20 August 2012

მოგონებები ბავშვობიდან...

ბედნიერი დრო, როცა მშობლების ოთახში ჩაძინებულს მამა ხელში აგიყვანდა და შენს ოთახში მიყავდი...დრო როცა საწოლიდან ადგომისას რობუტუნებს, ლუის ან ბავშვეს 402 ოთახიდან უყურებდი...გახსოვს ფრაზები: გადაგაფრენ ამერიკაში, მამაჩემი უფრო მაგარია, მე ველოსიპედზე ვიჯექიიიი?
შენ გქონდა დიდი ხოტორა თოჯინა, რომლის დედობაც იკისრე?
რა ედნიერი დრო იყო, როცა დედაშენი გსჯიდა, სახლიდან არ გიშვებდა.ეზოდან კი შენი დაქალების შეძახილი ისმოდა ერთად (სინქრონში) გამოუშვით რა გარეთ, რაზეც დედაშენი უარას ვეღარ ამობდა
დრო როცა შენ ათასჯერ შეგეძლო მაღაზიაში ჩარბენა წუწუნის გარეშე
როცა მამაშენის მანქანის ხმას ოთახში ამოივნობდი და ერთად ხტუნაობდი შენ და შენი ძმა (და)
როცა შუქის წასვლის დროს კედელზე ერთობოდი ხელეის მოძრაობებით
რა კარგი დრო იყო, როცა შენი მძიმე ჩანთა დედაშენს დაქონდა
შენც ითვლიდი დღეებს რამდენჯერ წამოხვედი სკოლიდან მარტო?
შენც გინდოდა ვარდისფერი ოთახი, სადაც მხოლოდ თოჯინები იქნებოდნენ?
კომპიუტერის პირველად მოტანისას შენც იმ თამაშებს თამაშობდი, რომელიც თვითონ მას მოყვებოდა?
შენც დაკარგულხარ ბავშვობაში?
რეინეჯრებში შენც წითელ ფორმიანი ბიჭი მოგწონდა?
უყურებდი ხომ მეამბოხე სულებს? შენც აგროვებდი მათ პლაკატებს? 
გახსოვს დრო როცა ჟურნალ ოსკარს ყიდულობდი? 
შენც გეჩხუბებოდნენ სახლში ფეხშველა სიარულის გამო?
დრო, როცა დედაშენი გბანდა
როცა ამაყობდი, რომ ყურები გაიხვრიტესიამაყის გრძნობა, როცა კენწეროში მხოლოდ შენ ადიოდი და სხვებს ჩამოუტანდი ხილს
ბავშვობაში შენც გრცხვენოდა ნისიად ჩასვლა მაღაზიაში? 
შენც ხუჭავდი თვალებს კოცნის დროს (სერიალებში) ?

P.S. umetesobaa cheem bavshvobaSs arr emtxveva magram... Gamajriialaa ;Ss :((

No comments:

Post a Comment