04 February 2013

Anny )) says:


     ჰოდა)) რაოდენ რთული უნდა იყოს ადამიანისათვის მისი წარსულის გაშვება?? მგონი საკმაოდ რთული )) მე კი ხვალ ვაპირებ ამის გაკეთებას ! წლების განმავლობაში დღიურის წარმოების შედეგად ხელში შემრჩა 5 ასეთი მოგონებებითა და გრძნობებით სავსე "წიგნი" )) ყდიდან ყდამდე გავსებული..
     ამ "წიგნებში" მოთხრობილია აფსოლიტურად ყველაფერი! როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ამის დაჯერება)) სრულიად ყველაფერი 2009 წლიდან დღემდე მოყოლებული..
არა მხოლოდ ნაწერები არამედ ფოტომასალაც და ათასი წვრილმანი რამ..
     რა თქმა უნდა ძალიან მენანება .. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.. იმის და მიუხედავად რომ ეს ჩვევა-წერისა, ხასიათში მაქვს ჩამჯდარი, მე ის უნდა მოვიშორო.. არც ასაკია შესაფერისი, არც დროა საკმარისი ამ საქმიანობისათვის და რაც მთავარია... ძალიან დიდ ტვირთად მადევს ჩემი დღიურები მხრებზე)) მათშია ჩემი ყველა საიდუმლო, სისულელე, ქმედება, აზრი თუ ოცნება.. და როგორც მოგეხსენებათ არსებობენ ისეთი ადამიანები ვისსაც ერთი სული აქვთ სხვა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაძვრნენ და ჭუჭყიანი ხელები მათ სულში აფათურონ .. მითუმეტეს არც ისე მისასალმებელი იქნება ერთ-ერთი ჩემი "შედევრი" რომელიმე ოჯახის წევრის ხელში მოხვდეს)))
     მოკლედ ხვალ ვიშორებ ყველა ჩემს დღიურს და წერასაც ვწყვეტ.. ბედნიერად მეყოლეთ ))))

P.S.  ასანთი დამჭირდება ენ რაოდენობით ^_^

MACKLEMORE & RYAN LEWIS - THRIFT SHOP FEAT. WANZ (OFFICIAL VIDEO)