05 March 2013

Robert HoffmanRobert Hoffman

hehe :DDDDD

შოთა ნიშნიანიძე ერთი პატარა გოგო მიყვარდა

ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
როგორც იყო და არა იყო რა,
მისმა ალერსმა გადამიყოლა,
მისმა ფერებამ გადამიყოლა.
როგორც ვაკოცე ან რა ვუთხარი,
ყველას უამბო თურმე სულელმა,
ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით,
მე მამტყუნებდა მერე სუყველა.
პატარას კარგი დედა ჰყოლია,
თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია,
მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა,
დედამისს გული არა ჰქონია.
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
ერთი პატარა, ჩია გოგონა,
ჩემი ოცნების ციცინათელა,
ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა.

ცოცხალი მომწონდა მკვდარი კი მიყვარს

ღამეა როცა სულ ყველას ძინავს

.მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს,

მას გონია რომ მე იგი მიყვარს,

მე მხოლოდ მისი თვალები მომწონს.



ჩემი ტუჩები მის თვალს ეხება,

იგი კრთის, როგორც ჩიტი 

პატარაიმ ღამეს მე მას ვაჩუქე კოცნა,


რომელიც კუბოს კარამდე ატარა.



და ისე მოკვდა, რომ ვერ გაიგო,


მე ის მომწონდა და არ მიყვარდა,


მაგრამ მე მაინც სულ მის საფლავზე,


ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა



და ერთხელ როცა ყვავილი დავდე,


დაღლილ დაქანცულს, უკვე დაკარგულს,


ბრწყინვალე თვალზე შევნიშნე ცრემლი,


თურმე სტიროდა წარსულ სიყვარულს.




და მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა,


დროს მე მივყავარ და მე დრო 
მიმყავს. 

ხალხო გაიგეთ მე ის გოგონა


ცოცხალი მომწონდა მკვდარი კი მიყვარს!!!