19 August 2012

- Anny )) says:

ბელა სორენსონ გინესი; (შავი ქვრივი) 42 მსხვერპლი

ეს ქალი არის სერიული მკვლელი, რომელიც კლავდა როგორც სიამოვნების გულისთვის, ასევე სიხარბის გამოც.დაიბადა ნორვეგიაში, შემდეგ გადავიდა შტატებში, სადაც ცოლად გაყვა ჩიაკაგოელ ბიზნესმენს. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს რომ ბელამ საკუთარი შვილები დაზღვევის გულისთვის მოკლა, ბავშვები კოლიტის სიმპტომებით დაიღუპნენ, მაგრამ ეს სიმპტომები მოწამვლის შედეგებსაც გავს. რამოდენიმე ხნის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა მისი ქმარიც. ბელამ რათქმა უნდა ქმრის დაღუპვის სემდეგაც მიიღო დაზღვევის ფული.ამ ფულით მან იყიდა ფერმა.ქმრის ნათესავებმა რაღაც იეჭვეს და ბელა დაადანაშაულეს საკუთარი ქმრის მკვლელობაში, მაგრამ უშედეგოდ. სასიყვარულო წერილებითა და განცხადებებით იგი საკუთარ ფერმაში იტყუებდა შუახნის მამაკაცებს, რომლებიც ვერც კი სხვდებოდნენ რომ მისი ქალური გარეგნობის მიღმა იმალებოდა საშინელი მონსტრი. შემდგომში ცნობილი გახდა რომ ე.წ “შავმა ქვრივმა” 42 მამაკაცი მოკლა. ბელამ სიცოცხლე ტრაგიკულად დაამთავრა, მისი სხეული თავმოკვეთილი და დამწვარი იპოვეს სადღაც ტყეში.თუმცა ზოგს არც კი სჯეროდა რომ ეს სხეული ბელა სორენსონ გინესს ეკუთვნოდა…..
***
გრაფინია ელიზაბეტ ბატორი. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. 

ცნობილია როგორც “სისხლიანი გრაფინია”.იგი ბანაობდა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ახალგაზრდა ქალების სისხლში და ეგონა რომ ასეთი საქციელი მას ახალგაზრდობას შეუნარჩუნებდა. გრაფინიას საქციელში იკითხება სადიზმის ელემენტები, იგი აიძულებდა ახალგაზრდა ქალებს მსხვერპლისაგან სისხლი აელოკა და ამით სექსუალურად კმაყოფილდებოდა.აღსანიშნავია ისიც რომ თითოეული მსხვერპლი ფიზიკურად ლამაზი იყო.გრაფინიას მეუღლე ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებდა.მან ციხესიმაგრეც კი აჩუქა მეორე ნახევარს თავიანთი ბნელი საქმეების განსახორციელებლად…
***
ეილინ ვუორნოსი



ხანდახან მძიმე ფსიქიურმა დაავადებებმა შეიძლება დიდი როლი შეასრულოს დანაშაულის ჩადენაში.შიზოფრენიისას, მკვლელებს ესმით ხმა და მიყვებიან ინსტრუქციას, რომელთაც ისინი აძლევენ თითქოს.
ანდრეას შემთხვევაშიც, რომელმაც თავისი 5 შვილი ვანაში ჩაახრჩო, ფსიქიურად ავად იყო. ყველა ჩამოთვლილ ქალთაგან ყველაზე შეშლილი ალბათ ანდრეა იყო. მას არ ქონდა შიზოფრენიის დიაგნოზი დასმული, მაგრამ ქონდა უამრავი ფსიქიკური დაავადება, მათ შორის სუიციდის მცდელობა და მშობიარობის მერე დეპრესია. მის მინისტრ ქმარს სურდა ყოლოდა ბევრი შვილი თავისი ცოლისგან . მოგვიანებით იგი ბრალს სდებდა ანდრეას ფსიქიატრს მომხდარში, რადგან მან არ აიძულა დაფიქრებულიყო მისი მდგომარეობის სერიოზულობაზე. სამწუხაროდ, ერთ დღეს ანდრეამ გადაწყვიტა მოეკლა შვილები, რომ დაესვენა . 1 საათის განმავლობაში , მან დაახრჩო 5-ვე შვილი ერთმანეთის მიყოლებით. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან დარეკა 911-ზე და აღიარა დანაშაული. დანაშაულის შემდეგ მან აღიარა, რომ ყოველთვის სურდა მოეკლა შვილები, რადგან მათ მიიჩნევდა ”წმინდანებად”. ანდრეამ იგრძნო, რომ მისი ცოდვები ხელს უშლიდა მისი შვილების კეთილ ქრისტიანებად აღზრდაში. და ეს მისი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

No comments:

Post a Comment