19 June 2013


ფაქტები



ბანანი დოპამინს შეიცავს, ჭამეთ ის როცა მოწყენილი ხართ

შემთხვევით დაგეხურათ მნიშვნელოვანი ტები? Ctrl+Shift+T თავიდან გახსნის მას

CTRL+SHIFT+ESC იგივეა რაც CTRL+ALT+DEL ოღონდ ცალი ხელით
კბილებს მაგრად ნუ გაიხეხავთ, ის მათ მგძნობიარეს ხდის და ზედაპირს აცილებს

ყოველი ჭიქა ალკოჰოლური სასმელის შემდეგ, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, თქვენ დათვრებით ნაბახუსევის გარეშე.

გამჭვირვალე ყინულის ნატეხების მისაღებად გაყინვამდე წყალი აადუღეთ.


თუ თქვენს ფეხსაცმელებს სუნი ასდის, მთელი ღამე შედეთ საყინულეში, ეს ბაქტერიებს დახოცავს.

ხოჭოს ნაკბენის ქავილის შესაჩერებლად მასზე ბანანის ქერქი დაიდეთ

თუ დავალებისთვის გინდათ რომ ტექსტი უფრო დიდი გამოჩნდეს, სიტყვები 12 ზომით აკრიფეთ ხოლო წერტილები და მძიმეები 12-ის მაგივრად, 14-ით.

თუ სკოლაში ან სამსახურში რაიმე საიტები დაბლოკილია, შეცვალეთ https://-თი

არასდროს გაგზავნოთ რეზიუმე 'word file' ფორმატით, ამის მაგივრად შეინახეთ ის როგორც pdf ფაილი, ეს ბევრად უფრო სუფთად და პროფესიონალურად გამოიყურება.

აირჩიეთ ისეთი გემოს საღეჭი რეზინი, რომელსაც იშვიათად ღეჭავთ და დაღეჭეთ მაშინ როცა ტესტისთვის ემზადებით, ეს ტვინს განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანს - ახლის შეცნობისთვის მოამზადებს.

ყოველდღე სამსახურში/სკოლაში წასვლამდე სარკეში ხელოვნურად გაიღიმეთ, ამის შედეგად თქვენ უფრო ბედნიერი იქნებით მთელი დღე.

წაუსვით ზეითუნის ზეთი დანაზე ხახვის დაჭრის დროს და არ იტირებთ, იგივე მოხდება თუ საღეჭ რეზინს დაღეჭავთ.

ცოტა დრო გაქვთ და დაკუჭული ტანსაცმლის გასწორება გინდათ?დაკიდეთ ის აბაზანაში სანამ შხაპს იღებთ და ორთქლი მას გაასწორებს. 

საღამოობით, დააწყვეთ ყველაფერი, რაც არ გინდათ რომ დაგავიწყდეთ შემდეგ დღეს, თქვენს ფეხსაცმელებზე.

როცა ფანჯარას წმენდთ,პირსახოცის მაგივრად გაამშრალეთ გაზეთით, ფანჯარაზე ლაქები აღარ დარჩება.

როცა სახლს ქირაობთ გადაუღეთ სურათი ყველაფერს რაც დაზიანებულია, ეს სურათები თქვენი საბუთი იქნება მომავალში თუ რამეს დაგაბრალებენ.

თუ სველ ტანსაცმელებში მშრალ პირსახოცში გაახვევთ, ის სისველეს შეიწოვს და ტანსაცმელი უფრო მალე გაშრება.

სახლში გაკეთებულ ორცხობილებთან ერთად პურის ნატეხი დადეთ და ისინი უფრო დიდხანს გაძლებენ.

:))))))))))




თუფაქ ამარუ შაკურის დედა - აფენი შაკური, თავს რევოლიციონერად მიიჩნევდა. ახალგაზრდობაში გოგონა პარტია „თეთრები და შავებში“ გაერთიანდა. ეს იყო ორგანიზაცია, რომელიც შოვინისტური „თეთრი ღორების“ წინააღმდეგ მუდმივ ბრძოლაში იყო ჩართული. როდესაც, 17 წლის ასაკში აფენს შვილი შეეძინა, დარწმუნებული იყო, რომ მისი „შავი პრინცი“ შავკანიანი ნაციის გადარჩენად იყო მოვლენილი. ბიჭს უმამოდ უსახლკაროთა თავშესაფარში ზრდიდა.


1969 წლის აპრილში აფენი შაკური ნიუ-იორკის „შავი პანტერის“ 20 თანამოაზრესთან ერთად, მკვლელობის, დაგეგმილი ტერაქტის და ძარცვის ბრალდებით დააპატიმრეს. სასამართლო პროცესი 25 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში მასზე ბავშვის ორი სავარაუდო მამა - ნარკოდილერი ლეგსი და პარტიის წევრი ნილი ზრუნავდნენ (როდესაც აფენის ქმარმა ცოლის ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო, მაშინვე მიატოვა). ფეხმძიმე ქალი ქალთა კოლონიაში დღის მანძილზე ერთი კვერცხით და ჭიქა რძით იკვებებოდა. 1971 წელს მას და მის 13 მეგობარს ყველა ბრალდება მოუხსნეს და გაათავისუფლეს. თავისუფლებიდან ერთ თვეში პატარა თუფაქი დაიბადა. 

პირველ პერიოდში ახალშობილს მისი და უვლიდა. როდესაც ბიჭი წამოიზარდა, უმამობას ძალიან განიცდიდა. „მე ყველაფერი ვიცი - კერვა, სადილის მომზადება, დალაგება - ყველაფერი, რაც დედამ მასწავლა. მაგრამ არსებობს რაღაცეები, რაც მხოლოდ მამას შეუძლია მოგცეს.“ - ამბობდა ის. მან მამად ნარკოდილერი ლეგსი აღიარა, რომელიც ბევრი მისი კოლეგის მსგავსად, ნარკოტიკებს თავადაც მოიხმარდა. ის ბალტიმორში ხელოვნების სკოლაში იწყებს სწავლას, ფსევდონიმს „MC New York“ იღებს და პირველ რეპს წერს. 17 წლისა კი, კალიფორნიაში „Marvin City“-ში გადადის სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობას იწყებს... 
მოგვიანებით თუფაქს ჯგუფში „DIGITAL UNDERGROUND“ პირველი მოსმენით იღებენ. ჯგუფთან ერთდ ამერიკაში და იაპონიში გასტროლებზე მიემგზავრეა, სადაც იგებს, რომ მისი დედა ნარკოტიკის მომხმარებელი გახდა. მისთვის ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა.
1991 წელს თუფაქმა პირველი სოლო-ალბომი „2Pacalypse Now“ და სინგლები „Trapped“ და „Brenda’s Got A Baby“ ჩაწერა. 1992 წელს ის ერნესტ დიკერსონის ფილმში „Juice“ გადაიღეს, ერთი წლის შემდეგ კი ალბომის „Strictly 4 My N.I.G.G.A.Z“ დახმარებით „American Music Award“-ის ცერემონიაზე აღმოჩნდა. იმავე წლის ნოემბერში გაუპატიურების ბრალდებით ციხეში ჩასვეს... 1994 წელს მანჰეტენის ერთ–ერთ ხმისჩამწერ სტუდიის ჰოლში, უცნობებმა მას ძვირფასეულობის მოხსნა მოსთხოვეს. წინააღმდეგობის გაწევის გამო იარაღი დაუმიზნეს და მისკენ ტყვიების წვიმა წამოვიდა... შემთხვევის წყალობით მომღერალი ცოცხალი გადარჩა. იმავე წელს მისი ახალი ალბომები „Thug Life“ და „Me Against The World“ გამოდის. 1995 წელს ციხეში კეიშა მორისზე ქორწინდება და ერთი წლის შემდეგ, 1,4 მლნ. დოლარის გირაოთი თავისუფლდება. 
1996 წელს რეპ-მუსიკისთვის ისტორიული მოვლენა მოხდა. მომღერალი ორმაგი ალბომის „All Eyes On Me“ პრეზენტაციას აწყობს, რომლის 6 მლნ. ეგზემპლარი იყიდება. ალბომიდან სინგლები „How Do You Want It“ და „California Love“ ბილბორდის ჩარტების პირველ ადგილს კარგა ხნის მანძილზე სტაბილურად ინარჩუნებდნენ. 1996 წლის 7 სექტემბერს ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი კლუბის გზაზე მის შავ „BMW“ თეთრი კადილაკი დაეწია და ცეცხლი გაუხსნა... მას ოთხი მძიმე ჭრილობა ჰქონდა... სასწრაფო დახმარების მანქანით უახლოეს კლინიკაში უშედეგოდ გადაიყვანეს... მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. 
1996 წლის 13 სექტემბერს, რეპერის დედამ - აფენმა, ექიმებს შვილის აპარატიდან გამორთვის უფლება მისცა... საავადმყოფოში 16:03, 25 წლის რეპერის გარდაცვალება დაფიქსირდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა: „ყველა ნიგერი, რომელიც ცვლიან მსოფლიოს, ძალადობრივი სიკვდილით კვდებიან...“. 2005 წლის 13 სექტემბერს, ჯორჯიის შტატში, სტოუნ მაუნტენში, „შავი გმირის“ ძეგლი დადგეს… თუფაქი გინესის რეკორდების წიგნში, „ყველა დროის ყველაზე ცნობილი რეპერის“ სტატუსით შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ მის სიკვდილთან დაკავშირებით პოლიციამ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა, მკვლელს ვერ მიაგნეს... ცნობილმა რეპერმა წარმატებას კინოინდუსტრიაშიც მიაღწია. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოროლი ფილმში „Gang Related“ შედგა. 1997 წელს აფენი შაკურმა „Tupac Amaru Shakur Foundation“ (TASF) გახსნა, სადაც 12-დან 18 წლამდე მოზარდებს შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლინებაში ეხმარება.

გამონათქვამები:
1.''მე ვფიქრობდი რომ,მყავდა მეგობრები,მაგრამ ბოლოს ზანგები კვდებიამ მარტონი'' 2.''ახლა მე მთელი მსოფლიო მეძახის მკვლელს,მაგრამ მთელი ცხოვრება რასაც კი მე ვაკათებდი, ვცდილობდი რომ დამენახა ბავშვებისთვის სიმართლე''3.''მხოლოდ ღმერთს შეუძლია განმსაჯოს"4.''ერთადერთი რაღაც რაც მოდის მძინარე ადამიანთან, ოცნებაა'' 5.''მოდით ღმერთმა განსაჯოს ყაჩაღები'' 
6.''მათ აქვთ ფული ომისთვის,მაგრამ არ შეუძლიან დააპურონ ღარიბები'' 
7.''ღმერთს რომ უნდოდეს რომ მე ვდუმდე ის არასოდეს მანახებდა თუ რას აკეთებდა''


ფაქტები:
1.თუფაქის ნამდვილი სახელია-ლისეინ პერიშ კრუკსი 
2.ის სწავლობდა ბალტიმორის ხელოვნებისს სკოლაში 
3.ბავშვობაში თუფაქი სწავლობდა ცეკვებს 
4.არაბულად "თუფაქ ამარუ" ნიშნავს-ბრჭყვიალა გველს,ხოლო "შაკური"-ღმერთის მადლობელს. 
5.თუფაქმა გაშიფრა THUG LIFE როგორც "The Hate U Give Little Infants Fuck Everybody". 
6.როდესაც თუფაქი იჯდა ციხეში , მას დაავიწყდა თავისი სიმღერები. 
7.თუფაქს ყავდა ორი ძაღლი რომელთაც ბონი და კლაიდი ერქვათ:))) 
8.მისი საყვარელი საჭმელი იყო ქათმის ფრთები. 
9.თუფაქის საყვარელი მსახიობია ჯიმ ქერი.