23 February 2013

საახალწლო ნამცხვრები

გერმანული საახალწლო ნამცხვარი

საჭირო მასალა: 120 გ თხილი, 60 გ ნუში, 120 გ უკურკო ფინიკი, 100 გ ლეღვის ჩირი, 120 გ ქიშმიში, 200 გ ფორთოხლისა და ლიმონის ცუკატები, 3 კვერცხი, 120 გ შაქარი, 120 გ ფქვილი, 30 გ რომი, 1 ს.კ. დარიჩინი, 1 ს.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი

მომზადება: ნუში და თხილი მსხვილად დავჭრათ. ფინიკი და ლეღვის ჩირი დავჭრათ. კვერცხი და შაქარი ერთად კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ გამშრალი ხილი, თხილი, ნუში, ცუკატები და ფქვილში არეული გამაფხვიერებელი ფხვნილი. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში და 150 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 90 წუთი ვაცხოთ. როდესაც გამოცხვება, 20 წუთი დავტოვოთ ფორმაში, რომ შეგრილდეს და შემდეგ გადმოვიღოთ. კარგად გაგრილებული ნამცხვარი შეგვიძლია გავახვიოთ ფოლგაში. იგი ამ ფორმით 2 კვირა ინახება. 

საახალწლო ნამცხვრები

თხილის ნამცხვარი
2 კვერცხის ცილა, 1 მწიკვი მარილი, 150 გრ შაქარი, ¼ ლიმონის ცედრა და 2 ს/კ წვენი, 225 გრ დაფქული თხილი, 50 ცალი მთელი თხილი, საცხობი ქაღალდი
მიქსერით კარგად ავთქვიფოთ კვერცხის ცილა მარილთან ერთად. თანდათანობით დავუმატოთ შაქარი, ლიმონის ცედრა და წვენი. ვთქვიფოთ დიდხანს. დავუმატოთ დაფქული თხილი. საცხობ თუნუქის ფირფიტას წავუსვათ ცხიმი ან დავაფაროთ პერგამენტი. ღუმელი გავახუროთ 150°C-მდე. თხილიანი ბეზე ჩავასხათ საკონდიტრო ტომსიკაში და პერგამენტზე დავსვათ პატარა რგოლები (რგოლებს ერთმანეთს ნუ მიატყუპებთ, ადგილი დატოვეთ). თითოეულ რგოლის შუაში თხილი ჩავდოთ. ძალიან დაბალ ცეცხლზე გამოვაშროთ ნამცხვარი (დახლოებით 15-20 წუთი). ნამცხვარი შუაში რბილი უნდა დარჩეს და მხოლოდ ქერქი შეუმაგრდეს, გაციებისას ისედაც გამაგრდება.

საახალწლო ნამცხვრები

საშობაო პეჩენია
მომზადება

ქვაბში ჩავყაროთ შაქარი,დარიჩინი, მიხაკი,ჯანჯაფილი(имбирь), ჩავასხათ თაფლი და დავდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ.
როგორც კი ადუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავაყაროთ სოდა და კარგად ავურიოთ. სითხე აქაფდება.
მანდვე ქვაბში ჩავდოთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი და ავურიოთ, სანამ არ გადნება. დავამატოთ კვერცხი და ფქვილი და მოვზილოთ წელვადი ცომი.
ცომი გავყოთ 2 ნაწილად. ერთი ნაწილი გავახვიოთ პარკში და გადავდოთ გვერდზე სანამ მოვამზადებთ ერთ ნაწილს. მეორე ნაწილი გავაბრტყელოთ 0,5 სმ ზომაზე და გამოვჭრათ ფორმები. თუ თქვენ აპირებთ ამ პეჩენიების ჩამოკიდებას ნაძვისხეზე ფორმებს თავიდანვე გავუკეთოთ ნახვრეტები ლენტის გასაყრელად
ფორმები გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 12-14 წუთის განმავლობაში. ცომის მეორე ნაწილისგანაც გავაკეთოთ ფორმები და გამოვაცხოთ.
სანამ პეჩენია ცხვება , მოვამზადოთ მინანქარი. ავთქვიფოთ კვერცხის ცილა , ნელ- ნელა დავამატოთ შაქარის პუდრა და გავაგრძელოთ ათქვეფა.
მიღებული მასა ჩავდოთ პარკში მოვაჭრათ კუთხე და მოვხატოთ გამომცხვარი და გაციებული პეჩენიები.


                          

                          



No comments:

Post a Comment