22 August 2012

- Anny )) says: chvenii Yoveldghiurroba)



*ყოველთვის როცა ავტობუსსში ზიხარ და ყურსასმენით სევდიან სიმღერას უსმენ გგონია, რომ ერთ–ერთი ფილმის გმირი ხარ, ფანჯარაში იყურები და გინდა რომ გაწვიმდეს
*შენც ფიქრობ განვლილ დღეზე ღამით როცა სიჩუმეა?
*როცა იმ ბიჭს გამოელაპარაკები რომელიც მოგწონს შენც მოდიხარ შემდეგ სახლში სარკესთან და იგივეს იმეორებ რაც მას უთხარი, რომ გაიგო იმ დროს როგორ გამოიყურებოდი?
*როცა ვინმეს უნდა ეჩხუბო შენც ალაგებ წინასწარ ფრაზებს რომ ჩაჭრა ის?
*მესიჯების წერის დროს ალბათ შენც შლი ისტორიას შენი ძმისთვის რომ არ გახდეს ცნობილი ყველაფერი
*მომზადებული ელოდევი ვიღაცას ვინც შენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ის იმ მომენტში შეგხედავს როცა ყველაზე საშინლად გამოიყურები
*ერთი ციფრის ან ასოს შეშლისას მთლიანად შლი შენც პაროლს?
*ყოველთვის როცა facebook–ზე შედიხარ, შედიხარ იმ ერთისთვის, თუმცა არ გხვდება და ბრაზდები, მაგრამ როცა ისიც შემოსულია არ წერ, იმას ელოდები და თავმოყვარეობას არ ღალატობ
*შენც ვერ იტან როცა შენთან ერთად მყოფები რაღაცაზე ლაპარაკობენ შენ კი ვერ ხვდები?
*მთელი ღამე მომავალ ექსკურსიას, წვეულებას ან სადმე განსაკუთრებულ ადგილზე წასვლისას შენს ქცევას გეგმავ თუ როგორ გაერთობი, მაგრამ არასდროს იქცევი ისე, როგორც წარმოსახვაში
*მთელ კლასს მოსწონხარ, შეიძლება მთელ სკოლასაც, გარდა იმ ერთისა რომელიც შენ მოგწონს
*ტირილის დროს როცა ვინმეს უყვები შენს ამბავს უფრო ძლიერად დაგიწყია ტირილი?
*ყოველთვის ისეთი ბიჭი მოგწონს, რომელიც ძმაკაცებში ლიდერია
*როცა სახლში მარტო ხარ შენც ისე ამზადე საჭმელს ვითომ შოუში ხარ და ვიღაცას უხსნი რა და როგორ ჩაყარე?

No comments:

Post a Comment