს უწევს ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა. ხშირად რომელიმე ავიწყდება, ხოლო სხვა საქმის დასრულებას ვერ ასწრებს. სწორედ ამგვარი ჩავარდნიდან თავის დასაღწევად საჭიროა მაქსიმალური მობილიზება და თვითორგანიზება. ამისათვის შემოგთავაზებთ დროს ეფექტური მართვის წესებსა და ტექნიკას, ანუ თავისებურ time-მენეჯმენტს. პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ საქმე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და ნაკლებმნიშვნელოვანი და ორთავე შესაძლებელია, რომ იყოს სასწრაფო და არა სასწრაფო. მნიშვნელოვან სასწრაფო საქმეებს მიეკუთვნება ის კატეგორია, რომელიც ითხოვს გადაუდებელ შესრულებას. მნიშვნელოვანი არა სასწრაფო საქმეები - ეს იმ საქმეთა ნუსხაა, რომელთა შესრულების დრო ითმენს, მაგრამ თუ მათ არ მიაქცევთ სათანადო ყურადღებას, ისინი რაღაც მომენტში უცბად გადაინაცვლებენ პირველ კატეგორიაში. არა მნიშვნელოვან სასწრაფო საქმეებს ახასიათებს ის, რომ მათი შესრულება შესაძლებელია მეორე რიგში, მაგალითად, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია უმაღლესში ჩაბარება, ეს ნიშნავს, რომ ამჯერად ფეხბურთს უთქვენოდ ითამაშებენ. არა მნიშვნელოვანი და არა სასწრაფო საქმეებისათვის დრო შეგიძლიათ გამოყოთ ნარჩენი პრინციპით. ყოველთვის გახსოვდეთ ძირითადი საქმეები, ხოლო თუ დაგრჩებათ დრო, მაშინ შეგიძლიათ მიუჯდეთ კომპიუტერს და ჩაერთოთ მეგობრების დისკუსიაში რომელიმე ფორუმზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ იგივე ფორუმზე არა უმაღლესში წარმატებული ჩაბარების თაობაზე ”ტრაბახი”, არამედ გამოცდაზე მარცხის შესახებ მოყოლა.
მიდგომა პირველი: ყოველთვის დაისახეთ რეალური მიზნები., ამოცანებიდან გამომდინარე, განსხვავებული ფერის ფლომასტერებით ქაღალდზე მოინიშნეთ გასაკეთებელი საქმეები ან ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც მოგიწევთ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ არ გამოგრჩეთ არც ერთი განსახორციელებელი საქმე და ის შეასრულოთ დადგენილ ვადებში. 
მიდგომა მეორე: ისწავლეთ ყურადღების გააზრებულად კონცენტრირება და მისი გადართვა. დაგეგმილი საქმეები დაიყავით შემადგენელ ქვენაწილებად და მათი თანმიმდევრობა ააგეთ იმნაირად, რომ წერითი სამუშაო ენაცვლებოდეს ურთიერთობებს, გონებრივი დატვირთვა - ფიზიკურს და ა.შ.. მაგალითად, თუ ”გაიჭედეთ” მათემატიკური ამოცანის ამოხსნაში, გადაერთეთ თქვენს მიერ გაწერილი გეგმის განსხვავებული ხასიათის პუნქტზე, რომელიც არ ითხოვს ძლიერ ინტელექტუალურ დაძაბვას. ან, სხვა მაგალითი, სამი საათი თუ მოახმარეთ მათემატიკას, მაშინ ერთი საათი დახარჯეთ ბიბლიოთეკაში მისვლას, თუ ორი საათი - კურსებზე დასწრებას, მაშინ ერთი საათი - მოანდომეთ გასეირნებას.
მიდგომა მესამე: ნუ დააგროვებთ მცირე საქმეებს. ეცადეთ გააერთიანოთ ისინი ერთ თემატურ ბლოკში - თუ თქვენ სხვა და სხვა სახელმძღვანელოდან უნდა გააკეთოთ რამდენიმე პარაგრაფის კონსპექტი და იმავე დროს უნდა დარეკოთ სამ მეგობართან, უმჯობესია თვითოეულ ამ საქმეს ცალკე გამოუყოთ დრო, იმის ნაცვლად, რომ სპონტანურად უბრუნდებოდეთ თვითოეულს. გვერწმუნეთ, ასეთი მიდგომით თქვენ დროულად დაასრულებთ ყველა საქმეს.
მიდგომა მეოთხე: როგორც წესია, ყველა აბიტურიენტს რომელიმე გამოცდის ”ჩაგდება” ეშინია და ეს შიში მას ხელს უშლის. იმისათვის რომ დაძლიოთ შიში წარმოიდგინეთ ყველაზე ცუდი შედეგი, რომ თქვენ ვერ ჩააბარეთ პირველივე გამოცდა, არ ჩაერიცხეთ უმაღლესში, საერთოდ ”ჩააგდეთ” ეს წელიწადი. ჩახედეთ შიშს თვალებში, გაამძაფრეთ ამგვარი შეგრძნება და შეეგუეთ იმას, რომ ასეც შეიძლება მოხდეს. ამის შემდეგ თქვენ თუ დაძლევთ ამგვარ შიშს, არ დახარჯავთ დროს და ენერგიას ასეთ განცდაზე, საღად გააანალიზებთ მოვლენის განვითარების შესაძლო ვარიანტებს და იფიქრებთ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მიაღწიოთ უკეთეს შედეგს ძალიან მოინდომეთ და თქვენ მიაღწევთ წარმატებას.
ავტორი: ოლეგ ეჯიბაძე

გრიგოლ ხანძთელი


გრიგოლ ხანძთელი (დ. 5 ოქტომბერი, 759 — გ. 861) — ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი მერჩულემ. გრიგოლ ხანძთელი დაიბადა ქართლში წარჩინებულ ოჯახში, 759 წელს. აღიზარდა ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე (ნერსეს მეუღლის ძმისწული და შვილობილი იყო). თავისი დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღო. აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა ნებით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როცა მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ტაო–კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა. ჯერ ოპიზაში ცხოვრობდა, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი. გრიგოლ ხანძთელმა იცხოვრა 102 წელი და გარდაიცვალა 861 წელს.
გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში — დედათა სავანეები. დასავლეთ საქართველოში დააარსა უბისის მონასტერი. გრიგოლ ხანძთელის წაბაძვით მისმა მოწაფეებმა იწყეს მონასტრების მშენებლობაიშხანში, ბარეთელთაში, ნეძვში, წყაროსთავში და სხვა. გრიგოლ ხანძთელი ცხოველ მონაწილეობას იღებდა კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. IX საუკუნის 30-იან წლებში იგი ტაო–კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს. მისი ენერგიული ჩარევით გადააყენეს თბილისის ამირა, საჰაკის აგენტი — ანჩის ეპისკოპოსი „ცქირი“.
გრიგოლ ხანძთელმა დიდი როლი შეასრულა IX საუკუნის 50-იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელმაც არსენ I-ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაარჩია. მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათოლიკოსად.
გრიგოლ ხანძთელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ხანძთა (აქედანაა მისი ზედწოდება) ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად იქცა. გრიგოლ ხანძთელი იყო მის მიერ დაარსებულ მონასტრებში გაჩაღებული მრავალმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სულისჩამდგმელი.

Anny)) says: