ვოლტერი სიცოცხლეში დრამატული ნაწარმოებებით გახდა ცნობილი, დღეს კი მისი ფილოსოფიური ზღაპრები უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევა.1964 წელს ჟან-პოლ სარტრმა უარი განაცხადა ნობელის პრემიის მიღებაზე. იგი თვლიდა, რომ ამ პრემიას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ უნდა გადასცემდნენ, რადგან ცოცხალმა ადამიანმა ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს აზრი ან შეცვალოს თავისი მოღვაწეობა.1914-1920 წლებში ნობელის პრემია ძირიათადად სკანდინავიელ მწერლებს გადაეცემოდათ. ამის მიზეზი იყო ის, რომ შვედეთის აკადემიამ, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატებს არჩევს, გადაწყვიტა ომში მონაწილე არც ერთი ქვეყნისთვის არ გადაეცა პრემია.
დანიელ დეფოს თავისი რომანი, რობინზონ კრუზო ნამდვილმა ამბავმა შთააგონა: 1709 წელს ექსპედიციამ Woodes Rogers, აღმოაჩინა შოტლანდიელი მეზღვაური, ალექსანდრ სელკირკი, რომელმავ 4 წელი გაატარა ჩილეს მახლობლად უკაცრიელ კუნძულზე.ანა ახმატოვას ნაწარმოებების გამოქვეყნება აკრძალული იყო სტალინის მმართველობის პერიოდში.ვიქტორ ჰიუგო სპირიტუალიზმით იყო გატაცებული და ხშირად ესაუბრებოდა გარდაცვლილთა სულებს.
ბიბლიოფილია ნიშნავს წიგნების სიყვარულს და არ არის დაკავშირებული ბიბლიასთან.კომედიის წარმოშობის სათავეები დაკავშირებულია ძველ საბერძნეთში ღვინისა და მხიარულების ღმერთის, დიონისეს პატივსაცემად გამართულ დღესასწაულთან.
No comments:
Post a Comment