02 May 2013

რა ხელცქვიტაა ;))))


აუ ტიპი რა მოცლილი იყო :დდდდ
ყველაზე მაგარი 3.22-ზე ნოუ ნოუ ნოუ ნოუ :დდ აუ ცუდად ვარ ნოოოოოოოოუ :დდ

საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ

ადოლფ ჰიტლერი - დიქტატორი, რომლის წამოწყებულმა ომმა 60 მლნ კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა...

არავინ დავობს, რომ მოუშუშებელია ის ტკივილი, რომელსაც ადოლფ ჰიტლერი მსოფლიო მოსახლეობას 7 წლის განმავლობაში აყენებდა... იგი იყო ადამიანი, რომელმაც წამოიწყო მსოფლიოში ყველაზე სისხლისმღვრელი და მასშტაბური კონფლიქტი და შეუერთდა ბენიტო მუსოლინის მიერ დაფუძნებულ ფაშისტურ იდეოლოგიას. ჰიტლერი თავის წიგნში "ჩემი ბრძოლა" წერდა: "გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არაფერი". და სწორედ ამ ბატონობის სურვილით იგი ყოველდღიურად აძლიერებდა ძარცვასა და ექსპანსიას დაპყრობილი ქვეყნების მიმართ, ნერგავდა ფაშისტურ და რასისტულ იდეოლოგიებს, უტევდა ნეიტრალურ ქვეყნებს, რაც საბოლოოდ გენოციდში გადაიზარდა...
ზემოთნახსენები ფაქტები კიდევ მცირედია იმ ტკივილისა, რომელიც ჰიტლერმა ხალხს, განსაკუთრებით კი ებრაელებს მიაყენა... ამას გარდა, არსებობს სხვა საყოველთაოდ ნაცნობი ფაქტები მის შესახებ და ახლა მათზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, წარმოგიდგენთ ისეთ საინტერესო ისტორიებს და ფაქტებს მსოფლიო დიქტატორის შესახებ, რომელიც შესაძლებელია არ იცოდეთ.

საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ


ჰიტლერი და მხატვრობა
რომ არ იცოდეთ, ოდესმე იფიქრებდით, რომ ეს ნაზი და ჰარმონიული ფერებით გაჟღენთილი ნახატები ისეთი სასტიკი ადამიანის მიერ არის დახატული, როგორიც ადოლფ ჰიტლერია? რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ეს ასეა. წიგნში "ჩემი ბრძოლა" ჰიტლერი აგვიღწერს თუ როგორ უნდოდა ახალგაზრდობაში გამხდარიყო მხატვარი, მაგრამ მისი ოცნებები დაიმსხვრა, როდესაც ვენის სამხატვრო აკადემიის მისაღებ გამოცდაში ჩაიჭრა. იგი ორჯერ გაისტუმრა უარით ვენის აკადემიამ 1907 და 1908 წლებში, რადგან ინსტიტუტის კოლექტივი თვლიდა, რომ ჰიტლერი უფრო ნიჭიერი იყო არქიტექტურაში, ვიდრე მხატვრობაში. ჰიტლერისთვის ხატვა მხოლოდ ჰობი არ ყოფილა. იგი ყიდდა საფოსტო ბარათებსა და ნახატებს, რომ საარსებო ფული გამოემუშავა ვენაში ცხოვრების პერიოდში (1908-1913), თუმცა კომერციული თვალსაზრისით დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია. მხატვრობაზე გულაცრუებული ადოლფ ჰიტლერი 25 წლის ასაკში პოლიტიკით დაინტერესდა...


ჰიტლერი და სიყვარული

ეს მომხიბლავი ქალბატონი მარია რეიტერია. როგორც უამრავი ისტორიკოსი და მეცნიერი მიიჩნევს, მარია იყო ადოლფის ერთადერთი სიყვარული, თუმცა ამ ფაქტს უფრო სარწმუნოს ხდის ჰიტლერის უმცროსი დის, პაულას სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ მარია იყო ერთადერთი ქალი, რომელსაც შეეძლო ადოლფის განადგურებისა და დანგრევისკენ მიმართული სურვილების აღმოფხვრა. როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა?

მარიამ ადოლფი გაიცნო, როდესაც ის ბავარიის ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა. რეიტერის განცხადებებზე დაყრდნობით, 37 წლის ადოლფი მოხიბლა 16 წლის გოგონამ და აუხსნა მას სიყვარული. ამ საღამოსვე ჰიტლერს ჰქონდა მარიასთან უხეში სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობა, რაზეც გოგონა არ დათანხმდა, თუმცა ერთმანეთს მაინც აკოცეს. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ და ადოლფს სულ უფრო უძლიერდებოდა ვნება მარიას მიმართ. ერთ-ერთი სტატიის თანახმად, ჰიტლერმა უთხრა რეიტერს, რომ უნდოდა მასთან ოჯახის შექმნა, შვილების ყოლა, მაგრამ იმ დროისთვის ამაზე ფიქრი არ შეეძლო, რადგან რაღაც მისია ჰქონდა შესასრულებელი... ადოლფმა უთხრა შეყვარებულს, რომ დაეცადა მისთვის და ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში აიგნორებდა, რამაც მარია დეპრესიაში ჩააგდო და თავის ჩამოხრჩობისკენაც უბიძგა.


დიდი ლოდინის შემდეგ, რეიტერმა ხელი აიღო ჰიტლერზე და დაქორწინდა გერმანელ სასტუმროს მფლობელზე. ეს ქორწინება წარმატებული არ გამოდგა და 1931 წელს მარიამ ოჯახი დატოვა და ადოლფის სანახავად მიუნხენში გაემგზავრა. რეიტერი ამტკიცებს, რომ სწორედ მიუნხენში გამგზავრების შემდეგ ღამე გაატარა ჰიტლერთან. ადოლფმა მარიას საყვარლობა შესთავაზა, თუმცა მარიას ქორწინება სურდა. ჰიტლერმა მიიჩნია, რომ იმ ქალზე დაქორწინება, რომელიც ქმარს იყო გაშორებული პოლიტიკურ ზიანს მიაყენებდა მას, ამიტომაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

1934 წელს, მარია და ადოლფი შეხვდნენ ერთმანეთს და ადოლფმა კვლავ შესთავაზა მას საყვარლობა, რაზეც კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგ, მარია კვლავ გათხოვდა. მათი უკანასკნელი შეხვედრა შედგა 1938 წელს, რომლის დროსაც ერთ-ერთ სტატიაზე დაყრდნობით, ჰიტლერს უკმაყოფილება გამოუხატავს მისი და ევა ბრაუნის (ცოლის, რომელზეც იგი 1945 წელს დაქორწინდა) ურთიერთობის გამო. მე-2 ქმარი მარიას 1940 წელს გარდაეცვალა, რის შემდეგაც ადოლფმა მას 100 წითელი ვარდი გაუგზავნა.

ჰიტლერი და ებრაელები
ბევრ ადამიანს აინტერესებს თუ რატომ გააჩნდა ადოლფ ჰიტლერს განსაკუთრებული სიძულვილი ებრაელების მიმართ. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს და მე შევეცდები თითოეულ მათგანზე ამომწურავად ვისაუბრო.(არსებობს ჭორი, რომ ჰიტლერი თავად იყო ებრაელი, რაც მცდარია. იგი წარმოშობით არც გერმანელი ყოფილა და არც ებრაელი. ჰიტლერი დაიბადა ავსტრიაში).

1) ჰიტლერი ძალიან ამბიციური იყო. მას სურდა, რომ გერმანია ყოფილიყო მსოფლიოს ერთპიროვნული ბატონი. მისი ამბიციები I მსოფლიო ომის შემდეგ უფრო გაიზარდა. იგი ადანაშაულებდა ებრაელებს გერმანელების ტანჯვისა და იმედგაცრუების გამო და აკისრებდა I მსოფლიო ომში განცდილი მარცხის პასუხისმგებლობას. იგი ამბობდა, რომ ებრაელებს ყოველთვის ეკავათ მაღალი თანამდებობები და იყვნენ ძალიან მდიდრები.

2) ებრალების მიმართ სიძულვილი, ჰიტლერის ერთ-ერთი ხერხი იყო, გერმანელების ნდობის მოსაპოვებლად. ის ხალხს არწმუნებდა, რომ იცოდა მათი ეკონომიკური პრობლემების მიზეზი და ის იყო ადამიანი, რომელიც ამას გამოასწორებდა. მან გამოიყენა ანტისემიტიზმი (მკვეთრად აგრესიული დამოკიდებულება ებრაელი ხალხის მიმართ), გერმანელი ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

3) კიდევ ერთი ვერსია, თუ რატომ სძულდა ჰიტლერს ებრაელები ვენის სამხატვრო აკადემიას უკავშირდება. როგორც ამბობენ იმაში, რომ ჰიტლერი 2-ჯერ ჩაიჭრა მისაღებ გამოცდაში ისევ და ისევ ებრალეებს ადანაშაულებდა.

4) ჰიტლერი ებრაელ მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მთავარ მიზეზად მიიჩნევდა. მას სწამდა, რომ ებრაული ოჯახები იყვნენ ყველაზე ანჩხლები და საზოგადოების კეთილდღეობის კონტროლს, საზოგადოების სხვადასხვა წევრის შევიწროვებით ახერხებდნენ. ამას გარდა, ჰიტლერი ამბობდა, რომებრაელები არ იყვნენ გერმანიის მკვიდრი მაცხოვრებლები, ამიტომაც მოქალაქეობრივი სარგებელი არ უნდა ენახათ.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ჰიტლერის ცხოვრებიდან

● ევა ბრაუნი და ადოლფ ჰიტლერი 1945 წელს დაქორწინდნენ და ქორწინებიდან ზუსტად 36 საათის შემდეგ ორივემ ერთად თავი მოიკლა. ევა 33 წლის იყო, ადოლფი კი 56-ის. მანამდე, ევას 2-ჯერ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა ადოლფის ყურადღების მოპოვების მიზნით.

● ჰიტლერი დაიბადა 1889 წლის 20 აპრილს ავსტრიაში შაბათს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა დღეს. 

● ჰიტლერს ღრმად სწამდა, რომ გერმანია I მსოფლიო ომში მარქსისტების ღალატის გამო დამარცხდა.

● მიუხედავად იმისა, რომ "ფოლკსვაგენის" ფირმის განვითარებაში ჰიტლერს უდიდესი წვლილი მიუძღვის, თავად მანქანის ტარება არასდროს სცოდნია...

● ჰიტლერის დედ-მამა კათოლიკეები იყვნენ. თავად ადოლფი ღრმად რელიგიური ყოფილა, თუმცა ხედვა ანტი-ქრისტიანული ჰქონდა. იგი ჩინელებისა და მუსულმანების რელიგიას ქრისტიანობაზე მაღლა აყენებდა, რადგან თვლიდა, რომ ქრისტიანობა ზედმეტად თავმდაბლური იყო.

● 1939 წლის 20 აპრილს, როდესაც ჰიტლერს 50 წელი შეუსრულდა, მან უთხრა თავის გენერლებს, რომ სანამ ძლიერი იყო, ბრძოლის დაწყება სურდა. 5 თვეზე ნაკლებ დროში, 1-ელ სექტემბერს მან დაბომბა პოლონეთი და წამოიწყო II მსოფლიო ომი. იმ დროისთვის, რუზველტი 57, ხოლო ჩერჩილი 65 წლის იყო.

● ერთხელ ჰიტლერს თავისმა თანამოაზრემ (მან, ვისაც ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: "Sieg Heil"), უთხრა, რომ მოკლე ულვაში ძალიან არამოდური იყო. ადოლფმა მას უპასუხა: "თუ ის ახლა არამოდურია, ის გახდება, რადგან მე ვატარებ".

● სახელი ადოლფი (Adolph) იშიფრება, როგორც კეთილშობილი მგელი, ხოლო ჰიტლერი (Hitler), როგორც პატარა მფლობელი.

● ჰიტლერის მამის ნამდვილი გვარი იყო შიკლგრუბერი. მან გვარი ჰიტლერად გადაიკეთა 13 წლით ადრე, სანამ ადოლფი დაიბადებოდა. ადოლფმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მამამისისგან არაფერი გახარებია ისე, როგორც გვარის შეცვლა.

● ჰიტლერს სძულდა სკოლა. მას უყვარდა მხოლოდ ისტორიის მასწავლებელი, რომელსაც მოგვიანებით დიდ მადლობებს უხდიდა გერმანული სულისკვეთების ჩამოყალიბებისთვის.

Anny)) says:

გოგო რომ ვყოფილიყავი დიდ დროს მოვანდომებდი სარკის წინ უაზროდ ტრიალს.
გოგო რომ ვყოფილიყავი სულ იმის ლოდინში მომიწევდა ყოფნა თუ როდის ამიხსნიდა ჩემი საყვარელი ადამიანი სიყვარულს.გოგო რომ ვყოფილიყავი ბევრს ვინერვიულებდი ჩემს ტანზე,ფეხებზე, მკერდზე ..გოგო რომ ვყოფილიყავი სურათის გადაღების დროს მომიწევდა ტუჩების დაპრუწვა :D
გოგო რომ ვყოფილიყავი მომიწევდა მთელი დღის განმავლობაში ლიფის თრევა.:D განსაკუთრებით სიცხეშიგოგო რომ ვყოფილიყავი მომიწევდა ღამის 10 სთ-ზე სახლში მისვლა,ეს მაშინ როდესაც ზაფხულია..გოგო რომ ვყოფილიყავი შემეშინდებოდა ღამით გარეთ სიარული.რა იცი რა ხდებაა? ::D
მე რომ გოგო ვიყო დავიტანჯებოდი ფეხების ყოველ დღე გაპარსვით :Dგოგო რომ ვყოფილიყავი მომიწევდა 12სმ-იანი ქუსლებით კაკუნი,რაიმე გამოსასვლელ საღამოზე ,მექნებოდა ორი ჩემხელა ჩანთა მხარზე გადაკიდებული და ვისწავლიდი ლაინერის ქირურგიული სიზუსტით წასმას.მე რომ გოგო ვყოფილიყავი მომიწევდა დიეტაზე დაჯდომა და შემაწუხებდა ის ამბავი,რომ 2 კილო მოვიმატემე რომ გოგო ვყოფილიყავი შემაწუხებდა შემთხვევით კაბის მაღლა აწევა,რომ თმები გასასწორებელია და კიდევ ათასი რამ..მე რომ გოგო ვყოფილიყავი მეყვარებოდა ვარდისფერი,ფუმფულა სათამაშოები :*გოგო რომ ვყოფილიყავი ვიოცნებებდი პირველ კოცნაზე .. :Dგოგო რომ ვყოფილიყავი ვიოცნებებდი თეთრი კაბის ჩაცმაზე.. ჩემს ქორწილზე და ...გოგო რომ ვყოფილიყავი ყოველდღე ვეტყოდი,რომ დღეს უფრო მეტად მიყვარს,ვიდრე გუშინ